სალომე ზურაბიშვილი მონტე–კარლოში ქართული ღვინის პრეზენტაციას დაესწრო

© photo: Official website of the President of Georgiaქართული ღვინის პრეზენტაცია მონაკოში
ქართული ღვინის პრეზენტაცია მონაკოში - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
გამოწერა
პრეზენტაციაზე შვიდი ქართული კომპანიის 12 სხვადასხვა სახეობის ღვინო იყო წარმოდგენილი, მათ შორის: ასკანელი ძმების, ჭოტიაშვილის მარნის, ჯაყელების ღვინის, ვაზისუბნის მამულების.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. მონტე-კარლოს ღვინის სასახლეში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

პრეზენტაციაზე შვიდი ქართული კომპანიის 12 სხვადასხვა სახეობის ღვინო იყო წარმოდგენილი, მათ შორის: ასკანელი ძმების, ჭოტიაშვილის მარნის, ჯაყელების ღვინის, ვაზისუბნის მამულების.

ქართული ღვინო - უძველესი ტრადიცია და კულტურა - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
ქართული ღვინო: უძველესი ტრადიცია და კულტურა – შემეცნებითი ვიდეო

ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებულ პრეზენტაციას მონაკოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო.

ღვინის საერთშორისო ექსპერტებთან და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ მეღვინეებთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქართული ღვინის უნიკალურობასა და ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდებს.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ უძველესი დროიდან მოყოლებული, საქართველო ცნობილია, როგორც ყურძნისა და ღვინის ქვეყანა, ხოლო ტრადიციული ქართული ღვინო რთულად წარმოსადგენია ქვევრის გარეშე. ქვევრში ღვინის დაყენების ისტორია 8000 წელზე მეტს ითვლის და ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება.

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას განცხადებით, ღვინის გამოფენებს, განსაკუთრებით ევროპაში, ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს.

  • „დღეს, კოვიდის ფონზე, საფრანგეთსა და მონაკოში, რომლებიც, ფაქტობრივად, თავისი ღვინის გარდა არაფერს ცნობენ, ხდება სწორედ ქართული ღვინის პრეზენტაცია – ქართული ღვინის საფუძვლის და ფესვების წარდგენა, რასაც დიდი ენთუზიაზმით აფასებენ სპეციალისტები. ეს არის ფაქტი, რომ საქართველო აღიარებულია, როგორც მეღვინეობის ქვეყანა და მისი ცნობადობა უკვე დამკვიდრდა მსოფლიო რუკაზე“, – განაცხადა ლევან მეხუზლამ.

2017 წლის სექტემბერში ბორდოში წამყვანმა სპეციალისტებმა წარმოადგინეს სამწლიანი კვლევის შედეგები, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა.

ფილმი „ჩვენს ძარღვებში ღვინო სჩქეფს - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2018
„ჩვენ ძარღვებში ღვინო ჩქეფს" – ამერიკელებმა საქართველოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.

2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.

ყველა ახალი ამბავი
0