საქართველოს მთავრობა რეგიონებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე იზრუნებს

© Sputnik / Alexander Imedashviliშიდა ქართლის რეგიონი
შიდა ქართლის რეგიონი - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
გამოწერა
სახელმწიფო ბიზნეს-სექტორს ჯამში 400 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონებას სთავაზობს. აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოს მთავრობის ამოცანაა – ახალი სამუშაო ადგილები პირველ რიგში რეგიონებში შეიქმნას, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პრეზენტაციისას ეკონომიკის მინისტრმა დღეს ბიზნეს-სექტორს 300-მდე სხვადასხვა საპრივატიზაციო ობიექტი წარუდგინა.

„ყველა რეგიონში გვაქვს შესაბამისი ქონება საკმაოდ დიდი ოდენობით წარმოდგენილი, ამ ქონების ნაწილი არის საინვესტიციო ვალდებულებით, რაც განსაკუთრებით საინტერესოა ტურიზმისთვის, ნაწილი თავისუფალია და მყიდველს შეუძლია თავად გადაწყვიტოს – რა განავითაროს“, – განაცხადა თურნავამ.
აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
ნათია თურნავა: საქართველოს აქვს შანსი, ყველაზე სწრაფად აღადგინოს ეკონომიკა

მინისტრის ინფორმაციით, წარმოდგენილი ქონებიდან 290 ობიექტის ნახვა უკვე შესაძლებელია სააუქციონო გვერდებზე, დარჩენილი ობიექტები კი უახლოეს ორ კვირაში ასევე იქნება გამოტანილი.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, აქედან 150-ზე მეტი სახელმწიფო ქონება არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა თავისი შენობა-ნაგებობებით.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ჯამში სახელმწიფო ბიზნეს-სექტორს 400 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონებას შესთავაზებს.

„პრივატიზაციის გამჭვირვალე პროცესმა, ელექტრონულმა აუქციონებმა დაიმკვიდრა ძალიან დიდი ნდობა ბიზნესის მხრიდან და წლიდან წლამდე იზრდება პრივატიზაციიდან შემოსული, ბიუჯეტში მობილიზებული თანხები“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო სხვადასხვა დროს, გარდა რეგულარული პრივატიზაციისა, ბიზნესს სთავაზობდა სხვადასხვა წამახალისებელ კამპანიას. მაგალითად, თავის დროზე ეს იყო პროგრამა „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“, რომელმაც კარგად იმუშავა, შემდგომ – „100 საპრივატიზებო შეთავაზება ბიზნესს“, რომელმაც კარგი ინერცია მისცა პრივატიზაციას და პანდემიურ 2020 წელს სამინისტრომ შეძლო რეკორდული შემოსავალი – 130 მლნ ლარზე მეტი მიეღო ბიუჯეტში და ელექტრონული აუქციონების რეკორდული რაოდენობა ჩაეტარებინა.

ეკონომიკის მინისტრმა სახმელეთო საზღვრების გახსნის პირობები დაასახელა >>

პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" საქართველოში 2019 წლის შემოდგომიდან ხორციელდება. ის ითვალისწინებს 100 პარალელური აუქციონის ერთდროულად ჩატარებას და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გამარტივებული პროცედურით პრივატიზაციას. ობიექტების ჩამონათვალშია უძრავი ქონება – სამრეწველო ობიექტები, სასაწყობე და ფერმერული მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და სხვ. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მიიღო იმ მიზნით, რომ ბიზნესმა უფრო ეფექტური ოპერირება შეძლოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0