„თელასის“ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა შემცირდა

© Sputnik / Alexander Imedashvili„თელასი"
„თელასი - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
გამოწერა
2021 წლის პირველი კვარტალში კომპანიის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გასულ წელთან შედარებით შემცირდა, ხოლო აბონენტების რაოდენობა გაიზარდა.

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. 2021 წლის პირველ კვარტალში კომპანია „თელასმა“ 0,723 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 5,3%-ით ნაკლებია 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ნათქვამია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

  • ელექტროენერგიის მოხმარების კლება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ეკონომიკის მრავალ სფეროში საქმიანობის შეზღუდვამ განაპირობა, მიაჩნიათ კომპანიაში.

2021 წლის იანვარი-მარტში, 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 9,7%-ით შემცირდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა და 0,670 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა.

კომპანიის ცნობით, ამ მაჩვენებლის შემცირებაც ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვამ განაპირობა.

ამავე დროს, „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2021 წლის სამი თვის მონაცემებით, 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 3,1%-ით გაიზარდა და 686,3 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 618,5 ათასი – ფიზიკური პირია, ხოლო 67,8 ათასი – იურიდიური პირი.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 22.01.2021
მინისტრი: პანდემიის მიუხედავად საქართველოში ენერგეტიკის სექტორი ვითარდება

„აბონენტთა რაოდენობა ქსელის განვითარებისა და ახალი აბონენტების მიერთების შედეგად გაიზარდა“, – აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.

2021 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6.156 კმ შეადგინა, რაც 3,9%-ით (238 კმ-ით) აღემატება 2020 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს (5.918 კმ).

კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

სს „თელასი" ემსახურება საქართველოს დედაქალაქს. კომპანია ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას და გასაღებას. 

ფინანსისტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გამოაქვეყნონ იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფები>>

თბილისში ელექტროენერგიის წლიური მოხმარება დაახლოებით 2,935 მლრდ კვტ/სთ-ს შეადგენს.

მომხმარებელთა მომსახურება და ელექტრული ქსელების ექსპლუატაცია ხორციელდება 10 ბიზნეს-ცენტრის დახმარებით, რომლებიც განთავსებულია ქალაქის ყველა ადმინისტრაციულ რაიონში.

ყველა ახალი ამბავი
0