რუსი ექსპერტების ეჭვი ზოგიერთი ქართული ღვინის ხარისხზე და პროდუქციის პერსპექტივები

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
გამოწერა
რუსეთმა კვლავ დაამტკიცა, რომ ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარია – წლის დასაწყისიდან ექსპორტირებული ღვინის 28 მილიონი ბოთლიდან 17 მილიონი მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და რუსეთის სხვა ქალაქებში გაიგზავნა.

რუსულ ბაზარზე ქართული ღვინო, შვიდწლიანი ემბარგოს შემდეგ, 2013 წლიდან დაბრუნდა. რუსეთმა მალევე დაიბრუნა ქართული ღვინოების - „ხვანჭკარას“, „ქინძმარაულის“, ტვიშისა“ და არაერთი ახალი ბრენდის იმპორტიორთა შორის პირველი ადგილი.

მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი ასე მარტივად არ არის.

წელს ხუთი დასახელების ქართული ღვინო რუსეთში იმპორტირებულ ყველაზე ცუდ 15 ღვინოს შორის მოხვდა. ეს შეიძლება სერიოზული დარტყმა იყოს საქართველოს იმიჯზე, რომელიც უმსხვილესი ექსპორტიორების სამეულში შედის.

თეთრი ყურძენი - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2021
საქართველოში ყურძნის ხარისხზე კონტროლი გამკაცრდა

ყველაზე ცუდთა შორის?

მარტის ბოლოს რუსეთის არაკომერციულმა ორგანიზაცია „როსკაჩესტვომ“ გამოაქვეყნა ყველაზე ცუდი იმპორტირებული ღვინოების რეიტინგი. სპეციალისტებმა შეაფასეს 13 ქვეყნიდან შემოტანილი 120-ზე მეტი ღვინო, რომელთა ღირებულება $20,05-ს არ აღემატებოდა.

დეგუსტატორების კომისია აფასებდა ღვინის ვიზუალს, არომატსა და გემოს ყურძნისა და ღვინის მსოფლიო ორგანიზაციის 100-ქულიანი სკალით. 71 ქულაზე დაბალი შეფასება ნიშნავს გემოსა და არომატის სერიოზულ ნაკლს.

მოწმდებოდა მხოლოდ რუსეთში ყველაზე პოპულარული ნიმუშები – საცალო გაყიდვების „ბლოკბასტერები“. ქვეყანაში გასული წლის განმავლობაში შემოტანილმა მათმა საშუალო ტირაჟმა 180 ათასიდან 11 მლნ ლიტრამდე შეადგინა.

ქართული ღვინო ექსპერტმა მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების ხუთეულში დაასახელა>>

აღნიშნულ კვლევას აკრედიტებული ლაბორატორიის სადეგუსტაციო კომისია ატარებდა „ბრმად“: ექსპერტებმა არ იცოდნენ არც ღვინის მარკა, არც მწარმოებელი ქვეყანა და მუშაობდნენ დეგუსტაციის საერთაშორისოდ აღიარებული რეგლამენტით.

კვლევაში ყველაზე ცუდი შედეგი ქვეყნებს შორის საქართველომ აჩვენა. ანტირეიტინგში 15 პოზიციიდან ხუთი ქართულმა ღვინოებმა დაიკავა.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
პანდემიის მიუხედავად ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია

ყველაზე დაბალი შეფასება (59,16 ქულა) დაიმსახურა კომპანია „დუგლაძის“ წითელმა ნახევრადტკბილმა ღვინომ „ქინძმარაულმა“. ყველაზე ცუდ ღვინოებს შორის ამავე მწარმოებლის კიდევ ორი ღვინო - „წინანდალი“ (69,34 ქულა) და „საფერავი“ (74,08 ქულა) მოხვდა. გარდა ამისა, ანტირეიტინგში აღმოჩნდა კომპანია „ბეთანელის“ „ქინძმარაული“ და „მუზარადი“.

„სამწუხაროდ, ტრადიციულად პოპულარული ქართული ნახევრადტკბილი ღვინოების მაღალი ხარისხი მითი აღმოჩნდა, ყოველ შემთხვევაში, იმ ბრენდებს შორის, რომელთაც გაყიდვების რეიტინგში პირველი ადგილები უკავიათ“, – აღნიშნა რუსეთის სომელიეთა და ექსპერტთა კავშირის პრეზიდენტმა არტურ სარქისიანმა.

