ექსპორტი საქართველოდან რუსეთში პირველ კვარტალში 20%-ით გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
გამოწერა
მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა და ურთიერთობებში უკიდურესად რთული პოლიტიკური ფონისა, საქონელბრუნვა ქვეყნებს შორის იზრდება.

თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. საქართველოს საგარეო-სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 2021 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,1%-ით გაიზარდა და დაახლოებით 330 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს საერთო საგარეო ვაჭრობის 11,9%-ია, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია და პირველობას მხოლოდ თურქეთს უთმობს. მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს და ურთიერთობებში უკიდურესად რთული პოლიტიკური ფონია, საქონელბრუნვა ორ ქვეყანას შორის იზრდება.

ხილ–ბოსტნეული - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
რუსეთის ფაქტორი საქართველოს საგარეო ვაჭრობაში

წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში გაიტანეს 26,1 ათას ტონაზე მეტი ფეროშენადნობები, 8,3 ათას ტონაზე მეტი ნატურალური ყურძნის ღვინო, დაახლოებით 24,6 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, დაახლოებით 1,5 ათასი ტონა სპირტიანი სასმელები და ა.შ.

რუსეთი საქართველოში საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელია. წლის დასაწყისიდან საქართველოში 59,4 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები შემოიტანეს.

რუსეთიდან ასევე შემოიტანეს დაახლოებით 216,2 ათასი ტონა ნავთობგაზები, 66,7 ათას ტონაზე მეტი ხორბალი, 6,5 ათას ტონაზე მეტი მცენარეული ზეთი, 11,1 ტონა სატელეფონო აპარატები და ა.შ.

რამდენად მნიშვნელოვანია რუსული ბაზარი?

ეკონომიკის საკითხთა ექსპერტი იოსებ არჩვაძე ასახელებს რამდენიმე ფაქტორს, რომელიც საქართველოსთვის რუსული ბაზრის მნიშვნელობაზე მიუთითებს.

„რუსეთის ბაზარი დიდი და მოქნილია. რუსეთის მოქალაქეთა საშუალო მსყიდველობითი უნარი გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებისა. გეოგრაფიული სიახლოვე, საერთო საზღვარი, გარკვეულწილად მენტალური მსგავსებაც, ენობრივი ბარიერის არარსებობა ხელს უწყობს იმას, რომ რუსეთის ბაზარი დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს ჩვენი ექსპორტის ერთ-ერთ მიმზიდველ და პრიორიტეტულ მიმართულებად“, – აღნიშნა არჩვაძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

ფოთის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
ვაჭრობა დაიძრა – მარტში ექსპორტი 30%-ით გაიზარდა

მისი თქმით, საქართველო და რუსეთი ექსპორტირებული პროდუქციით კონკურენტები არ არიან, არამედ ავსებენ ერთმანეთს.

„საქართველოს რუსეთში გააქვს პროდუქცია, რომელზეც რუსეთში მუდამ მაღალი, სტაბილური მოთხოვნილებაა. მეორე მხრივ, რუსეთი ქართველ მომხმარებელს აწვდის პროდუქციას, რომელიც არ იწარმოება ადგილზე, ან იწარმოება მცირე რაოდენობით და ეს არ იწვევს კონკურენციას ადგილობრივ მეწარმეებთან. ორმხრივი ვაჭრობის გასაზრდელად ეს კარგი დასაწყისია“, – ამბობს არჩვაძე.

გასულ წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობამ 1,3 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 9,9%-ით ნაკლებია. მიუხედავად ამისა, 2020 წელს რუსეთი ქართული აგრარული პროდუქციისთვის მთავარი ბაზარი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0