ექსპორტი საქართველოდან რუსეთში ოთხ თვეში მეოთხედით გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerსატვირთო ტრაილერები ლარსის გზაზე
სატვირთო ტრაილერები ლარსის გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2021
გამოწერა
მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა და ურთიერთობებში უკიდურესად რთული პოლიტიკური ფონისა, საქონელბრუნვა ქვეყნებს შორის იზრდება.

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. საქართველოს საგარეო-სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 2021 წლის პირველ ოთხ თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20%-ით გაიზარდა და დაახლოებით 472,6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს საერთო საგარეო ვაჭრობის 12,1%-ია, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
საქართველო წარმატებით ვაჭრობს: საგარეო ბრუნვა 61%-ით გაიზარდა

რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია და პირველობას მხოლოდ თურქეთს უთმობს. მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს და ურთიერთობებში უკიდურესად რთული პოლიტიკური ფონია, საქონელბრუნვა ორ ქვეყანას შორის იზრდება.

საგარეო სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და რუსეთს შორის (2021 წლის იანვარ-აპრილი)

მაჩვენებელი მოცულობა (მლნ დოლარი) ზრდა (%)
ექსპორტი 159,6 26,8
იმპორტი 316,6 16,9
სულ 476,2 20

წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში გაიტანეს 36,6 ათას ტონაზე მეტი ფეროშენადნობები, 3,2 ათას ტონაზე მეტი ნატურალური ყურძნის ღვინო, დაახლოებით 37,7 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, დაახლოებით 2,3 ათასი ტონა სპირტიანი სასმელები და ა.შ.

რუსეთი საქართველოში საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელია. წლის დასაწყისიდან საქართველოში 79,8 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები შემოიტანეს.

რუსეთიდან ასევე შემოიტანეს დაახლოებით 224,7 ათასი ტონა ნავთობგაზები, 95 ათას ტონაზე მეტი ხორბალი, 11,8 ათას ტონაზე მეტი მცენარეული ზეთი და ა.შ.

რამდენად მნიშვნელოვანია რუსული ბაზარი?

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
აბაშიძისა და კარასინის შეხვედრა ონლაინ–ფორმატში გაიმართა: რაზე იმსჯელეს დიპლომატებმა

ეკონომიკის საკითხთა ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ დაასახელა რამდენიმე ფაქტორს, რომელიც საქართველოსთვის რუსული ბაზრის მნიშვნელობაზე მიუთითებს.

„რუსეთის ბაზარი დიდი და მოქნილია. რუსეთის მოქალაქეთა საშუალო მსყიდველობითი უნარი გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებისა. გეოგრაფიული სიახლოვე, საერთო საზღვარი, გარკვეულწილად მენტალური მსგავსებაც, ენობრივი ბარიერის არარსებობა ხელს უწყობს იმას, რომ რუსეთის ბაზარი დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს ჩვენი ექსპორტის ერთ-ერთ მიმზიდველ და პრიორიტეტულ მიმართულებად“, – აღნიშნა არჩვაძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

მისი თქმით, საქართველო და რუსეთი ექსპორტირებული პროდუქციით კონკურენტები არ არიან, არამედ ავსებენ ერთმანეთს.

„საქართველოს რუსეთში გააქვს პროდუქცია, რომელზეც რუსეთში მუდამ მაღალი, სტაბილური მოთხოვნილებაა. მეორე მხრივ, რუსეთი ქართველ მომხმარებელს აწვდის პროდუქციას, რომელიც არ იწარმოება ადგილზე, ან იწარმოება მცირე რაოდენობით და ეს არ იწვევს კონკურენციას ადგილობრივ მეწარმეებთან. ორმხრივი ვაჭრობის გასაზრდელად ეს კარგი დასაწყისია“, – ამბობს არჩვაძე.

გასულ წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობამ 1,3 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 9,9%-ით ნაკლებია. მიუხედავად ამისა, 2020 წელს რუსეთი ქართული აგრარული პროდუქციისთვის მთავარი ბაზარი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0