მინსკის აეროპორტი

ავიაკომპანია Belavia თბილისსა და ბათუმში რეისების რაოდენობას ზრდის

34
(განახლებულია 11:12 06.06.2021)
Belavia დღეში ორ ფრენას ბათუმის მიმართულებით შეასრულებს, ხოლო თბილისის მიმართულებას ოთხი სიხშირე ემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით, შაბათობითა და კვირაობით.

თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. ბელარუსული ავიაკომპანია Belavia საქართველოს მიმართულებით რეისების რაოდენობას ზრდის, იუწყება Sputnik-ბელარუსი.

15 ივნისიდან მინსკიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების რაოდენობა იზრდება: კვირაში 7-დან 14-მდე ბათუმში და 7-დან 11-მდე თბილისის მიმართულებით.

ამგვარად, Belavia დღეში ორ ფრენას ბათუმის მიმართულებით შეასრულებს, ხოლო თბილისის მიმართულებას ოთხი სიხშირე დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით, შაბათობითა და კვირაობით.

საქართველომ 2021 წლის 1 თებერვალს რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა განაახლა, ხოლო 1 ივნისიდან სახმელეთო საზღვრები გახსნა. ტურისტებმა თან უნდა იქონიონ სამედიცინო დაზღვევა, რომელიც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში მკურნალობის ხარჯებს დაფარავს. სახმელეთო გზით შემოსვლა შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს და ბოლო 72 საათში ჩატარებულ PCR–ტესტს.

34
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 19 ივნისს

44
(განახლებულია 09:52 19.06.2021)
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0094 ლარით გაუფასურდა. 

თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,1681 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. 

წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0094 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურსი 19 ივნისს

 

44
მზის პანელების მწარმოებელი ქარხანა ქუთაისში

დაზუსტდა პირველ კვარტალში საქართველოში ეკონომიკის ვარდნის მაჩვენებელი

26
(განახლებულია 08:52 19.06.2021)
მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე დიდი ხვედრითი წონა აქვს ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს, გადამამუშავებელ მრეწველობას და მშენებლობას.

თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. საქართველოში 2021 წლის პირველ კვარტალში მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) შემცირებამ 4,5% შეადგინა 2020 წლის იანვარ-მარტთან შედარებით, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.

წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკის ვარდნა პირველ კვარტალში 4,2%-ს შეადგენდა.

დაზუსტებული მონაცემებით, მიმდინარე ფასებში 2021 წლის 1 კვარტალში მშპ-ის მოცულობამ 3,4 მლრდ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში დეფლატორმა 6,8% შეადგინა. მშპ ერთ სულ მოსახლეზე საანგარიშო პერიოდში 912,5 დოლარს შეადგენდა (ერთი წლის წინ – 1.016,3 დოლარს).

სფეროები – ლიდერები ზრდის მიხედვით

ყველაზე მეტი შემცირება 2021 წლის პირველ   კვარტალში აჩვენა სასტუმრო ბიზნესის, ადმინისტრაციული საქმიანობის, ასევე დასვენებისა და გართობის სფეროებმა.

ეკონომიკის სფეროების ტოპ-5 2021 წლის I კვარტალში ყველაზე დიდი ვარდნით

ეკონომიკის სფერო ვარდნა, %
სასტუმრო ბიზნესი 54,0
ადმინისტრაციული საქმიანობა 34,0
დასვენება და გართობა 25,4
მშენებლობა     19,4
ტრანსპორტი 9,0

ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა სამთომომპოვებელ (50,3%), საფინანსო (24%) და კავშირგაბმულობის (16,8%) სფეროებში.

მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე დიდი ხვედრითი წონა აქვს ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს, გადამამუშავებელ მრეწველობას და მშენებლობას.

ეკონომიკის სფეროების ტოპ-5 2021 წლის I კვარტალში მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წონით

ეკონომიკის სფერო ხვედრითი წონა მშპ-ში %
ვაჭრობა   14,9
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები 11,8
გადამამუშავებელი მრეწველობა 10,6
სახელმწიფო მმართველობა 8,3
მშენებლობა     6,8

                    

 

  

    

    

 

 

26
38 წლის მომღერალი მარინა აბროსიმოვა, რომელსაც იცნობენ ფსევდონიმით МакSим,

ცნობილი რუსი მომღერალი კორონავირუსის გამო ხელოვნურ კომაში შეიყვანეს

0
(განახლებულია 16:29 19.06.2021)
ახალგაზრდა მომღერალს დაუდასტურდა პნევმონია ფილტვების მასშტაბური დაზიანებით და სისხლში ჟანგბადის დაბალი დონით.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. 38 წლის მომღერალი მარინა აბროსიმოვა, რომელსაც იცნობენ ფსევდონიმით МакSим, ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე შეაერთეს და ხელოვნურ კომაში შეიყვანეს, იუწყება РИА Новости მომღერლის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

მომღერლის მენეჯერმა დააზუსტა, რომ არტისტს დაუდასტურდა პნევმონია ფილტვების მასშტაბური დაზიანებით და სისხლში ჟანგბადის დაბალი დონით. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსზე ტესტი უარყოფით შედეგს აჩვენებს, ექიმებს მიაჩნიათ, რომ საქმე სწორედ COVID-19-თან აქვთ.

„ჟანგბადზე რეაქცია არ ჰქონდა, ფილტვები არ იწმინდებოდა, ამიტომ ექიმმა მისი კომაში შეყვანა გადაწყვიტა“, - განმარტა მან.

მან აღნიშნა, რომ МакSим კომაში რამდენიმე დღის განმავლობაში იქნება.

„ექიმი საკმაოდ პოზიტიურ პროგნოზს გვაძლევს, ანუ ეს იძულებით გაკეთდა იმისათვის, რომ არ შეიქმნას ჟანგბადის ნაკლებობა, ამიტომ ახლა ყველა ძალა მიმართულია იქითკენ, რომ გაიწმინდოს ფილტვები, შესაბამისად, კომიდან ნელ-ნელა გამოიყვანენ და მკურნალობაზე რეაქციას დააკვირდებიან“, - განაცხადა მომღერლის წარმომადგენელმა.

0