ქართული პროდუქცია დოჰაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილებს

© photo: MEPA Georgia / FBსოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენა Agriteq 2021 დოჰაში
სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენა Agriteq 2021 დოჰაში - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების გამო Agriteq 2021-ზე ქართულ კომპანიებს კატარში საქართველოს საელჩო წარმოადგენს.

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. კატარის დედაქალაქ დოჰაში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაში Agriteq 2021 საქართველოც მონაწილეობს, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ქართული თაფლი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
მიხეილ ხიდურელი: პანდემიის მიუხედავად ექსპორტის მიმართულებით მუშაობა არ გაჩერებულა

გამოფენაზე, რომელიც 23 მარტს გაიხსნა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 15 ქართული კომპანიის – გურიელი, ნათსჯი, ჩიკორი, გეო ნატურალი, აგრითაჩი, ელექსირ საქართველო, ნუგბარი, რუხი 2, მაგრიტო, კამპა, მანნა, ბორჯომი, კულა, Georgia’ Natural და Kind&Noble - პროდუქციაა წარმოდგენილი.

„გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა კატარში და, ზოგადად, სპარსეთის ყურის რეგიონში ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

Agriteq – სპარსეთის ყურის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა, რომელსაც მრავალი ათასი ვიზიტორი ჰყავს. წელს გამოფენაში 42 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 208 ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0