თურნავა: საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით მნიშვნელოვანი რეფორმები გავატარეთ

© Sputnik / Alexander Imedashviliდაკეტილი კაფეები
დაკეტილი კაფეები - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
გამოწერა
უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა და ვაქცინაციის შეუფერხებლად ჩატარება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას ქვეყანაში, განაცხადა მინისტრმა

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები ორიენტირებულია ეკონომიკის სტრუქტურული ტრანსფორმაციისკენ, ეკონომიკურ შესაძლებლობებთან ფართო ხელმისაწვდომობისკენ, მწარმოებლურობის ზრდისა და საგარეო მოწყვლადობის შემცირებისკენ, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ ონლაინ-კონფერენციაში „პოსტ-კოვიდური ეკონომიკური გამოწვევები და შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში“.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
საქართველომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის პროგრამა დაასრულა

„პანდემიის მიუხედავად, იმ რეფორმების შედეგად, რომელთაც მთავრობა განუხრელად ატარებს, საქართველო კვლავაც მიმზიდველია უცხოური ინვესტიციებისთვის. სწორედ რეფორმების გამო, საქართველოს სამართლებრივი, ბიზნეს და საინვესტიციო გარემო დადებითად არის შეფასებული ავტორიტეტულ რეიტინგებსა და საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების ანგარიშებში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

სიტყვით გამოსვლისას თურნავამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მთავრობის ახალ საინვესტიციო პოლიტიკაზე, რომელიც ქვეყანაში საინვესტიციო ნაკადების მობილიზებისკენ არის მიმართული.

მინისტრმა ასევე პოზიტიურად შეაფასა საქართველოს თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ხაზი გაუსვა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში პროგრამის დადებით შედეგებს. მისი თქმით, ეს იყო ძალიან წარმატებული ოთხწლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველომ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები.

საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდასაჭერი სამწლიანი პროგრამა სსფ-მ 2017 წლის აპრილში დაამტკიცა. მოგვიანებით, პანდემიის გამო, პროგრამა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელმა საბჭომ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ (EFF) მხარდაჭერილი პროგრამის მერვე მიმოხილვა დაასრულა, რაც ავტომატურად ნიშნავს საქართველოსთვის 111 მლნ დოლარის ოდენობის ბოლო ტრანშის გადმორიცხვას, რის შედეგადაც პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი საერთო თანხა 687 მლნ დოლარს გაუტოლდება.

საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებებს თანამშრომლობის ახალ პროგრამაზე აწარმოებს.

საქართველოს ეკონომიკის შეფასებისას საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღნიშნა, რომ COVID-19-ის მეორე ტალღის წარმატებით გადალახვისა და ვაქცინაციის დაწყების შემდეგ საქართველო პოტენციურად იმყოფება პანდემიის შედეგების გადალახვის განმეორებით ეტაპზე.

სსფ მიიჩნევს, რომ მომდევნო ნაბიჯები უნდა იყოს მკაცრი კონტროლი COVID-19-ზე, აღდგენის უზრუნველყოფა და რთულ პირობებში მაკროეკონომიკური პოლიტიკის დისციპლინის დაცვა. ამასთან, საბაზო სცენარის თანახმად, ძლიერი აღდგენა მოსალოდნელია 2021 წლის მეორე კვარტალში, რის შედეგადაც ეკონომიკური ზრდა წელიწადში 3,5% იქნება.

თურნავამ დეტალურად ისაუბრა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პოსტკოვიდურ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევაზეა მიმართული.

დაკეტილი კაფე–რესტორნები - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
საქართველოში ეკონომიკის ვარდნის ტემპი შემცირდა – მონაცემები

გარდა ამისა, მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერაზე, რომლებსაც პანდემიამ განსაკუთრებით სერიოზული ზიანი მიაყენა. ხელისუფლებამ შეიმუშავა ბიზნესის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც რამდენიმე ეტაპად ხორციელდება.

ნათია თურნავას განცხადებით, კოვიდ-რეგულაციების მკაცრად დაცვა და ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესებას, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ისეთი სექტორის გამოცოცხლებაზე, როგორიცაა ტურიზმი.

ტურისტული სექტორი, რომელშიც დაახლოებით 150 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, ყველაზე მეტად დააზარალა კორონავირუსის პანდემიამ, ამიტომ ამ სფეროს და ტურიზმთან დაკავშირებული დარგების დახმარება მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს. რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ტურისტული სექტორის დახმარება ხელისუფლებამ პანდემიის პირველივე დღეებში დაიწყო – შემუშავდა ანტიკრიზისული პაკეტი, რომელიც 2020 წელს რამდენიმე ეტაპად განხორციელდა.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
რაზე ესაუბრა საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიზნეს–ასოციაციის წარმომადგენლებს

ტურიზმთან დაკავშირებულ 6 ათასზე მეტ კომპანიას 1 ნოემბრამდე საშემოსავლო გადასახადი და ოთხი თვით ქონების გადასახადი გადაუვადდა. გარდა ამისა, 2,2 ათასმა სასტუმრომ ექვსი თვის განმავლობაში საბანკო სესხების 80%-ის სუბსიდირება მიიღო. ამასთან კომპანიებს საკუთარი სესხების რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობა მიეცათ.

თუმცა, ტურიზმის სფეროში დასაქმებულები და ექსპერტები აცხადებენ, რომ დახმარება მაინც მიზერულია და მას იმ რეალური ზარალის ანაზღაურება არ შეუძლია, რაც აღნიშნულ სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა მიიღეს. მათი თქმით, თუ სასტუმრო ინდუსტრიამ ალტერნატიული შემოსავლის მიღება კოვიდ–სასტუმროებად გადაკეთების გზით შეძლო, ტურ-ოპერატორები, გიდები და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვა პირები საერთოდ შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

მინისტრმა ასევე გაუსვა ხაზი იმ დადებით ტენდენციებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაში შეინიშნება და მაგალითად მან მოიყვანა ექსპორტის ზრდის დადებითი ტენდენცია. გარდა ამისა, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ასევე სატვირთო გადაზიდვების მოცულობებზე, რომელიც რეგიონში ეპიდ-ვითარების გაუმჯობესებასთან ერთად შეიძლება გაიზარდოს.

ყველა ახალი ამბავი
0