ეროვნული ბანკი

ეროვნულმა ბანკმა 30 მილიონი დოლარი გაყიდა

49
(განახლებულია 23:39 22.04.2021)
სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა შვიდი აუქციონი ჩაატარა, სადაც 240 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა.

თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ხუთშაბათს სავალუტო აუქციონი გამართა, რომლის შედეგადაც ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3,4447 GEL/$1 შეადგინა, იუწყება ეროვნული ბანკი.

მარეგულირებელმა სავალუტო აუქციონზე ამჯერად 30 მლნ დოლარი გაიტანა და მთლიანად გაყიდა. 

სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი გამართა, რა დროსაც მთლიანობაში 873,2 მლნ დოლარი გაყიდა. წელს ეროვნულმა ბანკმა შვიდ აუქციონზე უკვე 242,9 მლნ დოლარი გაყიდა. ლარის გაცვლითი კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა. 

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.

პარასკევს, 23 აპრილს ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 3.4462 GEL/$1 შეადგენს.

მანამდე სებ-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებსა და პროცენტულ განაკვეთებს.

სავალუტო აუქციონების გარდა, საქართველოს ეროვნული ბანკი, ჭარბი რყევების შესამცირებლად, ყოველდღიურად იყენებს ინტერვენციებს. კერძოდ, როდესაც გაცვლითი კურსის რყევა დღის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ნიშნულს სცდება, ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის ვაჭრობაში იღებს მონაწილეობას გარკვეული ოდენობის თანხით.

გარდა ამისა, ეროვნული ბანკი გასული წლიდან ინტერვენციისთვის იყენებს ვალუტას, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად იღებს.

49
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (1024)
მამაკაცი კომპიუტერთან მუშაობს

გორში დასაქმების ფორუმი გაიმართება

15
(განახლებულია 11:19 18.05.2021)
ფორუმის ფარგლებში სამსახურის მაძიებლებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს და უშუალოდ მათგან მიიღონ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. გორის მუნიციპალიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართება, ნათქვამია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, ფორუმი 11:00 საათზე დაიწყება და რამდენიმე საათი გაგრძელდება. 

დასაქმების ფორუმი იმართება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის!  ფარგლებში. ღონისძიებაში 3000–ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი მიიღებს მონაწილეობას. 

 „შიდა ქართლში ფორუმზე მცირე და საშუალო ბიზნესი ვაკანსიებს წარადგენს. ღონისძიებაში 3000–ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი, რომელთაც საშუალება ექნებათ შეხვდნენ დამსაქმებლებს და უშუალოდ მათგან მიიღონ ინფორმაცია შრომის პირობების, ვაკანსიებისა და მოთხოვნების შესახებ. ვაკანსიები ძირითადად მომსახურებისა და მრეწველობის სფეროებში იქნება წარმოდგენილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფორუმის ორგანიზატორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).

ანალოგიური ფორუმი მანამდე ბათუმში გაიმართა.

პროექტი ევროპული საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

15
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში
ბანკომატი

ფულადი გზავნილები: რამდენი გადმოირიცხა საქართველოში

19
(განახლებულია 09:51 18.05.2021)
აპრილში ყველაზე მეტი ვალუტა რუსეთიდან შემოვიდა – ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 17,2%.

 

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გზავნილები 2021 წლის აპრილში 145,4%-ით გაიზარდა და 194,1 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის საიტზე. 

აპრილში ქვეყანაში ყველაზე მეტი ვალუტა რუსეთიდან შემოვიდა – აღნიშნულ პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ დაახლოებით 33,4 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 17,2%-ია. 2021 წლის აპრილში, გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან 154,3%-ით მეტი თანხა გადმოირიცხა.

რუსეთმა, რომელიც წლების განმავლობაში ლიდერობდა საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით, მიმდინარე წლის იანვრიდან პირველობა იტალიას დაუთმო. თუმცა, მარტში ლიდერი–პოზიცია კვლავ დაიბრუნა.

რამდენი ვალუტა გადმოირიცხა  ქვეყანაში

საქართველოს კომერციულ ბანკებში 2021 წლის იანვარი–აპრილში ელექტრონული სისტემებით ფულადი გზავნილების მოცულობა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48,2%-ით გაიზარდა და 693,4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 

ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერობს იტალია. იანვარი–აპრილში იტალიიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 118,1 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 17,3%-ია. 2021 წლის დასაწყისიდან იტალიიდან გადმოირიცხა 60,9%-ით მეტი თანხა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

რამდენი ვალუტა გაიგზავნა საქართველოდან

2021 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ დაახლოებით 25,8 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 157,6%-ით მეტია.

2021 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოდან საზღვარგარეთ 88,8  მლნ დოლარზე მეტი გადაირიცხა, რაც 25,9%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.


19
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (1024)
სასწრაფო დახმარება

სამეგრელოში კორონავირუსს 79 წლამდე ქალი ემსხვერპლა

0
(განახლებულია 14:00 18.05.2021)
ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 110-მა პაციენტმა დაამარცხა, საკარანტინო სივრცეში კი რვა ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. სამეგრელოს–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსს ერთი ადამიანი ემსხვერპლა,  იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.  

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 79 წლამდე ქალი რუხის კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს.

გასულ დღე-ღამეში რეგიონში ინფიცირების 123 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სამეგრელო–ზემო სვანეთში მოქმედ კოვიდ–ცენტრებში 239 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 15-ის მდგომარეობა მძიმეა. 

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 161 კოვიდ-პაციენტი გადის, 20 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 39 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე ხუთი პაციენტია. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 25 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 53 პაციენტი,  „სენამედში" კი 12 პაციენტი იმყოფება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.562-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 332.441-ს მიაღწია.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

 

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები