რატომ გამკაცრდა მონეტარული პოლიტიკა: კობა გვენეტაძის განმარტება

© National Bank of Georgiaკობა გვენეტაძე
კობა გვენეტაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
გამოწერა
დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის ერთი პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. მონეტარული პოლიტიკა აუცილებლად უნდა გამკაცრდეს, როდესაც ეკონომიკური მდგომარეობა ამას მოითხოვს, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის რეფინანსირების განაკვეთის ერთი პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.50 პროცენტით განისაზღვრა.

„ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის დონე მიზნობრივ, სამპროცენტიან მაჩვენებელთან მივიყვანოთ. გრძელვადიან პერიოდში კი ზუსტად ეს არის მნიშვნელოვანი მდგრადი ეკონომიკური ზრდისათვის“, - აღნიშნა გვენეტაძემ.

საქართველოში წლიური მიზნობრივი ინფლაცია 3 პროცენტია. კობა გვენეტაძის თქმით, ეს არის  ის მაჩვენებელი ეროვნული ბანკისთვის, თუ საით უნდა ჰქონდეს მას სწორება, როდესაც ზომებს იღებს.

კობა გვენეტაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
კობა გვენეტაძე: შეუძლებელი იყო, რომ კურსის კორექტირება არ მომხდარიყო

„მართალია გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა ფინანსურ პირობებს ამკაცრებს, მაგრამ ამავე დროს ეს არის საფუძველი ზუსტად იმის, რომ მივაღწიოთ ფასების სტაბილურობას“, - განაცხადა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის ცნობით, ამა წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 7.2 პროცენტი შეადგინა. ეროვნულ ბანკში მიაჩნიათ, რომ  გასული წლის დეკემბრიდან ინფლაციის მაჩვენებელი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ შეამცირა. მარტიდან სუბსიდიის დასრულება ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით აისახა.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ განახლებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 6.5 პროცენტის ფარგლებში იქნება და შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს (3%) ეტაპობრივად დაუახლოვდება. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი საბაზო სცენარში დაახლოებით 4 პროცენტია.

ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას განაგრძობს

„ინფლაციის მიზნობრივ ნიშნულზე მაღლა ხანგრძლივად შენარჩუნებისა და მასზე გაძლიერებული წნეხის გათვალისწინებით, კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ეროვნული ბანკის განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის შესაძლო შემდგომი გამკაცრება ინფლაციის მოლოდინებსა და მასზე მოქმედი ფაქტორების დინამიკაზე იქნება დამოკიდებული.

რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.

ყველა ახალი ამბავი
0