აგროტურიზმის განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში ონლაინ–პლატფორმა შეიქმნა

© photo: Sputnik / Pavel Lisitsyn / გადასვლა მედიაბანკშიკიტრის მოყვანა სათბურში
კიტრის მოყვანა სათბურში - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
გამოწერა
ონლაინ–პლატფორმის მეშვეობით ტურისტები შეძლებენ დაჯავშნონ როგორც განთავსება, ისე მასტერ-კლასები აგროტურიზმის ობიექტზე.

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. ახალი აგროტურისტული ონლაინ–პლატფორმა agrogate.world გააერთიანებს საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის აგროტურიზმის ობიექტებს, ნათქვამია საქართველოს ფერმერთა ასოციაციის განცხადებაში.

ონლაინ–პლატფორმის agrogate.world მეშვეობით ტურისტები შეძლებენ დაჯავშნონ როგორც განთავსება, ისე მასტერ-კლასები აგროტურიზმის ობიექტზე. ვებ-გვერდზე განთავსდება ორ ენაზე შექმნილი ვიდეოები ფოტომასალასთან ერთად, რათა მომხმარებელს ამა თუ იმ ობიექტის შესახებ ინფორმაციის მოძიებაში დაეხმაროს.

მიწის დამუშავება ხულოში - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
შვეიცარია საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის წლიურად 10 მლნ დოლარს გამოუყოფს

პლატფორმის პრეზენტაცია კახეთის სოფელ უდაბნოში გაიმართა პანელური დისკუსიის „პანდემია – შესაძლებლობა თუ გამოწვევა აგროსექტორისთვის” ფარგლებში.

შეხვედრას, რომელიც საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა, მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის, აგროტურისტული ობიექტებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„რაც შეეხება აგროტურიზმს, ეს არის ახალი შესაძლებლობა სოფლის განვითარების კუთხით, რომელიც უფრო კომპლექსურია, ვიდრე სოფლის მეურნეობა და ჩვენს ახალ სტრატეგიაში პრიორიტეტად არის გამოცხადებული. ეს არის შესაძლებლობა, ფერმერმა უშუალოდ ადგილზე გაყიდოს მის მიერ წარმოებული პროდუქცია და გრძელვადიანად უფრო მდგრადი იყოს მათი საქმიანობა“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ელექტროგადამცემი ხაზი - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2021
საქართველოს ხელისუფლება სოფლის მეურნეობაში ენერგოეფექტურობის გაზრდას გეგმავს

ამჟამად სოფელ უდაბნოში ევროპაში ნუშის ბაღების მფლობელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია ოპერირებს. კომპანიის საინვესტიციო ფართობი 8 ათას ჰექტრამდეა, რომელსაც კომპანია ეტაპობრივად ითვისებს. ამჟამად ნუშის ბაღს 2 ათასი ჰექტარი უკავია, კენკროვან კულტურებს – 18 ჰექტარი, ხოლო 8 ჰექტარზე ქართული ენდემური ჯიშის ვაზია გაშენებული.

აქ ასევე მოწყობილია მეფრინველეობისა და მეცხოველეობის ფერმა, სადაც დასაქმებულია 400-მდე ადგილობრივი მოსახლე.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს აგროტურიზმის განვითარებაში, პროფესიულ განათლებაში, ადგილობრივ წარმოებასა და ექსპორტში.

ყველა ახალი ამბავი
0