„როსკაჩესტვოში“ დასძინეს, რომ საუკეთესო შემთხვევაში $20-მდე ღირებულების ქართული ნახევრადტკბილი წითელი ღვინოები საშუალო ხარისხის პროდუქცია აღმოჩნდა, რომლებიც 80-ზე დაბალი ქულითაა შეფასებული.

  • ღვინის (მათ შორის, „დუგლაძის“) იმპორტიორ რუსულ კომპანია AST-ში დაბალი ქულები ახსნეს იმ სავაჭრო ობიექტების მიერ ტემპერატურული რეჟიმის შესაძლო დარღვევით, სადაც შესამოწმებელი ნიმუშები შეიძინეს.

ქართულმა მწარმოებლებმა კომენტარზე უარი განაცხადეს. ანტირეიტინგის შეფასებისგან თავი შეიკავეს ასევე საქართველოს ღვინის სახელმწიფო სააგენტოში. სამაგიეროდ მალევე ალაპარაკდნენ არაკეთილმოსურნეები ორ ქვეყანას შორის რთული პოლიტიკური ურთიერთობის ფონზე ახალი ემბარგოს შესაძლებლობაზე, რაც, სხვათა შორის, არ დადასტურდა.

მსხვილი მომწოდებელი

საქართველოს წილი რუსეთის ღვინის ბაზარზე  2013 წელს ემბარგოს გაუქმების შემდეგ სწრაფად იზრდებოდა.

რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის ბოლოს ყურძნის ღვინის უმსხვილესი მომწოდებლები გახდნენ ესპანეთი (51,3 მლნ ლიტრი), იტალია (50,2 მლნ ლიტრი) და საქართველო (40,4 მლნ ლიტრი). მთლიანობაში შარშან ქართველმა მომწოდებლებმა რუსეთის ღვინის ბაზარი 11,6%-ით მოამარაგეს.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2020
პოპულარული ღვინოები რუსეთში – ლიდერთა შორისაა ქართული ღვინო

თავად საქართველოსთვის რუსეთის ბაზარი კვლავაც პრიორიტეტულია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2020 წელს რუსეთმა 57,6 მლნ ბოთლი შეისყიდა (ექსპორტირებული ქართული ღვინის 62,4%), უკრაინამ – 10,6 მლნ ბოთლი (11,5%), პოლონეთმა – 5,2 მლნ ბოთლი (5,7%).

რუსეთის ბაზარზე დიდი პოპულარობით ტრადიციულად სარგებლობს „ქინძმარაული“, „მუკუზანი“, „წინანდალი“, „ახაშენი“ და „ხვანჭკარა“.

თუმცა ქართველი მეღვინეებისთვის სასიკეთო სურათი ნელ-ნელა იცვლება, ამბობს საინფორმაციო ცენტრი Wine Retail-ის ხელმძღვანელი ალექსანდრ სტავცევი.

„შარშან საქართველოდან რუსეთში ღვინის იმპორტი ერთბაშად 6%-ით შემცირდა. საქართველომ ფასისა და ხარისხის თანაფარდობის დღევანდელ რეალობებში ბაზარზე მაქსიმუმს მიაღწია. მყიდველებს ღვინის მრავალფეროვანი არჩევანი აქვთ და ხარისხიანი პროდუქტი უნდათ, რომელიც ჯერ არ ჩანს“, – აზუსტებს იგი.  

ფასი ხარისხის ნაცვლად

ბოლო დროს ქართული ღვინის ბრენდების მიმართ ლოიალურად განწყობილ რუს მომხმარებელს ეჭვი შეეპარა ამ პროდუქციის ხარისხში, ხაზს უსვამს Sputnik-ის მიერ გამოკითხული ერთ-ერთი ექსპერტი, რომელიც „როსკაჩესტვოს“ ანტირეიტინგის შედგენაში მონაწილეობდა.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
ამერიკაში ქართული ღვინოები დააგემოვნეს

„ქართულ ღვინოსთან დიდი პრობლემა არსებობს. რუსეთში არ ხვდება ის პროდუქცია, რომელიც საქართველოდან საერთაშორისო ბაზრებზე იგზავნება. ჩვენს ბაზარზე ქართული ღვინის საკმაოდ დიდი მოცულობა – ნაკლებად ხარისხიანი პროდუქციაა“, – ამბობს იგი.

ამ მოსაზრებას ეთანხმება კიდევ ერთი ექსპერტი, რომელმაც ანონიმურობის დაცვა არჩია.

