„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ 250 მლნ დოლარის ევროობლიგაციები დაფარა

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშიდოლარები
დოლარები - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
გამოწერა
სესხის დასაფარად გამოყენებული იყო 217 მლნ დოლარის კრედიტი, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) გამოყო.

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ (GOGC) 250 მილიონი დოლარის მოცულობის ევროობლიგაციები დაფარა.

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ 250 მლნ დოლარის ევროობლიგაციები პირველად 2012 წელს გამოუშვა და ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა. საინვესტიციო ბანკებთან შეთანხმებით კორპორაციამ 2016 წელს ევროობლიგაციების გამოსყიდვაზე უარი თქვა, განათავსა ახალი ევროობლიგაციები და რეფინანსირების ალტერნატიულ მეთოდებს მიმართა.

ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
საქართველომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი დოლარის ევრობონდები განათავსა

სესხის დასაფარად იყო გამოყენებული კრედიტი, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) გამოყო 217 მლნ დოლარის ოდენობით.

„აღნიშნული სასესხო რესურსით ევროობლიგაციების რეფინანსირების შედეგად ყოველწლიური საპროცენტო ხარჯი მნიშვნელოვნად შემცირდა“, – ნათქვამია კორპორაციის განცხადებაში.

კორპორაციამ სესხის უზრუნველსაყოფად შპს „გარდაბნის თბოსადგურისა“ და შპს „გარდაბნის თბოსადგური-2“-ის აქტივები ჩადო.

„ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა და წარმოადგენს მთავარ ინსტრუმენტს ბუნებრივი გაზის მიწოდების საიმედოობის უზრუნველყოფის საქმეში. ამასთან, კორპორაცია არის საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ნავთობის და გაზის უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო პროექტებში და აქვს ეროვნული ნავთობის კომპანიის სტატუსი. კორპორაცია პროდუქციის განაწილების ხელშეკრულებებში სახელმწიფო ინტერესს წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0