ღვინის რესტორანი

საქართველოში რესტორნებს კიდევ ერთი შეზღუდვა მოუხსნეს

109
მანამდე კაფეებსა და რესტორნებს უქმე დღეებში მხოლოდ გატანა-მიტანის სერვისზე შეეძლოთ მუშაობა. რამდენიმე დღის წინ კომენდანტის საათიც გადაიწია - გადაადგილებაზე აკრძალვა 23:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე მოქმდებს

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. საქართველოში 22 მაისიდან ღია სივრცის მქონე ყველა რესტორანი მომხმარებლებს უქმე დღეებშიც მოემსახურება.

მანამდე უქმე დღეებში რესტორნებს მხოლოდ გატანა-მიტანაზე შეეძლოთ მუშაობა. 

რესტორნების ფუნქციონირებაზე შეზღუდვები კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესდა.

ამ დროისთვის რესტორანში ყველა სტუმარი შედის პირბადით და მას მხოლოდ მაგიდასთან იხსნის.

დღეისათვის საქართველოში ღია სივრცეების არმქონე რესტორნებისთვის უქმე დღეებში მუშაობა კვლავ აკრძალულია. გარდა ამისა, დაწესებულებების მეპატრონეები ვალდებული არიან თვალი ადევნონ, რომ ერთ მაგიდასთან არ იჯდეს ექვსზე მეტი ადამიანი, დაიცვან სანიტარული ნორმები და ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების ტესტირება ჩაატარონ.

ქვეყანაში ღამის საათებში (23:00 საათიდან 05:00 საათამდე) „კომენდანტის საათი“ მოქმედებს. 

აგრეთვე სავალდებულოა ღია და დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარება.

 

 

 

109
საბურთალო, სპორტის სასახლის ტერიტორია

ბიზნეს-ასოციაცია: ხუთი მიზეზი, რაც ბიზნესს ხელს უშლის

22
(განახლებულია 14:01 21.06.2021)
მიუხედავად ამ ეტაპზე ეროვნული ვალუტის გამყარებისა, მაღალია იმ კომპანიების წილი, რომლებსაც მომდევნო 6 თვეში ლარის კურსის გამყარების მოლოდინი აქვთ.

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. ლარის კურსის არასტაბილურობა, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნის სიმცირე, სპეციალისტების ნაკლებობა და შეზღუდული ფინანსური რესურსები წარმოადგენს საქართველოში ბიზნესის წარმოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ბარიერს, ნათქვამია საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის (BAG) კვლევაში.

BAG-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 2021 წლის მეორე კვარტალში გამოკითხულ ბიზნესმენთა 77% საქმიანობისთვის ხელშემშლელი ფაქტორების არსებობაზე საუბრობს. აღნიშნული მაჩვენებელი გასული ერთი წლის განმავლობაში სტაბილური იყო და 70-80%-ის ფარგლებში მერყეობდა. 

„პრობლემებს შორის მიმდინარე კვარტალში პირველ ადგილს უცვლელად ისევ ეროვნული ვალუტის კურსის არასტაბილურობა იკავებს – აღნიშნულ ფაქტორს ხელის შემშლელად გამოკითხულთა 76% ასახელებს. მეორე ადგილს კი სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები იკავებს, რომელთაგანაც ყველაზე მთავარი COVID-19-ით გამოწვეული შეზღუდვებია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ლარის კურსმა დოლარის მიმართ გამყარება მაისში დაიწყო და დღეისათვის ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი 7,8%-ით გაიზარდა. 19 ივნისისთვის ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,1681 GEL/$1 ნიშნულზე დადგინდა. 

BAG-ის ინფორმაციით, მიუხედავად ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის გამყარებისა, მაღალია იმ კომპანიების წილი (49%), რომლებსაც მომდევნო 6 თვეში დოლარის მიმართ ლარის კურსის გამყარების მოლოდინი აქვთ.

