ლარის კუპიურები

1 ივლისიდან მიმოქცევაში ახალი 5 და 20 ლარიანი კუპიურები  გამოვა

275
(განახლებულია 13:55 02.06.2021)
ახალი კუპიურები მათი წინამორბედი ბანკნოტების იდენტური იქნება დიზაინითა და დამცავი ნიშნებით და წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალების ბანკნოტების პარალელურად იქნება მიმოქცევაში

თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. 2021 წლის 1 ივლისიდან საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში 2021 წლის ემისიის 5 და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტების გაშვებას იწყებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ბანკნოტები მათი წინამორბედი კუპიურების იდენტური დიზაინისა და დამცავი ნიშნების მიხედვით არის დამზადებული, თუმცა ნომინალების ერთმანეთში არევის რისკის შემცირების თვალსაზრისით, 2021 წლის გამოშვების 5 და 20 ლარიან ბანკნოტებზე ძირითადი ფერების შეუცვლელად, მათი ფონური ბადეების ტონალობები უმნიშვნელოდ შეიცვალა.

2021 წლის გამოშვების 5 და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტები წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალების ბანკნოტების პარალელურად იქნება მიმოქცევაში.

ქართული ეროვნული ვალუტა მიმოქცევაში 1995 წლის 2 ოქტომბრიდან შემოვიდა. 2016 წელს დაიწყო ბანკნოტების განახლება უფრო დაცული ახალი დიზაინით. 2016 წლის 1 თებერვლიდან კი მიმოქცევაში გამოვიდა 20 და 50 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები, იმავე წლის 1 ნოემბრიდან – 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები, 2017 წლის 1 სექტემბრიდან – 5 ლარის ნომინალის, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან კი – 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები.

ლარის განახლებული ბანკნოტები წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად არის მიმოქცევაში.

ქართული 50-ლარიანი საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს>>

2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის ოდენობამ 4.661,4 მლნ ლარი შეადგინა. მათ შორის ბანკნოტები 4.526,6 მლნ ლარის იყო. რაც შეეხება 2016 წლამდე ემისიის ბანკნოტების ახალი  ბანკნოტებით ჩანაცვლებას, გასული წლის ბოლოსათვის განახლებული 5 ლარის ნომინალის ბანკნოტი მიმოქცევაში ამ ნომინალის ბანკნოტის 86,5 პროცენტს შეადგენდა, ხოლო 20-ლარიანი - 93,4 პროცენტს.

275
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (1064)
ყაზბეგის რაიონი

საქართველოს მოქალაქეებმა მილიონ ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირეს

31
(განახლებულია 09:36 17.06.2021)
სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაცია ფერმერებისთვის სახელმწიფოსგან შეღავათების მიღების მთავარ პირობას წარმოადგენს

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. 2021 წლის მაისის მონაცემებით საქართველოს მოქალაქეებმა მილიონ ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირეს, ნათქვამია სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ანგარიშში.

2019 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა მიწის ნაკვეთების სისტემური და სპორადული რეგისტრაციის კონცეფცია, რომელიც პროცესის დასრულებას სამ წელიწადში გულისხმობს. სისტემური დამოკიდებულებისას კონკრეტულ რაიონში არსებული ყველა მიწის ნაკვეთი საკადასტრო წიგნში ერთდროულად შედის, ხოლო სპორადული დამოკიდებულების შემთხვევაში რეგისტრაცია მოთხოვნის მიხედვით ტარდება.

ანგარიშის თანახმად, სპორადული სისტემის ფარგლებში მიწის დარეგისტრირების სურვილი მილიონ ადამიანზე მეტმა გამოთქვა.

რაც შეეხება სისტემურ რეგისტრაციას, 2020 წლის ზაფხულში ონის, ამბროლაურის, ლენტეხისა და ოზურგეთის შვიდ მაღალმთიან სოფელში 9,2 ათასი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა.

პროგრამა ასევე გავრცელდა კახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის 28 სოფელზე, სადაც უკვე განხორციელდა 16 ათასი მიწის ნაკვეთის აზომვა, 500 ნაკვეთის მონაცემები მუშავდება – რეგისტრაცია 2021 წლის 31 დეკემბერს დასრულდება.

რეფორმის ფარგლებში მიწის რეგისტრაციის პროცედურები 2016 წლის 1 აგვისტოდან გამარტივდა. მისი მიზანია მფლობელთა უფლებების დაცვა. მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.

31
ლარი

ეროვნულ ბანკში ლარის გამყარების მიზეზები დაასახელეს

35
(განახლებულია 00:39 17.06.2021)
ლარის კურსმა დოლართან მიმართებით გამყარება მაისში დაიწყო და დღეისთვის ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი 7,8%–ით გაიზარდა.

 

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებული პოზიტიური მოლოდინები გახდა მთავარი ფაქტორი, რომელმაც ეროვნული ვალუტა ლარის გამყარებაზე იმოქმედა, განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.

ლარის კურსმა დოლართან მიმართებით გამყარება მაისში დაიწყო და დღეისთვის ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი 7,8%–ით გაიზარდა. 16 ივნისისთვის ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 3, 1751 GEL/$1 ნიშნულზე დადგინდა. 

„რაც შეეხება ლარის კურსის ფორმირებას მოკლევადიან პერიოდში, აქ ძირითად როლს  მოლოდინები ასრულებს. მოგეხსენებათ, პანდემიის დაწყებასთან ერთად, ნეგატიურობისკენ შეიცვალა ეკონომიკური აქტორების მოლოდინი და ამან გამოიწვია კურსის მკვეთრი გაუფასურება, ხოლო ბოლო თვის განმავლობაში, როცა გაიხსნა ეკონომიკა, გაჩნდა პოზიტიური მოლოდინი და ამან გამოიწვია ლარის მკვეთრი გამყარება“, – აღნიშნა ლეჟავამ.

ლარის გაცვლითი კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.

სავალუტო ბაზრის დასტაბილურებისა და მკვეთრი გაუფასურების თავიდან აცილების მიზნით 2020 წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც საერთო ჯამში 873,2 მილიონი დოლარი გაყიდა. წელს მარეგულირებელმა შვიდ აუქციონზე უკვე გაყიდა 242,9 მილიონი დოლარი.
ამასთან, ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ნეგატიური მოლოდინების შესაკავებლად მომავალშიც განახორციელებს ინტერვენციებს.

35
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (1064)
სასწრაფო დახმარება

პოლიციის შენობიდან მამაკაცი გადმოხტა - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო

0
(განახლებულია 11:50 17.06.2021)
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა შენობის აივნიდან გადმოხტომის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიციაში დაბარების მიზეზი შეიტყო.

თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, 16 ივნისს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში შევიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ერთ-ერთი შენობის აივნიდან მამაკაცი გადმოხტა. დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყო საქმის მოკვლევა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით ("სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი") მიმდინარეობს, რაც ჯარიმას ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ამ ეტაპზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას", - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება მამაკაცის მდგომარეობას, რომელიც თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული, მძიმეა. ექიმების თქმით, 46 წლის პაციენტს სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. მას ტრავმული შოკი აქვს და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მამაკაცი წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის განყოფილების შენობიდან გუშინ გადმოხტა. იგი განყოფილებაში ყოფილი მეუღლის საჩივრის საფუძველზე შემაკავებელი ორდერის გამოწერის მიზნით დაიბარეს. მამაკაცმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიციაში დაბარების მიზეზი შეიტყო.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში