პანდემიის მიუხედავად საქართველოდან ღვინის ექსპორტი იზრდება

© photo: Sputnik / Stringerქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2021
გამოწერა
საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის ცნობადობის ასამაღლებლად ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ ღონისძიებებს რეგულარულად ახორციელებს.

თბილისი, 14 მაისი – Sputnik. ქართული ღვინის ექსპორტი, 2021 წლის ოთხი თვის მონაცემებით, 15%-ით, ხოლო ექსპორტით მიღებული შემოსავალი 7%-ით გაიზარდა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო. 

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
პოლონეთში ქართული ღვინის ონლაინ–დეგუსტაცია გაიმართა

2021 წლის იანვარი-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 55 ქვეყანაში 28,3 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 15%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 65 მლნ-მდე აშშ დოლარია, ზრდამ, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 7%-ს მიაღწია.

უწყების ცნობით, ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი - 2% (1.841.192 ბოთლი), ჩინეთი - 19% (1,559,533 ბოთლი), ლიეტუვა - 71% (356.748 ბოთლი), აშშ - 2% (325.468 ბოთლი), ესტონეთი - 3% (228.592 ბოთლი), გერმანია - 1% (229.527 ბოთლი) და დიდი ბრიტანეთი - 6% (157.932 ბოთლი).

ექსპორტის რაოდენობა ასევე მზარდია უკრაინაში - 9% (334.2951 ბოთლი), კანადაში - 56% (96.090 ბოთლი), ყაზახეთში - 56% (1.027.114 ბოთლი), ისრაელში - 87% (181.820 ბოთლი), აზერბაიჯანში - 113% (112.025 ბოთლი), მონღოლეთში - 477% (192.480 ბოთლი), ჩეხეთში - 734% (44.556 ბოთლი), თურქეთში - 219% (45.930 ბოთლი), შვედეთში - 35% (31.544 ბოთლი) და ა.შ. 

ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2020
აშშ-ში ონლაინ–ფორმატში ქართული ღვინის ფორუმი გაიმართა

ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში არიან: რუსეთი - 17.197.084 ბოთლი (ზრდა 16%), უკრაინა - 3.342.951 ბოთლი (ზრდა 9%), პოლონეთი - 1.841.192 (ზრდა 2%), ჩინეთი - 1.559.533 ბოთლი (ზრდა 19%) და ყაზახეთი - 1.027.114 (ზრდა 56%).

„პანდემიის მიუხედავად, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ბოლო წლების ტენდენციის შესანარჩუნებლად, ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის ბაზრებზე მარკეტინგულ ღონისძიებებს კვლავ ახორციელებს. ღონისძიებები ძირითადად დისტანციურ ფორმატებში იმართება“, – აღნიშნავენ უწყებაში.

გარდა ქართული ღვინისა, 2021 წლის ოთხ თვეში საქართველოდან ექსპორტირებულია 10,2 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი და 195 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა. ბრენდის ექსპორტით მიღებული შემოსავლები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12%-ით გაიზარდა და 19 მლნ დოლარს მიაღწია, ხოლო ექსპორტირებული ჭაჭის ღირებულება 500 ათას დოლარს აღწევს, შემოსავლების ზრდა კი 25%-ია.

ჯამში საქართველოდან ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 106,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 15%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ყველა ახალი ამბავი
0