ამირან კილაძე

რა უნდა ვიცოდეთ, სანამ საქართველოში ბიზნესს წამოვიწყებთ

501
(განახლებულია 22:26 16.02.2021)
საქართველო წლებია ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში მოწინავე პოზიცებს ინარჩუნებს.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ქვეყანაში არც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სიჭარბე იგრძნობა და არც იმდენი სამუშაო ადგილია, შრომისუნარიანი მოსახლეობის ნახევარი მაინც რომ დააკმაყოფილოს. 

როგორც აუდიტორული კომპანია „პრაიმ აუდიტის“ და ტრენინგ-ცენტრ „პრაიმ აკადემიის“ დამფუძნებელი ამირან კილაძე „Sputnik–საქართველოსთან“ განმარტავს, აქ საქმის საკეთებლად ბიზნესის სფეროში კლასიკური განათლება არავის გამოადგება, „ამ პატარა ბაზარზე სულ სხვა კანონებია“.

- ბატონო ამირან, რამდენად მარტივია საქართველოში ბიზნესის კეთება, მას შემდეგ, რაც მეწარმე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდება?

- ზოგადად, საქართველოში ბიზნესის დარეგისტრირებაა მარტივი, ხოლო, აი, შემდეგ წარმოება, რიგი ფაქტორების გამო საკმაოდ რთულია. პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველოს ტერიტორიიდან და მოსახლეობიდან გამომდინარე ქართული ბაზარი საკმაოდ პატარაა. ამას ემატება მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობა, მოსახლეობის უმეტესობა ძირითადად პირველადი მოხმარების ნივთების შეძენაზეა ორიენტირებული. ამას ემატება იმპორტირებულ პროდუქციასთან კონკურენციის პრაქტიკულად შეუძლებლობა (ძირითადად ჩინეთიდან და თურქეთიდან), რაც ფაქტობრივად ადგილობრივი წარმოების განვითარებას აზრს უკარგავს.

საქართველოში ძირითადად ტურიზმის (ესეც ბუნებრივი პირობების გამო) და ვაჭრობის სფერო მუშაობს. წარმოების განვითარება ძალიან ძნელად ხდება. აქედან გამომდინარე ექსპორტ-იმპორტის სალდო უარყოფითია, ანუ უფრო მეტი შემოგვაქვს საზღვარგარეთიდან, ვიდრე გაგვაქვს. ასევე პრობლემაა ანტიმონოპოლიური და კონკურენციის სამსახურების სათანადო მუშაობაც.

- რა არის საჭირო საქართველოში ბიზნესის დასაწყებად, რა უნდა იცოდეს დამწყებმა ბიზნესმენმა?

- დავიწყებ იმით, რომ საქართველოში ბიზნესის სფეროში კლასიკური განათლება არ გამოგადგებათ. აქ სხვა კანონები მოქმედებს. რაც ზემოთ აღვწერე, იმას ემატება ნეპოტიზმის ელემენტები, რაც საკმაოდ ძლიერია ჩვენს ქვეყანაში. ანუ, ერთი მხრივ, ჩვენთან შესაძლებელია ბიზნესი დაიწყო ნულიდან, ისე, რომ შესაბამის სფეროში არც გამოცდილება და არც კაპიტალი გაგაჩნდეს, თუმცა კარგი კავშირების გზით უცებ აღმოჩნდე საკმაოდ წარმატებული. მეორე მხრივ კი, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი კავშირები არა გაქვს, მიუხედავად საკმაოდ ძლიერი საწყისი პოზიციებისა, შეიძლება ძალიანაც სწრაფად გაკოტრდე.

