შიდა ქართლში ახალი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა

© photo: Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia / FBსამაცივრე მეურნეობა
სამაცივრე მეურნეობა - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2021
გამოწერა
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შემნახველი და სამაცივრე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ჯამში გაცემულია 165 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის 1,645 სესხი, სააგენტოს გაცემული თანადაფინანსება 25,7 მლნ ლარს აღემატება

თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ახალი სამაცივრე მეურნეობა შეიქმნა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფერმერმა ზურაბ მერებაშვილმა სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად ჯამურად 380 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 300 ათასი ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. 

USAID-ის „სოფლის მეურნეობის პროგრამის“ დახმარებით კი ფერმერმა 480 კვადრატულ მეტრ ფართობზე ცივი შენახვის საწყობი მოაწყო.

ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2021
საქართველოდან ექსპორტზე რეკორდული რაოდენობის ვაშლი გავიდა

სამაცივრე მეურნეობაში 300 ტონას პროდუქციის შენახვაა შესაძლებელი. პროდუქციის რეალიზაცია გათვალისწინებულია ადგილობრივ ბაზარზე. მეურნეობაში მუდმივად 5, სეზონურად კი, 20-მდე ადგილობრივი დასაქმდება. პროექტით 80 –მდე მცირე ფერმერი ისარგებლებს. 

ზურაბ მერებაშვილი სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარიცაა. ფერმერმა 2016 და 2020 წლებში 5 ჰექტარზე ვაშლის, ბლისა და მსხლის ბაღების გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 51 ათას ლარზე მეტი სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მათ შორის 45 ათასი ლარი ნერგების შესაძენად, ხოლო 6 ათას ლარზე მეტი - წვეთოვანი სისტემის მოწყობისთვის.

ფერმერი „დანერგე მომავალის“ ფარგლებში გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავლის სამაცივრე მეურნეობაში დააბინავებს.

ზურაბ მერებაშვილის მეურნეობა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მამუკა საღარეიშვილმა და USAID-საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა გახსნეს.

„სოფლის მეურნეობის ერთიან ღირებულებათა ჯაჭვში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც  ფერმერს საშუალებას აძლევს პროდუქცია შეინახოს ისე, რომ მაღალი ხარისხი შეინარჩუნოს და საჭირო დროს მიაწოდოს ბაზარს“, - განაცხადა თამარაშვილმა.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2020
რომელ ქართულ პროდუქციაზეა მოთხოვნილება საზღვარგარეთ

„სოფელ თორტიზაში ახალი სამაცივრე მეურნეობა არის USAID-ის, საქართველოს მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობის შედეგი. ჩვენ ვაგრძელებთ მსგავს პროგრამებზე მუშაობას  და საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას“, -განაცხადა USAID საქართველოს მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შემნახველი და სამაცივრე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ჯამში გაცემულია 165 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის 1,645 სესხი, სააგენტოს გაცემული თანადაფინანსება 25,7 მლნ ლარზე მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0