გაზის მრიცხველი

როგორ დაუანგარიშდება თბილისელებს მაისში მოხმარებული გაზის საფასური

85
(განახლებულია 23:29 03.06.2021)
სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, ნებისმიერი გაურკვევლობის შემთხვევაში მიმართონ კომისიას ან ენერგოომბუდსმენის სამსახურის ქოლ-ცენტრს.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. „თბილისი ენერჯის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მაისში მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დაანგარიშება მაისში მოქმედი ტარიფით მოხდება, ნათქვამია სემეკის Facebook-გვერდზე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) გადაწყვეტილებით, 1 ივნისიდან თბილისის მცხოვრებლები ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 53,972 თეთრს გადაიხდიან მანამდე არსებული 46,138 თეთრის ნაცვლად. გაზის ახალი ტარიფი 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

სემეკის ცნობით, უკვე 1 ივნისიდან მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულებას კომპანია ახალი ტარიფით დაიანგარიშებს. 

„იმ შემთხვევაში, როდესაც მრიცხველის წაკითხვის თარიღი არ მოიცავს ბუნებრივი გაზის მხოლოდ ახალი ტარიფის ამოქმედების პერიოდს, კომპანია ვალდებულია, დარიცხვა განახორციელოს დღეების პროპორციულად, ორ პერიოდად – ახალი ტარიფის ამოქმედებამდე პერიოდი და ამოქმედების შემდეგ პერიოდი“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

  • სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, ნებისმიერი გაურკვევლობის შემთხვევაში მიმართონ კომისიას ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს ქოლ-ცენტრის ნომერზე – 16 216, ასევე სემეკთან დაკავშირება შესაძლებელია Facebook-ზე კომისიის ოფიციალური გვერდის საშუალებითაც.

2020 წლიდან თბილისის მცხოვრებლები კუბურ მეტრ გაზში 46,138 თეთრს იხდიდნენ. ტარიფი ძალაში 2020 წლის 1 იანვარს შევიდა და 2022 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ემოქმედა.

ფინანსისტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გამოაქვეყნონ იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფები>>

სემეკის განცხადებით, გაზის ტარიფის კორექტირების გადაწყვეტილება თბილისის უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით არის მიღებული.

85
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (1066)
საბურთალო, სპორტის სასახლის ტერიტორია

ბიზნეს–ასოციაცია: ხუთი მიზეზი რაც ბიზნესს ხელს უშლის

22
(განახლებულია 17:47 20.06.2021)
მიუხელადავ ეროვნული ვალუტის გამყარებისა, მაღალია  იმ კომპანიების წილი, რომლებსაც მომდევნო 6 თვეში ლარის კურსის გამყარების მოლოდინი აქვთ.

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. ლარის კურსი არასტაბილურობა, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნის სიმცირე, სპეციალისტების ნაკლებობა და შეზღუდული ფინანსური რესურსები წარმოადგენს საქართველოში ბიზნესის წარმოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ბარიერს, ნათქვამია საქართველოს ბიზნეს–ასოციაციის (BAG) კვლევაში.

BAG–ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 2021 წლის მეორე კვარტალში გამოკითხული ბიზნესმენთა 77% საქმიანობისათვის ხელშემშლელი ფაქტორების არსებობაზე საუბრობს. აღნიშნული მაჩვენებელი გასული ერთი წლის განმავლობაში სტაბილური იყო  და 70-80%-ის ფარგლებში მერყეობდა. 


 „პრობლემებს შორის მიმდინარე კვარტალში პირველ ადგილს უცვლელად ისევ ეროვნული ვალუტის კურსის არასტაბილურობა იკავებს – აღნიშნულ ფაქტორს ხელის შემშლელად გამოკითხულთა 76% ასახელებს. მეორე ადგილს კი სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები იკავებს, რომელთაგანაც ყველაზე მთავარი სწორედ COVID-19-ით გამოწვეული შეზღუდვებია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ლარის კურსმა დოლარის მიმართ გამყარება მაისში დაიწყო და დღეისათვის ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი 7,8%-ით გაიზარდა. 19 ივნისისთვის ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,1681 GEL/$1 ნიშნულზე დადგინდა. 

BAG–ის ინფორმაციით, მიუხელადავ ეროვნული ვალუტის გამყარებისა, მაღალია  იმ კომპანიების წილი (49%), რომლებსაც მომდევნო 6 თვეში დოლართან მიმართებით ლარის კურსის გამყარების მოლოდინი აქვთ.

ბიზნეს–კლიმატი

BAG–ის  ბიზნეს–კლიმატი 2021 წლის II კვარტალში, I კვარტლის მსგავსად, დადებითია ყველა სექტორში გარდა მშენებლობის სექტორისა. ნაწილობრივ ეს დაკავშირებულია სექტორში გაყიდვების 37,5%–ით შემცირებით. მშენებლობის სექტორში გამოკითხული კომპანიების 63%–ს აზრით, 2021 წლის II კვარტალში მათ მიერ დაწესებული ფასები საკმარისია მხოლოდ დანახარჯების დასაფარად.

