ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

© photo: Sputnik / Alex MacNothon / გადასვლა მედიაბანკშილონდონის საფონდო ბირჟა
ლონდონის საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
გამოწერა
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 15 აპრილს ბირჟაზე 500 მლნ დოლარის ღირებულების ხუთწლიანი ევროობლიგაციები განათავსა.

თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში უმნიშვნელოდ შეიცვალა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ანგარიშში.

ობლიგაციებით ვაჭრობა

საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის“ ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,01%-ით გაიზარდა. ვაჭრობა დაიხურა 3,09% მოგებით 106,31 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 101,52 პუნქტის ფასით 5,55% მოგებით, ფასი ერთ კვირაში გაიზარდა 0,13%-ით.

თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2020
ქართულმა კორპორაციამ ევროობლიგაციები შესაძლოა ვადამდე დაფაროს

საქართველოს რკინიგზის ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,23%-ით შემცირდა 105,95-მდე, მოგება შეადგენს 2,77%-ს.

ფინანსთა სამინისტრომ 15 აპრილს წარმატებით დაასრულა 500 მლნ დოლარის ღირებულების ხუთწლიანი ევროობლიგაციების გამოშვება. კუპონის ფსონმა (coupon rate) შეადგინა 2,75%, ხოლო მოგებამ – 2,875%.

აქციებით ვაჭრობა

ფასმა „საქართველოს ბანკის“ აქციებზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ კვირაში 0,18%-ით მოიმატა და ერთ აქციაზე 11,08 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 198 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 10,98-11,55 ფუნტის დიაპაზონში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
საქართველომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის პროგრამა დაასრულა

კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი 1,34%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 5,78 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 66 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 5,81-6,0 ფუნტის დიაპაზონში.

TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 4,86%-ით გაიზარდა 11,22 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 153 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 10,64-10,32 ფუნტის დიაპაზონში.

ყველა ახალი ამბავი
0