თურნავა: მარტში საქართველოს ეკონომიკაში სიახლეები გვექნება

© photo: Ministry of Economy and Sustainable Development / FBნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
გამოწერა
საქართველოში ქონების პრივატიზაციის პროგრამა აქტიურად გაგრძელდება, რაც კერძო ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობას ემსახურება, განაცხადა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი

თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. საქართველოში მარტში გასაყიდად იქნება გატანილი 150 ობიექტი, ახალ საპრივატიზაციო პროგრამაზე პარლამენტში ისაუბრა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ.

პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს.

„პრივატიზაციის თვალსაზრისით, მარტის თვეში ჩვენ გვექნება საინტერესო სიახლე როგორც თქვენთვის, ასევე საქართველოს ეკონომიკისთვის, ბიზნესისთვის. ესაა განახლებული 100 საპრივატიზაციო ქონების პროგრამა, ეს იქნება უკვე 150 საპრივატიზებო ქონება, სადაც ბევრი საინტერესო ახალი ობიექტი შეგხვდებათ, რომელმაც უნდა მოიზიდოს კერძო ინვესტიცია“, – განაცხადა თურნავამ.
კარიერი - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2020
საქართველოს ხელისუფლებას აუქციონზე სასარგებლო წიაღისეულის 100 ობიექტი გააქვს

მისი თქმით, ამ 150 ობიექტს შორის იქნება საბადოები, რაც წიაღის რეფორმის ფარგლებში განხორციელდება. აღნიშნული პროგრამა მთავრობამ ქვეყანაში ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი და საინვესტიციოდ ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით წამოიწყო, აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.

„ამ თვალსაზრისით, ვგეგმავთ უფრო აქტიურად შევთავაზოთ ბიზნესს ჩვენი წიაღისეული. იგეგემება 50 საბადოს ახალი პაკეტის გამოტანა და მათ საპრივატიზებო პაკეტთან ერთად შევთავაზებთ ბიზნესს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა.

მისი თქმით, სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების სააგენტოს ინიციატივამ „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ წარმატებით იმუშავა, თუმცა პანდემია რომ არ ყოფილიყო, შედეგი უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა.

„ასმა საპრივატიზაციო ქონებამ შედეგი გამოიღო. კერძოდ, მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელს 2019 წელს დაწყებული ინერციით, ჩვენ პრივატიზაციის შედეგად 130 მილიონი ლარის მობილიზება შევძელით, რაც 2019 წლის მაჩვენებელს, 119 მილიონს აღემატება. რომ არა პანდემია, უფრო შთამბეჭდავი შედეგები იქნებოდა“, - განაცხადა თურნავამ.

საპარლამენტო კომიტეტებში საქართველოს განახლებული მთავრობის შემადგენლობის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

ნათია თურნავამ შეინარჩუნა ეკონომიკის მინისტრის პოსტი ახალ მთავრობაში. ახალი მინისტრთა კაბინეტი პარასკევს წარადგინა პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ამ პოსტზე მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ წამოაყენა.

დღეიდან მთავრობის მიმართ ნდობის გამოცხადების საკითხს, ასევე 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განიხილავენ საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში და ოპოზიციურ ჯგუფებში.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2020
თურნავა: 2021 წელს პრივატიზაცია იქნება ერთ-ერთი სტიმული, რომელიც ჩვენს ეკონომიკას აღადგენს

ამ წუთებში საკითხი განიხილება ეკონომიკური სექტორის ოთხი კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე. მოგვიანებით, 15:00 საათზე დაგეგმილია დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ერთობლივი სხდომა. სხდომას სპიკერად გაუძღვება საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი დავით ზალკალიანი.

საქართველოს მთავრობის მეთაურის სავარძელი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც ხუთშაბათს გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. პოლიტიკოსმა ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიიღო და აღნიშნა, რომ თავის გუნდთან ვერ მიაღწია თანხმობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებულ საკითხზე.

ყველა ახალი ამბავი
0