დაკეტილი კაფეები თბილისში

ხვალიდან რესტორნები ღია სივრცეებში იხსნება: რა პრობლემების წინაშე დგას ბიზნესი

237
მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან მორიგ შეხვედრაზე  რესტორატორები თანამშრომელთა ტესტირების სუბსიდირების, დახურული სივრცეების გახსნის, ე.წ. კომენდანტის საათის გადაწევისა და უქმეებზე მუშაობის საკითხს დააყენებენ.

თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. მთავრობასთან მიდის აქტიური მუშაობა, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ დახურული სივრცეებიც გაიხსნას, განაცხადა „რესტორატორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა კოტე გაბრიჩიძემ.

საქართველოს მთავრობამ 28 ნოემბრიდან მოქმედი კოვიდ-შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გადაწყვეტილება დაგეგმილ ვადაზე ადრე მიიღო. საქართველოში და, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 15 თებერვლიდან კვების ობიექტები გაიხსნება. ისინი სტუმრების მიღებას მაქსიმუმ 21:00 საათამდე მხოლოდ ღია სივრცეში შეძლებენ და, ამას გარდა, შაბათ–კვირას ვერ იმუშავებენ.

„საკმაოდ რთულ ვითარებაში ვიხსნებით. შაბათ-კვირას მუშაობა აკრძალულია. კომენდანტის საათის გამო ფაქტობრივად 19:00 საათზე  გვიწევს დახურვა, სიცივეა და ღია სივრცეში თებერვალში, როდესაც ღამე ძალიან ცივა, რთული პირობებია. პოზიტივია ის, რომ მთავრობასთან მიდის აქტიური მუშაობა, რაღაც პერიოდის მერე უკვე დახურულ სივრცეებშიც რომ გადავინაცვლოთ“, - განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.

„რესტორატორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის განცხადებით, მთავრობის წარმომადგენლებთან ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები თანამშრომლების სავალდებულო ტესტირების სუბსიდირების თაობაზე.

„მიდის კონსულტაციები, რომ პირველ ეტაპზე, რამდენიმე თვის განმავლობაში შეიძლება მთავრობასთან ერთად მოხდეს სუბსიდირება COVID-19-ზე თანამშრომელთა ტესტირების კუთხით... თუ სექტორი გადარჩება, მერე უკვე კაფეები და რესტორნები საკუთარი სახსრებით შეძლებენ თანამშრომლების გატესტვას. საწყის ეტაპზე გამორიცხულია“, - განაცხადა გაბრიჩიძემ.

რაც შეეხება რეგულაციებს,  მისი თქმით, ეს ყველაფერი არის იმ გაიდლაინის მიხედვით, რომელიც აქამდეც მოქმედებდა. კერძოდ:  სიცხის გაზომვა, ხელების დამუშავება. ერთჯერადი მენიუ ან მისი ელექტრონული ვერსია.

„თანაც ახლა 19:00 საათზე რომ დაიკეტები, მაინცდამაინც დიდ გასაქანს ვერ ვნახავთ. რაღაც ნაბიჯები თუ არ გადაიდგა შიდა სივრცეებთან დაკავშირებითაც, ჩვენს დღევანდელ გახსნას მაინც და მაინც დიდი აზრი არ აქვს, სომბოლურის გარდა“, – განაცხადა გაბრიჩიძემ.

მისი თქმით, მომდევნო კვირაში არის რამდენიმე შეხვედრა დაგეგმილი მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან, სადაც რესტორატორთა ასოციაცია სხვა საკითხებთან ერთად ე.წ. კომენდანტის საათის გადაწევისა და უქმეებზე მუშაობის საკითხს დააყენებენ.

საქართველოში ეპიდვითარების დასტაბილურების შემდეგ, 1 თებერვლიდან საქართველოში გასული წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო. ამ დროისათვის ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები, ღია და დახურული ბაზრობები (შაბათ-კვირის გარდა). რესტორნები კლიენტების მიღებას ღია სივრცეებში 15 თებერვლიდან შეძლებენ. ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, გორსა და თელავში მოსწავლეებმა სწავლა სკოლებში განაახლეს, დანარჩენ ქალაქებში ეს 15 თებერვლიდან მოხდება.

