ფინანსთა მინისტრი: საქართველოს ეკონომიკა ახალ ეტაპზე გადავიდა

© Ministry of Finance of Georgiaლაშა ხუციშვილი
ლაშა ხუციშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2021
გამოწერა
მაისში ქვეყნის ეკონომიკის ზრდის შედეგების ანალიზის შემდეგ 2021 წლის ბიუჯეტში ახალი პროგნოზების შესაბამისად ცვლილებები შევა, განაცხადა მინისტრმა

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. აპრილის მაჩვენებლების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკა ახალ პოსტპანდემიურ ეტაპზე გადავიდა, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მშპ–ის ზრდამ აპრილში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 44.8% შეადგინა, ხოლო წლის დასაწყისიდან ოთხ თვეში რეალური ზრდის მაჩვენებელმა – 8.1%.

ლაშა ხუციშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2021 წელს: მთავრობამ პროგნოზი განაახლა

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეპიდემიოლოგიურად ისევ პანდემიურ პერიოდში ვართ, აპრილის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია სრულად დარწმუნებით განვაცხადოთ, რომ ეკონომიკურად ჩვენ გადავდივართ პოსტპანდემიურ პერიოდში. აპრილის ეკონომიკის აქტივობამ გადაასწრო 2019 წლის აპრილის დონეს და ეს ზრდა არის დაახლოებით 21 პროცენტი“, – განაცხადა ხუციშვილმა.

მისი თქმით, ქვეყნის მაისის ეკონომიკის ზრდის შედეგების ანალიზის შემდეგ 2021 წლის ბიუჯეტში ახალი პროგნოზების შესატყვისი ცვლილებები შევა.

უპრეცედენტო მაჩვენებელი: საქართველოს ეკონომიკა აპრილში 45%-ით გაიზარდა>>

„ამ ცვლილებების მთავარი მიზანი იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით და ამავე დროს, ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობა სხვადასხვა პროგრამების დაფინანსებიდ გზით“, – განაცხადა მინისტრმა.

მან აღნიშნა, რომ აპრილში აქტიურობა ტურისტულ სფეროში 152 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
რამდენი პროცენტით გაიზრდება ქვეყნის ეკონომიკა საქართველოს პრემიერის პროგნოზით

„განთავსების საშუალებებისა და საკვებით უზრუნველყოფის სექტორში 2020 წელს რეალური აქტივობა შემცირდა 75 პროცენტით. თუმცა 2021 წლის აპრილის მონაცემი გვიჩვენებს, რომ გვაქვს აღდგენის ძალიან სწრაფი ტენდენცია. აქტივობა ამ სექტორში გაიზარდა თითქმის ორნახევარჯერ. ეს მაჩვენებელი მიუთითებს, რომ სექტორმა გადაიტანა კრიზისი და სრულად მზად არის ტურიზმის აღსადგენად“, – განაცხადა ხუციშვილმა.

ამავე დროს, ფინანსთა მინისტრის განცხადებით, თითქმის სრულად აღდგა სამშენებლო სფერო.

 „2021 წლის აპრილში რეალურმა ზრდამ სამშენებლო სექტორში 110 პროცენტი შეადგინა და თითქმის სრულად აღდგა 2019 წლის დონემდე“, – აღნიშნა მან.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ეკონომიკის აღორძინებას ვარაუდობს>>

საქართველოს მთავრობამ ქვეყნის 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,3–დან 6,5%–მდე განაახლა. ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წელს ქართული ეკონომიკის ზრდის სამი სცენარი განიხილება – ბაზისური, ოპტიმისტური და პესიმისტური. ოპტიმისტური სცენარი ითვალისწინებს ტურიზმის უფრო სწრაფ ზრდას, კერძოდ, 2019 წლის დონიდან 40–45%–ის დონეზე. ის ასევე ითვალისწინებს ეკონომიკურ ზრდას ეკონომიკის სხვა სექტორებში.

ყველა ახალი ამბავი
0