სახელმწიფო საწარმოები აუქციონზე იყიდება

© Pixabay / Daniel_B_photosაუქციონი
აუქციონი - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
გამოწერა
საპრივატიზაციო ქონების ნუსხაში ამ ეტაპზე 10 კომპანიაა, სადაც სახელმწიფო წილს ან მთლიანად, ან ნაწილობრივ ფლობს.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. მთავრობის პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ელექტრონულ აუქციონზე სახელმწიფო საწარმოები გამოიტანა, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოში.

საპრივატიზაციო ქონების ნუსხაში 10 კომპანიაა, სადაც სახელმწიფო წილს ან მთლიანად, ან ნაწილობრივ ფლობს.

  • შპს „ზუგდიდის ფარმაცია", რომელშიც სახელმწიფო 100% წილს ფლობს, აუქციონზე 306 ათას ლარად არის გამოტანილი.
  • შპს „თბილისის N1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის" 100% წილის საწყისი ღირებულება 266 ათასი ლარია.
  • შპს „დეზინფექციის, დეზინსექციის დერატიზაციისა და სტერილიზაციის სპეციალიზებული ეპიდზედამხედველობის ცენტრის" 100% წილის საწყისი ფასი 246 ათასი ლარია.
  • სს „ცეკავშირის ზუგდიდის სასურსათო კომბინატის“ 27.246 აქცია, კომპანიის კაპიტალის 51%-იანი წილის საწყისი ფასი 1,014 მლნ ლარია.
  • შპს „საზღვაო ტექსერვისის" 100% წილი თითქმის 2,264 მლნ ლარად არის გამოტანილი.
  • სს „ხაშურის მინის ტარის“ 633.211 აქცია, კომპანიის კაპიტალის 23,1%-იანი წილი აუქციონზე 747,2 ათასი ლარი ღირს.
  • შპს „დემეტრე 96“-ის 100% წილის საწყისი ფასი 3,921 მლნ ლარია.
  • შპს „ჭიათურის ავტოსადგურის“ 49% წილი 166,7 ათას ლარად არის წარმოდგენილი.
  • შპს „თერმული წყლების“ 100% წილი 3,921 მლნ ლარად არის შეფასებული.
  • შპს „უნიონის“ სახელმწიფოს კუთვნილი 20%-იანი წილი კი 399 ათასი ლარია.
აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
ნათია თურნავა: საქართველოს აქვს შანსი, ყველაზე სწრაფად აღადგინოს ეკონომიკა

ამ საწარმოებზე ელექტრონული აუქციონი 30 მარტს გამოცხადდა და 13 აპრილს უნდა დასრულდეს.

პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით გაფართოვდა და საინვესტიციოდ მიმზიდველი უძრავი ქონების ნუსხა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

როგორც თავის დროზე, პროგრამის პრეზენტაციისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში სახელმწიფო ბიზნეს-სექტორს 400 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონებას შესთავაზებდა, გასაყიდი ობიექტების ნუსხას კი დაემატებოდა სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტიპის საწარმოები.

პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" საქართველოში 2019 წლის შემოდგომიდან ხორციელდება. ის ითვალისწინებს 100 პარალელური აუქციონის ერთდროულად ჩატარებას და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გამარტივებული პროცედურით პრივატიზაციას.

ობიექტების ჩამონათვალშია უძრავი ქონება – სამრეწველო ობიექტები, სასაწყობე და ფერმერული მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და სხვ. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მიიღო იმ მიზნით, რომ ბიზნესმა უფრო ეფექტური ოპერირება შეძლოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0