ჯერჯერობით ისევ მოქმედებს ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა. ძალაში რჩება ყველა სხვა შეზღუდვა, მათ შორის სათხილამურო კურორტებზე. ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაც. აუცილებელია პირბადის, მომხმარებელთა ნაკადების, რიგების და დისტანციის მართვა, რაც მკაცრად გაკონტროლდება.

237
ბელარუსის პროდუქცია გამოფენაზე

ფერმერები დიზელის საწვავზე შეღავათების მიღებას ონლაინ შეძლებენ

49
(განახლებულია 16:58 27.02.2021)
სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე თითოეული ფერმერი მის საკუთრებაში არსებული მიწის თითოეულ ჰექტარზე წელიწადში 150 ლიტრ საწვავს მიიღებს

თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. ფერმერებს „აგროდიზელის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დიზელის საწვავზე ფასდაკლების მისაღებად რეგისტრაცია დისტანციურად, ვებგვერდის საშუალებითაც შეუძლიათ, ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ფერმერებისთვის დიზელის საწვავის შეღავათიან ფასებში მიწოდება საქართველოს მთავრობის სოფლის დახმარების პროგრამის ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენს. სოფლის განვითარების პროგრამა მიმართულია დარეგისტრირებული მიწების მფლობელთა ფერმერული მეურნეობების განვითარებისკენ. სწორედ მიწის რეგისტრაცია წარმოადგენს დახმარების განმსაზღვრელ ფაქტორს.

როგორც „აგროდიზელის“ პროგრამის მენეჯერმა, ლევან უროტაძემ აღნიშნა, ფერმერების აღნიშნული პროგრამით უკვე მეორე წელია სარგებლობენ. წელს პროგრამაში სიახლეა - ფერმერებს რეგისტრაცია და აგროდიზელზე ფასდაკლების მიღება ვებგვერდის my.mepa.gov.ge საშუალებითაც შეუძლიათ.

ფერმერებს ფასდაკლების ბარათების მიღება ასევე სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებშიც შეუძლიათ.

პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არაუმეტეს 15 ათასი ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, დიზელის გაცემა ხორციელდება დადგენილი გრაფიკით: 1 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით გაიცემა არაუმეტეს 2 ათასი ლიტრი საწვავი, 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით -  დამატებით 1,5 ათასი ლიტრი, ხოლო 1 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით - დარჩენილი რაოდენობა.

პროგრამის ფარგლებში, საწვავის შეძენისას ბენზინგასამართ სადგურებზე ერთი ლიტრის ფასი 1,16 ლარს შეადგენს. ხოლო SOCAR Georgia Petrolium-ის საბითუმო ბაზებზე შეძენისას, რაც 1,5 ათას ტონაზე მეტი საწვავის შეძენას გულისხმობს, მისი ღირებულება 1,07 ლარს შეადგენს.

პროგრამა ხორციელდება მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და კომპანია SOCAR Georgia Petroleum-ს შორის გაფორმდა. მასზე საბიუჯეტო სახსრები არ იხარჯება.

 

49
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 27 თებერვალს

93
(განახლებულია 09:17 27.02.2021)
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,001 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,3255 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,001 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 27 თებერვალს
ლარის კურსი 27 თებერვალს
93
სასწრაფო დახმარების ბრიგადები

COVID-19 საქართველოში 28 თებერვლის მონაცემები

0
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 265.114 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 525), გარდაიცვალა – 3.510  (ბოლო 24 საათში – 11), კარანტინის რეჟიმშია 323, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.472 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 171 ადამიანი იმყოფება. 

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 248-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 270.510 -ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 265.114 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 525), გარდაიცვალა – 3.510  (ბოლო 24 საათში – 11), კარანტინის რეჟიმშია 323, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.472 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 171 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 27.885, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 18.814, PCR ტესტით - 9.071

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 0,89%, ბოლო 14 დღის - 1,96%, ბოლო 7 დღის - 1,55%.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0