 რაც შეეხება ბიზნესის მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს, 2021 წლის II კვარტალში, მშენებლობის სექტორის გარდა, ყველა სექტორისთვის მაჩვენებელი დადებითია. სექტორებს შორის ყველაზე ოპტიმისტური განწყობა ვაჭრობის სექტორში დაფიქსირდა. ეს გარკვეულწილად განაპირობებულია  დადებითი მოლოდინებით გაყიდვების ფასების ზრდისა და გაყიდვების ზრდის მიმართულებით.

დასაქმების ბარომეტრი

BAG–ის  დასაქმების ბარომეტრი, რომელიც ასახავს  კომპანიების მოლოდინს მომავალ სამ თვეში დასაქმების მიმართულებით, 2021 წლის მეორე კვარტალში დადებითი იყო და 27,4 ქულა შეადგინა. 

შედარებისთვის, 2020 წლის პირველ კვარტალში BAG–ის წევრ–საწარმოებს დასაქმების კუთხით უარყოფითი მოლოდინები ჰქონდათ, ამიტომაც დასაქმების ბარომეტრი უარყოფითი იყო და 46,7 შეადგინა.

აღნიშნული მაჩვენებელი 2020 წლის მეორე კვარტალთან (30,2 პუნქტით) და 2021 წლის პირველ კვარტალთან (12,7 პუნქტით) შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

ბიზნეს–ასოციაციის გამოკითხვის თანახმად, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დასაქმების ბარომეტრი მხოლოდ მშენებლობის სფეროში გაუარესდა. გამოკითხული კომპანიების მხოლოდ 12,5% ელოდება თანამშრომელთა რაოდენობის ზრდას.

საქართველოს ბიზნეს–ასოციაცია 2009 წელს დაფუძნდა და ქვეყნის 70–ზე მეტ წამყვან კომპანიას, მათ შორის ბანკებს, სააფთიაქო ქსელებს, სამშენებლო კომპანიებს, საკომუნიკაციო კომპანიებსა და მსხვილი სუპერმარკეტების ქსელებს აერთიანებს.

22
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (1066)
ვალუტის კურსი

ლარის კურსი 21 ივნისს

67
(განახლებულია 17:58 20.06.2021)
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0094 ლარით გაუფასურდა. 

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,1681 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. 

წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0094 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურსი 21 ივნისს
67
თემები:
ლარის კურსი დღეს
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში წინსვლას აგრძელებს

0
(განახლებულია 12:28 21.06.2021)
ნიკოლოზ ბასილაშვილი 2021 წელს რეიტინგში 12 საფეხურით დაწინაურდა. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ამ დროის განმავლობაში დაახლოებით 577 ათასი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

 

თბილისი, 21 ივნისი - Sputnik.  ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის ქალაქ ჰალეში ჩატარებული ტურნირის შემდეგ ATP-ის რეიტინგში დაწინაურდა, განახლებული რეიტინგი ATP-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 

საქართველოს პირველი ჩოგანი გერმანულ ტურნემდე 30-ე პოზიციას იკავებდა, ხოლო ჰალეში გამართული ნახევარფინალური ეტაპის შემდეგ მან 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და მსოფლიო რეიტინგის 28-ე ადგილზე გადაინაცვლა. ამჟამად ბასილაშვილი რუს კარენ ხაჩანოვსა 20 სარეიტინგო ქულით უსწრებს, ხოლო იტალიელ ლორენცო სონეგოს 57 ქულით ჩამორჩება.

ბასილაშვილმა გერმანიაში ტურნირის  ნახევარფინალური ეტაპი რუს ჩოგბურთელ ანდრეი რუბლიოვთან სამ სეტში, ანგარიშით 1:6, 6:3, 3:6 დათმო. აღსანიშნავია, რომ 23 წლის რუსი სპორტსმენი რეიტინგში მე-7 პოზიციას იკავებს. ნიკოლოზმა ჰალეში ნაჩვენები შედეგით 180 სარეიტინგო ქულა და 60 ათასამდე ევრო გამოიმუშავა.

მიმდინარე სეზონი ქართველი სპორტსმენისთვის ერთ-ერთი გამორჩეულია. ბასილაშვილზე 2021 წელი ATP რეიტინგში მე-40 პოზიციით დაიწყო და ჯამში 12 საფეხურით დაწინაურდა. მიმდინარე წელს ბასილაშვილმა  ორი 250-ქულიანი ტურნირის მოგება შეძლო (დოჰა და კატარი), ასევე ჰალეს ტურნირამდე მან ნახევარფინალში იასპარეზა იტალიის ქალაქ კალიარიში გამართულ ჩემპიონატზე.

განახლებული რეიტინგის მიხედვით, ATP-ის პირველ სამეულში ცვლილება არ მომხდარა. მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი კვლავ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელსაც უკან რუსი დანიილ მედვედევი და ესპანელი რაფაელ ნადალი მოჰყვებიან.

0
თემები:
სპორტის ამბები