„შარშან ჩვენ 180 ქართული ღვინის დეგუსტაცია ჩავატარეთ და თითზე ჩამოსათვლელი იყო კარგი ღვინოები, რომლებიც საშუალო და მისაღები ხარისხის დონეს შეესაბამებოდა. პროდუქციის 80%-ზე მეტმა მეტისმეტად დაბალი შეფასება დაიმსახურა. ეს არ არის მკვეთრი ვარდნა, თავიდანვე ასე იყო“, – დასძენს იგი.

პროფესიონალური საზოგადოების წევრები თანხმდებიან, რომ ამგვარი ვითარების მიზეზი გახდა ის აჟიოტაჟი და მოთხოვნილება, რომელიც რუსეთში ემბარგოს გაუქმების შემდეგ წარმოიშვა.

„ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული ქართული ღვინო კარგი რეპუტაციით სარგებლობდა, რასაც არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები დღეს ფულის საშოვნელად იყენებენ. უზარმაზარი მოთხოვნილება მათთვის ცდუნებად იქცა. ხარისხიანი ღვინის წარმოება მათთვის ხელსაყრელი არ არის. რუსეთში ის ათას რუბლზე მეტი ეღირებოდა და ცუდად გაიყიდებოდა. ამიტომ ქართველი მწარმოებლები ეკონომიას ეწევიან და ხშირად რუსეთის მომხმარებლისთვის საშუალო, მცირეფასიან ღვინოს ამზადებენ“, – ფიქრობს ეროვნული ალკოჰოლური პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელი პაველ შაპკინი.

ღვინო ბევრია, ყურძენი ცოტა

Sputnik-ის რესპონდენტები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზეც, რომ რუსულ ბაზარზე იმაზე გაცილებით მეტი ქართული ღვინო იყიდება, ვიდრე თეორიულად ქვეყანას შეუძლია აწარმოოს.

ღვინოს ბოკალი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
ქართულმა ღვინოებმა პოლონეთში გამართულ კონკურსზე მედლები დაიმსახურეს

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვინო „ქინძმარაული“ მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნისგან, რომელიც კახეთში მოდის, თუმცა მხოლოდ კონკრეტულ მიკროზონაში. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ყოველწლიურად ამ რეგიონში დაახლოებით 2,8 მლნ ლიტრი ღვინო მზადდება. 2019 წელს კი რუსულ ბაზარზე დაახლოებით 5 მლნ ბოთლი „ქინძმარაული“ მოხვდა.

„საქართველოში, ძირითადად, თეთრი ყურძენი – „რქაწითელი“ ხარობს. ქართველებიც ყველაზე ხშირად თეთრ ღვინოს მიირთმევენ. ყურძნის, უპირველეს ყოვლისა, წითელი საფერავის დეფიციტის ფონზე უზარმაზარმა მოთხოვნილებამ ხარისხთან დაკავშირებული დღევანდელი ვითარების პროვოცირება მოახდინა“, – განმარტავს ანტირეიტინგის შედგენაში მონაწილე ექსპერტი.

პაველ შაპკინის ვარაუდით, მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ზოგიერთი ქართველი მწარმოებელი „იყენებს ქიმიას, აზავებს ღვინოს წყლით, მოლდავური ან თურქული საღვინე მასალებით“.

ხარისხი ძვირია

ქართული „ღვინის ლაბორატორიის“ დირექტორი ირმა ჭანტურია შექმნილ ვითარებას რუსული ბაზრის სპეციფიკურობით ხსნის, რაც განსაზღვრავს კიდეც შეთავაზებას.

„ევროპულ ბაზრებზე ქართული ღვინო უფრო ძვირი ღირს, განსხვავებაც ესაა. რუსეთის ბაზარი, ძირითადად, იაფ პარტიებს ითხოვს. ღვინის ხარისხი კი კორელაციაშია ფასთან, როგორც სხვა სფეროებში. თუ განსაკუთრებული ხარისხი გსურს – მეტი უნდა გადაიხადო“, – ამბობს ქართული „ღვინის ლაბორატორიის“ დირექტორი ჭანტურია.

მან დაადასტურა, რომ ევროკავშირში სრულიად სხვა სეგმენტი იგზავნება: „იქ უფრო აინტერესებთ ქვევრის ღვინო, handmade, მცირე მეწარმეთა ექსკლუზიური პარტიები. რუსეთში ეს ღვინო არ იყიდება, იქ მათ არ იცნობენ და არ ცნობენ, ან უბრალოდ ეძვირებათ. ასე რომ, ყველაფერს ბაზარი არეგულირებს“.