აქედან გამომდინარე, მე ვურჩევ ხოლმე დამწყებ ბიზნესმენებს, რომ შეადგინონ ყოვლისმომცველი ბიზნეს–გეგმა. ზედმიწევნით შეისწავლონ სფერო, სადაც აპირებენ საქმიანობას, ჩამოაყალიბონ გამართული მენეჯმენტის სისტემა. ასევე აუცილებლად გათვალონ შესაძლო რისკები და მიუდგნენ ამ საკითხს მაქსიმალურად პესიმისტური და არა ზედმეტად ოპტიმისტური პოზიციებიდან. ასეთი გამოთქმაც არის – იმედი გქონდეს უკეთესის, თუმცა ემზადე უარესისთვის. დამწყებმა ბიზნესმენებმა, პირველ რიგში, უნდა იქონიონ მოთმინება, რადგან საკუთარ საქმეს მაშინვე არ მოაქვს შედეგი, და ისე უნდა გადაანაწილონ რესურსები, რომ მზად იყვნენ მოულოდნელობებისთვის. კიდევ თანამედროვე პირობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პროფესიონალ ბიზნეს-კონსულტანტთან კონსულტაციების გავლას.

- ახლად დარეგისტრირებული კომპანიების უმეტესობა საქმიანობას ძალიან მოკლე პერიოდში აჩერებს, თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი? ყველაზე ხშირად რა სახის პრობლემებს აწყდებიან ახალი კომპანიები ბაზარზე?

- ამის ერთ-ერთი მიზეზი ზემოთ ჩამოთვლილი რჩევების გაუთვალისწინებლობაა. თუმცა, მთავარი პრობლემა, ალბათ, მაინც გამოუცდელობა, არასწორი გათვლები და ზედმეტად ოპტიმისტური მოლოდინებია. ხოლო მას შემდეგ, რაც ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც დაგეგმილი იყო, მუშაობას იწყებს სუფთა ფსიქოლოგიური ფაქტორები – მალევე დგება იმედგაცრუება, ინტერესის დაკარგვა, უიმედობა, წარუმატებლობის სხვაზე გადაბრალების სურვილი, ხშირად ფუჭდება ურთიერთობა ბიზნეს-პარტნიორებს შორის, მაშინაც კი, თუ ისინი საერთო ბიზნესის დაწყებამდე საუკეთესო მეგობრები იყვნენ. ამას შედეგად მოჰყვება ბიზნესის საბოლოო გაჩერება. არადა, უმრავლეს სიტუაციაში ამ ყველაფრის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა, თავის დროზე რომ ყველაფერი სხგაგვარად გაგვეთვალა და გვერდში გამოცდილი მრჩეველი გვყოლოდა.

- რაიმე სახის პასუხისმგებლობა თუ ეკისრებათ იმ ბიზნესებს, რომლებიც დარეგისტრირდნენ მაგრამ არ უმუშავიათ, თუმცა ჯერ კიდევ აქტიური სტატუსი აქვთ?

- საქართველოში მხოლოდ ბიზნესის რეგისტრაციის ფაქტი, როგორც წესი, არ წარმოშობს საგადასახადო ვალდებულებას ბიუჯეტში თანხის გადახდის კუთხით. თუმცა ბიზნესს აქვს გარკვეული ვალდებულებები, მაგალითად, ანგარიშგებების და დეკლარაციების წარდგენა, რისი არ გაკეთებაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ითვალისწინებდეს სხვადასხვა სახის ჯარიმებს.

- რა არის საჭირო ბიზნეში წარმატების მისაღწევად, არსებობს რაიმე წარმატების ფორმულა?

- რა თქმა უნდა, რაიმე ფორმულა – „X-ს მიუმატებ Y-ს, გაყოფ Z-ზე და გაამრავლებ A-ზე“, რომელიც ცალსახად წარმატებას მოიტანს, არ არსებობს, სხვა შემთხვევაში ყველა მილიონერი იქნებოდა. ბიზნესში და ზოგადად ყველა სფეროში, სადაც მაღალი კონკურენციაა, წარმატება დამოკიდებულია არა მხოლოდ წესების დაცვაზე, არამედ იმაზეც, თუ რამდენად ვაჯობებთ სხვას – ცოდნით, გამოცდილებით, მომზადებით, ინფორმირებულობით, ფანტაზიის უნარით, მოხერხებულობით, თვითკონტროლით, სტაბილური ფსიქიკით და ა.შ. რა თქმა უნდა, რესურსებიც გადამწყვეტია, თუმცა ეს უკანასკნელი არაა წარმატების გარანტია, რადგან ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების არარსებობის პირობებში რესურსები შეიძლება სწრაფადაც ამოიწუროს და ყველაზე კარგ პირობებში მყოფი კომპანიაც კი სწრაფად გაკოტრდეს. ჩემს ლექციებზე ხშირად მომყავს სუპერმარკეტების ქსელ „პოპულის“ მაგალითი, თუ როგორ გაკოტრდა თავის დროზე საკმაოდ ძლიერი და დიდი ქსელი არასწორი მენეჯმენტის წყალობით. ამიტომ მიმაჩნია, რომ ზოგადად ბიზნესში  წარმატების საწინდარი არის ორი რამ – ინოვაციური იდეები და გამართული მენეჯმენტი.

- როგორ შეაფასებდით საქართველოს საგადასახადო სისტემას სხვა ქვეყნებთან შედარებით?

- პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგადასახადო სისტემა საკმაოდ განვითარდა ბოლო წლების განმავლობაში – როგორც ადმინისტრირების, ასევე უშუალოდ კანონმდებლობის კუთხითაც. დღეს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა არაფრით ჩამორჩება წამყვანი ქვეყნების კანონმდებლობას. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში საგადასახადო განაკვეთები არცთუ ისე მაღალია სხვა ქვეყნებთან შედარებით და ესეც, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ბიზნესს განვითარებაში. ასევე კარგადაა განვითარებული ელექტრონული სისტემები, რაც ძალიან მოსახერხებელია გადასახადის გადამხდელებისთვის.

თუმცა, მეორე მხრივ, აშკარაა საკადრო პრობლემები საგადასახადო სისტემაში. გარდა ამისა თანამედროვე საგადასახადო კანონმდებლობის შემოღების მიუხედავად რთულია მისი ყველა მუხლის და შინაარსის მორგება ქართულ რეალობაზე და სწორი იმპლემენტირება, რაც იწვევს ხარვეზებს კანონმდებლობის პრაქტიკაში მოქმედებისას და კანონის ამა თუ იმ მუხლის ინტერპრეტირება ხშირად ბუნდოვანი და ორაზროვანია.

- რას იტყვით 2021 წლიდან საგადასახადო კოდექსში განხორციელებულ დამატებული ღირებულების გადასახადის რეფორმაზე?

- 2021 წელს მართლაც მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა საგადასახადო კოდექსში და ძირითადად ისინი შეეხო დღგ-ს. აქ კარგი მომენტია ის, რომ ამით ქართული კანონმდებლობა დაუახლოვდა ევროკავშირის სტანდარტებს და გადმოიღო ის ძირითადი პრინციპები, რაც ევროპის ქვეყნებში დღგ-ის კუთხით მოქმედებს. თუმცა ცუდია, რომ საკმარისი დროის მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან არ მომხდარა დღგ-ის რეფორმის და მისი შედეგების ბოლომდე გააზრება და გაანალიზება. მუხლების უმეტესობა პირდაპირ გადმოწერილია ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობიდან და არ მომხდარა მათი ადაპტირება ქართულ რეალობასთან. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ვნახე ამ ცვლილებების შესაბამისად მომზადებული კომენტარების პროექტი, რასაც, თავის მხრივ, ასევე კანონის ძალა აქვს და, მართალი გითხრათ, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს პირდაპირ google-ტრანსლეიტით იყო ნათარგმნი და არავის შეუწუხებია თავი ზედმეტად მათ დამუშავებაზე.

- რამდენად მიმზიდველია ჩვენი საგადასახადო სისტემა უცხოელი ინვესტორებისთვის?

- მართალია, ინვესტორებისთვის ჩვენი საგადასახადო სისტემა საკმაოდ მიმზიდველია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აქ ინვესტირება მიმზიდველია ბიზნესის კეთების კუთხითაც. ამიტომ არავინ ჩქარობს საქართველოში საწარმოების აშენებას და უცხოური კაპიტალიც ისევ კონცენტრირებულია ტურისტულ და სარესტორნო ბიზნესზე თუ ვაჭრობის სფეროზე, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკის წინსვლას დიდ სტიმულს ვერ აძლევს.