ბიზნეს–კლიმატი

BAG-ის ბიზნეს–კლიმატი 2021 წლის II კვარტალში, I კვარტლის მსგავსად, დადებითია ყველა სექტორში გარდა მშენებლობის სექტორისა. ნაწილობრივ ეს დაკავშირებულია სექტორში გაყიდვების 37,5%-ით შემცირებასთან. მშენებლობის სექტორში გამოკითხული კომპანიების 63%-ის აზრით, 2021 წლის II კვარტალში მათ მიერ დაწესებული ფასები საკმარისია მხოლოდ დანახარჯების დასაფარად.

რაც შეეხება ბიზნესის ხედვას მომდევნო ექვსი თვის მოლოდინის შესახებ, 2021 წლის II კვარტალში, მშენებლობის სექტორის გარდა, ყველა სექტორისთვის მაჩვენებელი დადებითია. სექტორებს შორის ყველაზე ოპტიმისტური განწყობა ვაჭრობის სექტორში დაფიქსირდა. ეს გარკვეულწილად განაპირობებულია დადებითი მოლოდინებით გაყიდვების ზრდის და საქონელზე ფასების ზრდის მიმართულებით.

დასაქმების ბარომეტრი

BAG-ის დასაქმების ბარომეტრი, რომელიც ასახავს კომპანიების მოლოდინს მომავალ სამ თვეში დასაქმების მიმართულებით, 2021 წლის მეორე კვარტალში დადებითი იყო და 27,4 ქულა შეადგინა. 

შედარებისთვის, 2020 წლის პირველ კვარტალში BAG-ის წევრ საწარმოებს დასაქმების კუთხით უარყოფითი მოლოდინები ჰქონდათ, ამიტომაც დასაქმების ბარომეტრი უარყოფითი იყო და –46,7 შეადგინა.

აღნიშნული მაჩვენებელი 2020 წლის მეორე კვარტალთან (30,2 პუნქტით) და 2021 წლის პირველ კვარტალთან (12,7 პუნქტით) შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

ბიზნეს–ასოციაციის გამოკითხვის თანახმად, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დასაქმების ბარომეტრი მხოლოდ მშენებლობის სფეროში გაუარესდა. გამოკითხული კომპანიების მხოლოდ 12,5% ელოდება თანამშრომელთა რაოდენობის ზრდას.

საქართველოს ბიზნეს–ასოციაცია 2009 წელს დაფუძნდა და ქვეყნის 70-ზე მეტ წამყვან კომპანიას, მათ შორის ბანკებს, სააფთიაქო ქსელებს, სამშენებლო კომპანიებს, საკომუნიკაციო კომპანიებსა და მსხვილი სუპერმარკეტების ქსელებს აერთიანებს.

22
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ვალუტის კურსი

ლარის კურსი 21 ივნისს

75
(განახლებულია 17:58 20.06.2021)
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0094 ლარით გაუფასურდა. 

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,1681 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. 

წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0094 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურსი 21 ივნისს
75
თემები:
ლარის კურსი დღეს
ხაჭოს დესერტი

იკრძალება კატეგორიულად! დასახელდა ხაჭოსთან შეუთავსებელი პროდუქტები

0
(განახლებულია 13:49 21.06.2021)
არსებობს ისეთი პროდუქტები, რომელთა ჭამაც ხაჭოსთან ერთად კატეგორიულად დაუშვებელია - რატომ და რა პროდუქტებია ეს, სპეციალისტი განმარტავს

თბილისი, 21 ივნისი − Sputnik. ხაჭოს სასარგებლო თვისებები უდავოა, ვინაიდან პროდუქტში უამრავი აუცილებელი მაკრო- და მიკროელემენტები შედის. მაგრამ იმისათვის, რომ ორგანიზმმა ეს ნივთიერებები მიიღოს, აუცილებელია იცოდეთ , რასთან შეიძლება ხაჭოს ჭამა და რასთან − არა.

კლინიკა „ბორმენტალის“ სპეციალისტი წონის დაკლებაში პაველ ისანბაევი განმარტავს, რომ ხაჭოში შემავალი სასარგებლო ნივთიერებებიდან უპირველესია კაზეინი − რძის ცილა, რომელიც მისი მოხაჭოების დროს გამოიყოფა. და მიუხედავად იმისა, რომ ხაჭო ნებისმიერ პროდუქტს ეთავსება, დიდი რაოდენობთ ცილა გამოხატულ ინსულინურ პასუხს იწვევს.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი მკვებავ ნივთიერებებს უფრო სწრაფად ითვისებს. ცილაზე  ცხიმის დამატება კი ინსულინურ პასუხს აქვეითებს (ამიტომაც 9%-იანი ან არაჟანთან შერეული ხაჭო უფრო სასარგებლოა). ამიტომ, ვისაც შაქრის მაღალი დონის პრობლემა აქვს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიირთვას მურაბიანი, თაფლიანი, მწიფე ბანანშერეული ხაჭო“, − ამბობს სპეციალისტი.

მისი თქმით, სჯობს ხაჭოს მწვანილი ან ბულგარული წიწაკა დაუმატოთ, ან უბრალოდ მაღალცხიმიანი, თუნდაც 5%-იანი ხაჭო მიირთვათ.

იმისათვის, რომ ხაჭოში შემავალი სასარგებლო ელემენტები ორგანიზმმა ამომწურავად შეითვისოს, კარგი იქნება, თუ ხაჭომდე ბოსტნეულს, მაგალითად, კომბოსტოს ან მწვანილეულს მიირთმევთ. ასეთ შემთხვევაში უჯრედისი ინსულინურ პასუხს დააქვეითებს.

რაც შეეხება სხვა პროდუქტებს, რომელთა ხაჭოსთან ერთად მირთმევა რეკომენდებული არ არის, ესენია:

  • რძე − ზოგი ადამიანი ხაჭოს რძეს უმატებს, რათა ის უფრო რბილი და ნაზი გახადოს. მაგრამ ამის გაკეთება კატეგორიულად დაუშვებელია! ამ კომპონენტების შერევისას რძის ცილის მაჩვენებელი ძალიან იზრდება და მისი მონელება პრაქტიკულად შეუძლებებლია. შესაბამისად, შედაეგად მიიღებთ „ფუჭ“ საკვებსა და ზედმეტ კალორიებს.
  • ყავა − საუზმედ ბევრი ირჩევს ხაჭოსა და ყავას, მაგრამ ეს არასწორია. ყავა განსაკუთრებულ მთრიმლავ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც სრულებით არ ეთავსება რძის პროდუქტებს. გარდა ამისა, ეს ორი პროდუქტი ერთად კალციუმის სწორად ათვისებას უშლის ხელს.
  • კვერცხი − ამ შემთხვევაში ყველაფერი მარტივია: კვერცხი ძალიან ბევრ ცილას შეიცავს. მისი თერმული დამუშავების შემდეგ მისი დენატურაცია იწყება და ცილის ათვისების ხარისხი იმატებს. ორგანიზმს კი ასეთი დიდი რაოდენობით ცილის გადამუშავება გაუჭირდება.
  • შაქარი − ყველაზე გავრცელებული ვარიანტი − ეს სწორედ ხაჭოზე შაქრის დამატებაა. მაგრამ ის კალციუმის ათვისების პროცესს ამცირებს და ამასთან ძალიან, ძალიან კალორიულია.
  • ხორცი − ხაჭოსთან ხორცს ალბათ ცოტა მიირთმევს, მაგრამ მათ გასაგონადაც უნდა ვთქვათ, რომ ეს კატეგორილად მიუღებელია! ამ ორი პროდუქტის გადამუშავებას ორგანიზმი ძალიან დიდ დროს ანდომებს და თანაც მუცლის შებერიოლობასა და გაზწარმოქმნას იწვევს.
გაითვალისწინეთ სპეციალსტების რჩევები და მიიღეთ ხაჭოსგან მაქსიმალური სარგებელი!
0
თემები:
ექიმი გირჩევთ