საპარლამენტო კომიტეტებმა განახლებული მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მხარი დაუჭირეს

© photo: Sputnikპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
გამოწერა
განახლებული მთავრობის მიმართ ნდობის გამოცხადების საკითხს, ასევე 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ასევე განიხილავენ საქართველოს პარლამენტის ფრაქციებში და ოპოზიციურ ჯგუფებში.

თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. განახლებული მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრობის კანდიდატებმა - ნათია თურნავამ, ირაკლი ქარსელაძემ, ლევან დავითაშვილმა და ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მხარდაჭერა მოიპოვეს.

საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე უძღვებოდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობის და სამთავრობო პროგრამის 2021-2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განხილვა შედგა.

ივანე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
საგარეო ვალის და დეფიციტის შემცირება: მაჭავარიანმა პარლამენტში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

კენჭისყრის შედეგად, ხუთივე კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამას და მინისტრობის კანდიდატებს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

მინისტრობის კანდიდატებმა კომიტეტებს წარუდგინეს შესრულებული სამუშაოს ერთგვარი ანგარიში, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და პროგნოზებზე.

მას შემდეგ, რაც მინისტრობის კანდიდატებმა სამთავრობო პროგრამა და ხედვები წარმოადგინეს, უპასუხეს კომიტეტების წევრების კითხვებს.

ახალი მინისტრთა კაბინეტი პარასკევს წარადგინა პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ამ პოსტზე მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ წამოაყენა.

მთავრობის მიმართ ნდობის გამოცხადების საკითხს, ასევე 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განიხილავენ საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში და ოპოზიციურ ჯგუფებში.

საქართველოს მთავრობის მეთაურის სავარძელი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც ხუთშაბათს გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. პოლიტიკოსმა ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიიღო და აღნიშნა, რომ თავის გუნდთან ვერ მიაღწია თანხმობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებულ საკითხზე.

პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას კენჭს 22 თებერვალს უყრის.

ყველა ახალი ამბავი
0