საქართველო უკანონო თევზჭერის წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს

CC0 / Pixabay / თევზსაჭერი გემი
თევზსაჭერი გემი - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2021
გამოწერა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უკანონო თევზჭერის წინააღმდეგ გატარებული რეფორმა მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკის მდგრადი განვითარების, ისე ლეგალური თევზჭერის საერთაშორისო სტანდარტების დაცვისთვის.

თბილისი, 27 მარტი – Sputnik. საქართველოში თევზსაჭერი გემების ავტორიზაციის რეფორმა გატარდა, ნათქვამია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კერძოდ, უცხო სახელმწიფოს საზღვაო ტერიტორიაზე საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ თევზსაჭერ გემს ავტორიზაციის გავლა დასჭირდება. აღნიშნული რეფორმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჩართულობით გატარდა.

თევზით ვაჭრობა - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2020
სახელმწიფო საქართველოს თევზჭერის ფლოტის გაფართოებას დაეხმარება

სააგენტოს ინფორმაციით, ევროკავშირის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელებული რეფორმის მიზანი უკანონო, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერის წინააღმდეგ ბრძოლაა.

„რეფორმის ფარგლებში, პირველად განხორციელდა უცხო სახელმწიფოს საზღვაო ტერიტორიაზე საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი გემის ავტორიზაცია. აღსანიშნავია, რომ დღემდე საქართველოს დროშის ქვეშ უცხო სახელმწიფოების საზღვაო სივრცეში მცურავი თევზსაჭერი გემების ავტორიზაცია არ ხდებოდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული რეფორმის გატარებით, საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით თევზჭერასთან დაკავშირებით განსაზღვრულ ვალდებულებებს შეასრულებს.

გასული წლის დეკემბერში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ ერთად თევზჭერის სფეროს მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობა დაიწყო. ახალი პროექტის თანახმად, საქართველოს თევზჭერის ფლოტი განახლდება და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რამაც ხელი უნდა შეუწყოს დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და საექსპორტო გეოგრაფიის გაზრდას.

ყველა ახალი ამბავი
0