იუსტიციის სახლი

ეროვნულმა ბანკმა ვალუტა გაყიდა: მიწოდებამ მოთხოვნას გადააჭარბა

79
სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა ექვსი აუქციონი ჩაატარა, სადაც 210 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა.

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ხუთშაბათს სავალუტო აუქციონი გამართა, რომლის შედეგადაც ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა შეადგინა 3,4353  GEL/$1, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში.

საქართველოში ინფლაციის დონე მკვეთრად შემცირდა: რაშია ფასების ვარდნის მიზეზი >>

მარეგულირებელმა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 40 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, თუმცა ბაზარზე მოთხოვნა მიწოდებაზე გაცილებით ნაკლები აღმოჩნდა და მხოლოდ 25,4 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა.

სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით, გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი გამართა, რა დროსაც მთლიანობაში 873,2 მილიონი დოლარი გაყიდა. წელს ეროვნულმა ბანკმა ექვს აუქციონზე უკვე 212,9 მილიონი დოლარი გაყიდა. ლარის გაცვლითი კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.

  • დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.

პარასკევს, 16 აპრილს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,4363 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ადრე განაცხადა,  რომ მარეგულირებელი ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით ინტერვენციებს გეგმავს.

„ვადასტურებ და ვაანონსებ, რომ წელსაც დავხარჯავთ რეზერვებს, ოღონდ ისე, რომ რასაც განსაზღვრავს ფუნდამენტური ფაქტორები, ის ამას ვერ შეცვლის, ეს რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს. იმ შემთხვევაში თუ ამ ფუნდამენტური ფაქტორების შეცვლას შევეცდებით, ეს ორმაგად უფრო დიდი გაუფასურებით და უფრო მაღალი ინფლაციით დაგვიბრუნდება“, - განაცხადა გვენეტაძემ.

მანამდე სებ–მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად — მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებსა და პროცენტულ განაკვეთებს.

სავალუტო აუქციონების გარდა, საქართველოს ეროვნული ბანკი, ჭარბი რყევების შესამცირებლად, ყოველდღიურად იყენებს ინტერვენციებს. კერძოდ, როდესაც გაცვლითი კურსის რყევა დღის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ნიშნულს ცდება, სებ–ი უცხოური ვალუტის ვაჭრობაში იღებს მონაწილეობას გარკვეული ოდენობის თანხით.

გარდა ამისა, ეროვნული ბანკი გასული წლიდან ინტერვენციისთვის იყენებს ვალუტას, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად იღებს.

79
ბათუმი

ბათუმს ახალი ბულვარი ექნება

87
(განახლებულია 21:28 08.05.2021)
ადგილს ახალი ბულვარისთვის ბათუმში ისევე, როგორც სხვა ობიექტებისთვის აჭარაში,  სპეციალური კომისია განსაზღვრავს

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ბათუმში ახალი ბულვარის აშენებას გეგმავს, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.

პროგრამა „განახლებული რეგიონები“ გურიაში: რისი გაკეთება იგეგმება>>

მინისტრის თქმით, კიდევ ერთი ბულვარის მშენებლობა ბათუმში სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში განხორციელდება. სულ ამ პროგრამის ფარგლებში პროექტების განხორციელებაზე ხელისუფლებამ უკვე გამოაცხადა ტენდერი 20 მლნ ლარზე.

ადგილს როგორც ახალი ბულვარისთვის ბათუმში, ისე ასევე სხვა ობიექტებისთვის აჭარაში,  სპეციალური კომისია განსაზღვრავს.

როგორც ქარსელაძემ აღნიშნა, ბათუმში ახალი ბულვარი და მწვანე სივრცე ხელს შეუწყობს ქალაქის განაშენიანებების განვითარებას.

„ბათუმში შეიქმნება ახალი ბულვარი და მოეწყობა  მწვანე სივრცე, რაც ხელს შეუწყობს როგორც არსებული განაშენიანებების რეკრეაციული კუთხით უზრუნველყოფას, ასევე  ახალი განაშენიანებების კიდევ უფრო ინტენსიურად განვითარებას“, – განაცხადა ქარსელაძემ.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება>>

ბათუმი საქართველოს ერთ–ერთი ყველაზე განვითარებადი ქალაქი. ადგილობრივი სადილერო კომპანიების ინფორმაციით, ქალაქში 2023 წლისთვის ექსპლუატაციაში შევა 135 საცხოვრებელი კომპლექსი ათასობით ბინით.

87
თემები:
საქართველოს რეგიონები
შემოვლითი გზის მშენებლობა

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება

51
(განახლებულია 20:12 08.05.2021)
ბათუმის შემოვლითი გზა 13-კილომეტრიანი მონაკვეთს მოიცავს. აშენდება ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, ოთხი სატრანსპორტო კვანძი, ხუთი გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და წლის ბოლოს დასრულდება. იუწყება აჭარის მთავრობის პრესსამსახური.

ბათუმის შემოვლითი გზა 13-კილომეტრიანი მონაკვეთს მოიცავს. ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები 11 ხიდზე მიმდინარეობს, ხოლო შვიდ ხიდზე ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. ძირითადი სამუშაოები დასრულებულია ერთ გვირაბზე, გაჭრილია ორი გვირაბი და მიმდინარეობს ორი გვირაბის მშენებლობა.

პროექტის ფარგლებში აშენდება ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, ოთხი სატრანსპორტო კვანძი, ხუთი გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი.

ახალი შემოვლითი გზა, რომლის სამშენებლო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო, გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

პროექტი აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მიერ ფინანსდება. მისი სახელშეკრულებო ღირებულება 329 630 734 ლარია.

8 წუთი ბათუმიდან ქობულეთამდე: ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს>>

სამშენებლო სამუშაების მიმდინარეობას დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ადგილზე გაეცნენ.

51
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში
სამების ტაძარი

კვირაცხოვლობა - თომას კვირეული

0
(განახლებულია 20:02 08.05.2021)
აღდგომის ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც ეწოდება კვირაცხოვლობა, ანუ ახალი კვირა, ანუ აღდგომის განახლება. ამ დღიდან მოყოლებული, ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია.

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. დღეს მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს, სადღესასწაულო წირვას 10:00 საათზე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.

კვირაცხოვლობა — აღდგომის განახლებაა, ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია. ამიტომაც მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან. 

კვირაცხოვლობას ასევე თომას კვირა ეწოდება. სახარებაში აღწერილია, თუ როგორ გამოეცხადა აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს და უჩვენა თავისი ჭრილობები. ამ შეხვედრას არ ესწრებოდა თომა, რომელსაც გული დასწყდა და თქვა, სანამ ჩემი თვალით არ ვიხილავ იესოს, არ დავიჯერებ მის აღდგომასო.

აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს, ამჯერად თომას თანდასწრებით, უჩვენა ჭრილობები და უთხრა თომას, მოსულიყო და ხელით შეხებოდა. თომა მუხლებზე დაეცა და თაყვანი სცა მაცხოვარს. იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულიად აღიარა იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება.

უფალმა უთხრა მას: “შენ იხილე და ირწმუნე, თომა, ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა”. 

კვირაცხოვლობას ტაძრებში დაჭრილი არტოსი – საგანგებოდ გამომცხვარი პური რიგდება, რომელიც აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიებში კანკელის წინ პატარა მაგიდაზე დევს და დიდი მადლით იმოსება. მორწმუნეები მას განსაცდელისას, სულიერი და ხორციელი უძლურების დროს იღებენ. 

0