საქართველო ლონდონის საფონდო ბირჟაზე ევრობონდების განთავსებას იწყებს

© photo: Sputnik / Alex Maknoton / გადასვლა მედიაბანკშილონდონის საფონდო ბირჟა
ლონდონის საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
გამოწერა
2020 წელს საქართველოს მთავრობის საგარეო ვალმა დაახლოებით 7,2 მლრდ დოლარი შეადგინა – 2019 წელთან შედარებით 30,4%-ით მეტი.

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უახლოეს დროში ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების განთავსებისთვის მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2020
ქართულმა კორპორაციამ ევროობლიგაციები შესაძლოა ვადამდე დაფაროს

უწყების ცნობით, ევრობონდების განთავსებისთვის მოსამზადებელი ეტაპი საინვესტიციო ბანკებთან – JP Morgan, Goldman Sachs, ICBC Standard, TBC Capital და Galt & Taggart, იურიდიულ მრჩევლებთან Backer & McKenzie და BLC და ფისკალურ აგენტ Citi-სთან ერთობლივად ჩატარდა.

ტრანზაქცია სამშაბათს Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე გამოცხადდა, უახლოეს ორ დღეში კი საერთაშორისო ინვესტორებთან ონლაინ–შეხვედრები გაიმართება.

ახალი ევრობონდები ბირჟაზე სახელმწიფო ვალის ეფექტური მართვის მიზნით თავსდება.

2011 წელს საქართველომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 10-წლიანი დაფარვის ვადის 500 მლნ დოლარის ევროობლიგაციები განათავსა, რომლის ძირითადი თანხის დაფარვის ვადა 2021 წლის აპრილია. არსებული ევროობლიგაციების ძირითადი თანხის დასაფარად და ფინანსური რესურსების მოსაზიდად აუცილებელი გახდა ახალი ევრობონდების გამოშვება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის და სახელმწიფო გარანტიებით აღებული სესხების მოცულობა 2020 წელს 31,3%-ით გაიზარდა და 7,5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.

რამდენი აქვს ვალი საქართველოს

საქართველოს მთავრობის საგარეო სესხმა 2020 წელს შეადგინა დაახლოებით 7,2 მილიარდი დოლარი – 2019 წელთან შედარებით ის 30,4%-ით გაიზარდა, ხოლო ეროვნული ბანკის ვალი თითქმის 50%-ით გაიზარდა და ის 373 მილიონ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
საქართველომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის პროგრამა დაასრულა

საქართველოს ვალი საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე 2020 წელს გაიზარდა 27,6%-ით და 5 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს. ქვეყნის ყველაზე დიდი კრედიტორი მსოფლიო ბანკია – 2020 წლის ბოლოსთვის საქართველოს ამ საერთაშორისო ორგანიზაციის 2,1 მილიარდი დოლარი ვალი ჰქონდა – 9,5%-ით მეტი, ვიდრე 2019 წელს.

ხოლო საქართველოს მთლიანი ვალი 17 კრედიტორი ქვეყნის წინაშე 2020 წელს 55,2%-ით გაიზარდა და დაახლოებით 1,7 მილიარდ დოლარს შეადგენს. საქართველოს ყველაზე მეტი გერმანიის მართებს – დაახლოებით 731,5 მილიონი დოლარი, რაც 95%-ით მეტია, ვიდრე 2019 წელს.

საგარეო ვალი ასევე მოიცავს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს: 500 მილიონი აშშ დოლარის ევროობლიგაციები, განთავსებული 2008 წლის აპრილში.

მოყვანილი რიცხვები არ მოიცავს სესხის მომსახურების სახსრებს. საგარეო ვალის თანხები მოყვანილია 2020 წლის 31 დეკემბრის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით.

 

ყველა ახალი ამბავი
0