საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2021 წელს: მთავრობამ პროგნოზი განაახლა

© press-service of the Ministry of Finance of Georgiaლაშა ხუციშვილი
ლაშა ხუციშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
გამოწერა
განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზი ითვალისწინებს პოზიტიურ ცვლილებებს ყველა მნიშვნელოვან მაჩვენებელთან დაკავშირებით

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ ქვეყნის 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,3–დან 6,5%–მდე განაახლა, განაცხადა ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აპრილში მშპ–ის ზრდამ 44.8% შეადგინა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ხოლო რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა წლის დასაწყისიდან (ოთხ თვეში) 8.1% შეადგინა.

საწარმო „ქართლი ტექსტილი“ - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2021
უპრეცედენტო მაჩვენებელი: საქართველოს ეკონომიკა აპრილში 45%-ით გაიზარდა

მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ქართული ეკონომიკის ზრდის სამი სცენარი განიხილება – ბაზისური 6%–დან, ოპტიმისტური 10.2%–დან და პესიმისტური – 4.3%–დან. პროგნოზით, მშპ–ს ზრდა მაღალი იქნება და 2022 წელს 6.9%–ს შეადგენს.

„ბოლო პერიოდში ვხედავთ ძალიან პოზიტიურ დინამიკას. ეს ჯერ კიდევ მარტში გამოჩნდა, როდესაც დაფიქსირდა 4-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა პირველად პანდემიის დაწყებიდან“, – განუცხადა ხუციშვილმა ჟურნალისტებს.

მინისტრის განცხადებით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე მცირდება ბიუჯეტის დეფიციტი არსებული 7.6–დან 7.1%–მდე.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით. როგორც მოგახსენეთ, ჩვენი პროგნოზები მოიცავს ასევე ოპტიმისტურ სცენარს, რომლის მიხედვითაც 2021 წელს ეკონომიკური ზრდა იქნება ორნიშნა დონეზე და სავსებით შესაძლებელია, რომ ეკონომიკური აქტივობა სწორედ ოპტიმისტური სცენარით განვითარდეს“, – აღნიშნა ხუციშვილმა.

მოსახლეობა სააღდგომოდ პროდუქტებს იმარაგებს - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2021
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ეკონომიკის აღორძინებას ვარაუდობს

მისი თქმით, ოპტიმისტური სცენარი ითვალისწინებს ტურიზმის უფრო სწრაფ ზრდას, კერძოდ, 2019 წლის დონიდან 40–45%–ის დონეზე. ის ასევე ითვალისწინებს ეკონომიკურ ზრდას ეკონომიკის სხვა სექტორებში. ამის წინაპირობად მინისტრმა მშპ–ის 45%–ით ზრდა დაასახელა აპრილში, რაც ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორზე გავრცელდა.

ფინანსთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ განახლებული პროგნოზით უმჯობესდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და სახელმწიფო ვალის შემცირების დინამიკა უფრო სწრაფი იქნება. ამ პროგნოზებიდან გამომდინარე, დაიწყება ბიუჯეტში შესწორებების პროექტის მომზადება.

ყველა ახალი ამბავი
0