ნატა პატარაია

 

501

საქართველოში სათხილამურო კურორტები ამუშავდა: რიგები ბაკურიანის საბაგიროსთან ვიდეო

28
(განახლებულია 19:06 08.03.2021)
საქართველოს სათხილამურო კურორტებზე 8 მარტიდან საბაგირო გზები და სხვა ინფრასტრუქტურა ამუშავდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, როგორ წარმოიქმნა საბაგიროსთან რიგები.

მანამდე კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს სათხილამურო კურორტების მუშაობა დროებით შეჩერდა. ახლა ინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს და მთავრობა ეტაპობრივად ხსნის დაწესებულ შეზღუდვებს.

8 მარტიდან კურორტებმა ჩვეულ რეჟიმში განაახლეს მუშაობა, თუმცა რიგი შეზღუდვებისა კვლავ ძალაშია. კერძოდ, სავალდებულოა პირბადის ტარება, ხოლო საბაგიროზე ერთდროულად სამ ადამიანზე მეტი არ დაიშვება.

28
ვალუტის კურსი

ლარის კურსი 8 მარტს

84
(განახლებულია 20:07 07.03.2021)
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0012 ლარით დაეცა.

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,3202 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. 

წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0012 ლარით დაეცა. 

ლარის კურსი 8 მარტს
ლარის კურსი 8 მარტს
84
თემები:
ლარის კურსი დღეს
ადამიანის ფსიქოლოგია

ზოდიაქოს ნიშნები და მათი „შინაგანი დემონები“

0
(განახლებულია 13:07 08.03.2021)
თითოეულ ადამიანს აქვს ხასიათის ბნელი მხარეები, რომლებსაც „შინაგანი დემონები“ ეწოდება. ასტროლოგებმა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის დამახასიათებელი ბნელი მხარეები გამოყვეს

ძლიერ ადამიანებს შესწევთ უნარი, რომ ამ „შინაგან დემონებს“ ებრძოლონ და ბრძნული რჩევები გაითვალისწინონ. რას ამბობენ ექსპერტები ზოდიაქოს ნიშნების შინაგან ბნელ მხარეებზე და რას ურჩევენ მათ ამის დასაძლევად – შეიტყვეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან.

ზოდიაქოს ნიშნები და მათი მავნე ჩვევები>>

ვერძი

ვერძების მთავარი დემონი – ეს ზედმეტობა და გადაჭარბების სიყვარულია. თქვენ არ იცით საზღვარი არც მუშაობაში, არც დასვენებაში, ცხოვრებით ტკბობასა და გართობაში, ოღონდ არა ერთდროულად, არამედ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. უბრალოდ, არ შეგიძლიათ შეჩერება, როცა ეს აუცილებელია. მეორე მხრივ, სწრაფვა, რომ ყველაფერი ერთად და ერთდროულად ჩაიგდოთ ხელში, თქვენთვის საოცარი მოტივაციის როლს ასრულებს.

კურო

კუროებს ძალიან გეშინიათ მარტო დარჩენის. გეშინიათ, რომ ერთ დღეს ყველა ზურგს გაქცევთ. ამის გამო ხშირად მეგობრობთ პირველ შემხვედრთან იმის ნაცვლად, რომ საუკეთესო ადამიანები იპოვოთ. ადამიანების ასეთი განურჩევლობა ხანდახან განგაშის გრძნობასთან ბრძოლაში გეხმარებათ, მაგრამ ეს არცთუ ხშირად ხდება.

ტყუპი

ტყუპის მთავარი დემონი – ეს თავისუფლებისმოყვარეობაა. ვერ იტანთ, როდესაც რაღაცაზე მიგითითებენ, გმართავენ ან გზღუდავენ. ეს დემონი თქვენგან მტკიცე მოქმედებებს მოითხოვს. ხშირად უარყოფთ იმ ადამიანებს, ვინც თქვენზე ზრუნავენ.

ზოდიაქოს ნიშნების კომპლექსები>>

კირჩხიბი

გიყვართ ჭორაობა და ხმების გავრცელება და ამაში საკუთარ თავსაც კი არასდროს გამოუტყდებით. თქვენთან ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ ადამიანები. მეორე მხრივ, თუ ვინმე ძვირფასია თქვენთვის, მათ შესახებ არასდროს არავის არაფერს არ მოუყვებით.

