საქართველოს რკინიგზამ სატვირთო გადაზიდვები რეკორდულად გაზარდა

© photo: Sputnik / Sergey Venyavsky / გადასვლა მედიაბანკშირკინიგზა
რკინიგზა - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2021
გამოწერა
მიმდინარე წლის იანვარი–მარტში რკინიგზის სატვირთო გადაზიდვებმა 86,8 მლნ ლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით14%-ით მეტია.

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა 2021 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,3%-ით გაიზარდა და 2,9 მლნ ტონა შეადგინა, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მიმდინარე წლის იანვარი–მარტში გადაზიდვებიდან შემოსავალმა 86,8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 14%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

კომპანიის ინფორმაციით, 2021 წლის პირველი კვარტლის მონაცემები ბოლო ექვსი წლის მანძილზე რეკორდული მაჩვენებლებია.

კომპანის მონაცემებით, გაიზარდა საკონტეინერო გადაზიდვები. პირველ კვარტალში ზრდამ 19 ათას TEU-მდე (3,5%) შეადგინა. კომპანიის შემოსავლები 8%-მდე გაიზარდა და 7,3 მლნ ლარი შეადგინა. 

რკინიგზა - Sputnik საქართველო, 1920, 21.01.2020
საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა ბოლო შვიდ წელიწადში პირველად გაიზარდა

საანგარიშო პერიოდში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება 33%-ით – 1,1 მლნ ტონამდე გაიზარდა. ნავთობპროდუქტების გადაზიდვებიდან კომპანიის შემოსავლებმა პირველ კვარტალში 39,7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2020 წლის იანვარი–მარტის მონაცემებზე 42%-ით მეტია.

სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზა" ამჟამად როგორც სარკინიგზო გზების, ისე სარკინიგზო შემადგენლობების მფლობელია და თავად ადგენს მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვის ტარიფებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემებით, 2020 წელს სარკინიგზო გადაზიდვები 10,9 მლნ-დან 11,1 მლნ ტონამდე გაიზარდა. რაც შეეხება მგზავრთნაკადს, კომპანიამ 800 ათასი ადამიანი გადაიყვანა.

საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ხელისუფლება ამ მხრივ მნიშვნელოვან ინვესტიციებს დებს. ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შენდება, „აბრეშუმის გზის" შემადგენელი ნაწილია. მათ შორისაა ავტომაგისტრალი აღმოსავლეთი–დასავლეთი, რკინიგზის მოდერნიზაცია, სარკინიგზო განშტოება ბაქო–თბილისი–ყარსი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.

ყველა ახალი ამბავი
0