ქართული ღვინის დეგუსტაცია იაპონიაში - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
ქართული ქვევრის ღვინო იაპონიას იპყრობს

ჭანტურიას თქმით, რუსეთში ექსპორტირებულ ღვინოებს შორის „შეუძლებელია იყოს ცუდი პროდუქცია“. „პროდუქცია უმკაცრესად მოწმდება რამდენიმე დონეზე, ერთმნიშვნელოვნად უვნებელია და ყველა პარამეტრი შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს. შეიძლება ვინმეს რომელიმე გემო არ მოეწონოს, მაგრამ ეს გემოვნების საკითხია და არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენგან უხარისხო პროდუქცია გადის“, – აღნიშნავს ექსპორტირებული პროდუქციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

იგი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ რუსულ ბაზარზე შეიძლება გაიგზავნოს „გაზავებული ღვინო“. „წყალზე საუბარი უბრალოდ სასაცილოა, სხვისი საღვინე მასალები არ გვაქვს – არც თურქული, არც მოლდავური, და არც ყურძნის დეფიციტს განვიცდით“.

ინფორმაციის ხარვეზი და სხვა ნიუანსები

„როსკაჩესტვოს“ ანტირეიტინგმა ქართული „ღვინის ლაბორატორიის“ დირექტორს არაერთი კითხვა გაუჩინა, მაგრამ ამავდროულად ის აღიარებს, რომ ქართველ მეღვინეებს მეტი ინფორმაცია სჭირდებათ რუსულ ბაზარზე არსებული სიტუაციის შესახებ.

„რას ნიშნავს - არ მოსწონთ? ის არ შეესაბამება სტანდარტს? არ შეესაბამება პარამეტრებს? თუ რომელიმე კონკრეტული მაჩვენებელი არადამაკმაყოფილებელია, ამას დამტკიცება უნდა. ჩვენ ვცდილობთ დამოუკიდებლად გავიგოთ რუსული ბაზრის მოთხოვნილება და მოვერგოთ მას. ეს ინფორმაცია გვაქვს პირადი დაკვირვებით, პარტნიორებისგან, მეგობრებისგან და ა.შ.

ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2021
13 ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი: ქართულმა ღვინომ იაპონიაში მორიგი წარმატება მოიპოვა

სამწუხაროდ, ფორსმაჟორის რეჟიმში ვმუშაობთ, რუსეთში ცვლილებებზე კი პოსტფაქტუმ ვიგებთ. მაგალითად, ბოლო წლებში რუსეთში დაიწყეს ღვინოში ნახშირბადის სტაბილური იზოტოპების თანაფარდობის შემოწმება და ჩვენ ეს ბოლო მომენტში გავიგეთ. კონკრეტულად ჩვენმა ლაბორატორიამ სასწრაფოდ შეიძინა მოწყობილობა, ჩაატარა ტრენინგები, უზარმაზარი ხარჯი გასწია, რათა დროულად შეემოწმებინა რაც საჭირო იყო, და არ შეეჩერებინა ექსპორტი.

კიდევ ერთი ნიუანსია: ბოლო წლებში რუსეთმა დაბლოკა სხვადასხვა კონსერვანტის გამოყენება ღვინოში, აკრძალა სორბინის მჟავას გამოყენება. ეს მხოლოდ რუსეთსა და ბელარუსშია. შედეგად – იმისათვის, რომ ბუნებრივი ნახევრადტკბილი ღვინო სტაბილური იყოს, მეწარმეები იძულებული არიან ღვინოში მეტი გოგირდმჟავა გამოიყენონ. ფაქტია – დიდი ოდენობით გოგირდმჟავას გამოყენება ქართული ღვინის გემოს ცვლის“.

„მრავალი ნიუანსია, ამიტომ სპეციალისტებმა პრობლემები ერთმანეთთან უნდა განიხილონ“, – ასკვნის ირმა ჭანტურია და დასძენს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პროფესიული კონტაქტების სიმწირეა.