ლომი

ლომები „ჩაციკლული“ ხართ იმაზე, რომ ყოველთვის ყველაზე უკეთესი იყოთ. ეს სასარგებლო სწრაფვაა, მაგრამ ხშირად ძალიან შორს „შეტოპავთ“ ხოკმე. ასეთ შემთხვევაბში ყველაფერი გავიწყდებათ და მხოლოდ სამუშაოზე, ბიზნესზე, წარმატებასა და ფულზე ხართ გადართული.

ქალწული

თქვენი მთავარი დემონი პერფექციონიზმია, რომელიც გაკეთებულ სამუშაოში, ადამიანებში, ნივთებბში მუდამ რაღაც ნაკლს ეძებს. გიყვართ, როდესაც ყველაფერი წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით ხდება. ამ შინაგანი „მეს“ გამო ხშირად გიცრუვდებათ იმედები.

ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე ზარმაცი ნიშნები – ტოპ-ხუთეული>>

სასწორი

ერთი განსაკუთრებულად აქტიური დემონი გყავთ, რომელსაც ჰქვია „არაუშავს, კარგი“. ამას ხშირად ეუბნებით საკუთარ თავს, როცა რაღაც ცუდი ხდება, ირგვლივ ბევრი სირთულე და პრობლემაა. აზროვნებთ ოპტიმისტურად, რაც კარგია, მაგრამ ხშირად აგებთ იმის გამო, რომ არ აღიარებთ პრობლემის არსებობას, რომელიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას საჭიროებს.

მორიელი

თქვენი მთავარი დემონი შურისმაძიებლობაა. ბევრი ამბობს, რომ ეჭვიანები ხართ, მაგრამ ეჭვიანობა ხშირად ნორმის ფარგლებს არ სცდება, რასაც ვერ ვიტყვით თქვენს გულღძოობასა და ბოღმის გულში ჩადებაზე. ხანდახან საკუთარ თავსაც აშინებთ, იმდენად კარგად გახსოვთ ადრინდელი წყენა.

მშვილდოსანი

თქვენი შინაგანი დემონი მანიპულაციებისადმი მიდრეკილებაა. შეგიძლიათ და გიყვართ ურთიერთობების სხვადასხვა დონეზე ადამიანებით მანიპულირება და ამას ისეთი უდიდესი ოსტატობით აკეთებთ, რომ ვერავინ ხვდება.

ზოდიაქოს ნიშნები სიმთვრალეში>>

თხის რქა

თქენი დემონი უნდობლობაა. ამის გამო სწრაფად ვერ პოულობთ სიყვარულს, მეგობრებს. გეშინიათ, რომ მოგატყუებენ ან გიღალატებენ. აფასებთ საკუთარ დროსა და ძალებს, მაგრამ ხშირად ამის გამო მარტოობით ზღვევთ.

მერწყული

თქვენში ეჭვიანი დემონი ზის, რომელიც თავისუფლებას არ აძლევს იმ ადამიანებს, რომლებსაც უყვარხართ. „შეშლილი“ ხართ კონტროლზე. გჭირდებათ, რომ ყოველდღე და ყოველ წუთს დარწმუნებული იყოთ, რომ ვინც თქვენ გარშემოა, სხვა არავინ ჰყავთ ისეთი, რომლებსაც თქვენნაირად ეპყრობიან. თქვენ გამონაკლისი შემთხვევა უნდა იყოთ.

თევზები

თქვენი მთავარი მტერი და შინაგანი დემონი – ეს სიზარმაცეა. შეგიძლიათ მასთან გამკლავება, მაგრამ ამას ყოველთვის არ აკეთებთ. სიზარმაცე ხშირად გძლევთ და ამის გამო არღვევთ დანაპირებს. შედეგად, ირგვლივ მყოფების თვალში არასაიმედონი მოსჩანხართ.

ზოდიაქოს ნიშნების კრიმინალური „ქრონიკა">>

0