„კარგი იქნებოდა, თუ კოლეგები ჩვენი ქვეყნებიდან ითანამშრომლებდნენ, მოსაზრებებს გაცვლიდნენ. ჩემი აზრით, რუსულ ბაზარზე ქართულ ღვინოზე წარმოდგენები და გემო მოძველდა. ჩვენს მეწარმეებს ახალი ტექნოლოგიები აქვთ. რუსი სპეციალისტები არ ფლობენ ინფორმაციას ჩვენს მეღვინეებზე. ისინი არ ჩამოდიან, არ ათვალიერებენ – რა მდგომარეობაა ადგილზე, როგორაა ორგანიზებული კონტროლი. ვისურვებდი, თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა უფრო მაღალ დონეზე იყოს“.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2021
აშშ-ში იმპორტირებული ქართული ღვინის ღირებულება იზრდება

ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ

მოსკოვში ექსპერტები აღიარებენ, რომ საქართველოში ბევრი კარგი მეწარმეა, რომელიც ღვინის ექსპორტს ეწევა. თუმცა რუსული ბაზრის მასობრივ სეგმენტში (500 რუბლი და ნაკლები) ხარისხიანი ქართული ღვინო მართლაც ცოტაა. ამ ვითარებაში მომხმარებელმა უნდა იხელმძღვანელოს პროფესიონალური ღვინის რეიტინგით, ფიქრობენ სპეციალისტები.

„კარგი ღვინის ყიდვა შეიძლება ქართულ რესტორნებში, იქ საკუთარ რეპუტაციაზე ზრუნავენ. რაც შეეხება მსხვილ ქსელებს, მომხმარებელს ვურჩევდი, ყურადღება მიაქციოს ღვინოს, რომელიც მათ (ქსელებს) იმპორტიორების გვერდის ავლით, თავად შემოაქვთ. კონტრეტიკეტზე მითითებული იქნება, რომ ღვინო სავაჭრო ქსელის შეკვეთითაა შემოტანილი. ჯერ ერთი, ეს არც ისე ძვირი ჯდება, რადგან არ არის შუამავალი. მეორეც, ქსელებს თავიანთი სპეციალისტები ჰყავთ, ისინი სერიოზულად ეკიდებიან პროდუქციის შერჩევის საქმეს“, – ამბობს პაველ შაპკინი.

წიგნის „ქართული ღვინო: რენესანსი“ ავტორი ვადიმ სკარდანა შექმნილი ვითარებიდან ორგვარ გამოსავალზე საუბრობს: მომხმარებელმა უნდა შეიძინოს მსხვილი ქართველი მწარმოებლების ძვირადღირებული ღვინო, ან მოიძიოს იშვიათი ღვინო, დამზადებული მცირე ქართველი მეწარმეების მიერ.

„რუსულ ბაზარზე შედის ორი სახის პროდუქცია: საქართველოს მსხვილი ქარხნებიდან (95%) და მცირე მეწარმეებისგან. მსხვილი მეწარმეების პრემიალური სეგმენტი რუსეთში არის. მცირე მეურნეობები ერთმნიშვნელოვნად უკეთეს ღვინოს ამზადებენ, მაგრამ მათი ასორტიმენტის პოვნა თითქმის შეუძლებელია, რადგან ამ ღვინოს სახლები ყიდულობენ“, – აზუსტებს ის.

ქართული ხილ-ბოსტნეული - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2020
„როსსელხოზნადზორს“ ქართულ პროდუქციასთან პრეტენზია არ აქვს

ექსპერტის აზრით, მყიდველებმა არ უნდა შეიძინონ ღვინო ეტიკეტით, რომელზეც ბრენდის სახელწოდება რუსულ ენაზეა მითითებული.

„არ ღირს Сталинское дело და მსგავსი სახელწოდების ღვინის შეძენა. ათასი რუბლის ფარგლებში ქართული ღვინის ყიდვა შეიძლება. ამ სეგმენტში, რასაკვირველია, შედევრები არ მოიპოვება და ვერც იქნება, მაგრამ სავსებით შესაძლებელია ღირსეული ღვინის ყიდვა“, – ამბობს ვადიმ სკარდანა.

ქართულ ღვინოებთან დაკავშირებით რუსეთში შექმნილი ვითარება შემაშფოთებელია, მაგრამ არა გამოუვალი, ასკვნიან ექსპერტები. მათი თქმით, ქართველმა მეწარმეებმა და რუსმა იმპორტიორებმა უნდა გაითვალისწინონ ბაზარზე არსებული სიტუაცია, შეცვალონ პრიორიტეტები და ფასის ნაცვლად ხარისხი აირჩიონ.

ყველა ახალი ამბავი
0