ქუთაისის აეროპორტში მგზავრების გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება

© photo: Sputnik / Stringerქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2021
გამოწერა
ქუთაისის აეროპორტში უკვე დამონტაჟდა სახანძრო, წყალმომარაგებისა და ბარგის მართვის სისტემები, ასევე გაიზარდა სარეგისტრაციო დახლების რაოდენობა

თბილისი, 6 თებერვალი - Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2021 წლის საზაფხულო სანავიგაციო სეზონის დაწყებას განახლებული სახით შეხვდება. იუწყება პირველი არხი.

ქუთაისის აეროპორტში სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დაესწრო.

მინისტრმა აღნიშნა, რომ 2021 წლის აპრილამდე, ანუ საზაფხულო სანავიგაციო სეზონის დაწყებამდე, ასევე ქუთაისიდან ავიაკომპანია Wizz Air-ის მიერ ფრენების გააქტიურებამდე ქუთაისის აეროპორტში ორივე ტერმინალის გაერთიანება დასრულდება.

ქართული ავიაკომპანია Airzena - Georgian Airways-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
საქართველომ საჰაერო სივრცე გახსნა: რეისების მიმართულება და განრიგი

აეროპორტში ასევე გაიზრდება სარეგისტრაციო დახლების რაოდენობა და 10 დახლის ნაცვლად 18 იქნება, საიდანაც ორი ე.წ. baggage drop იქნება და მგზავრები რეგისტრაციის ონლაინ რეჟიმში გავლის შემთხვევაში, ბარგის ჩაბარებას თავისით შეძლებენ. თურნავას განმარტებით, თითქმის გაორმაგდება სასაზღვრო გამშვები პუნქტების რაოდენობა და აეროპორტი ერთ საათში 1.200 მგზავრის მომსახურებას შეძლებს.

„დარწმუნებული ვართ, რომ ქვეყნის ეკონომიკის ამოქოქვის, ტურიზმის გაჯანსაღებისა და ძველი ნიშნულების ფონზე ქუთაისის აეროპორტი შეასრულებს უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

აეროპორტში უკვე დამონტაჟდა ბარგის მართვის სისტემა, რომელიც სატესტო რეჟიმში უკვე ამუშავდა. ასევე დამონტაჟებულია და გამართულია სახანძრო და წყალმომარაგების სისტემები. ასევე მოეწყო ე.წ. მწვანე გადახურვა, ტერასა გამწვანებით.

ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2021
ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე საინფორმაციო–ტურისტული ცენტრი მოეწყობა

საქართველოს მთავრობამ 1 თებერვლიდან რეგულარული ავიამიმოსვლის ყველა მიმართულებით განახლების გადაწყვეტილება მიიღო. თბილისის აეროპორტში რეგულარული ფრენები უკვე სრულდება. თუმცა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარული ფრენები ჯერ არ ხორციელდება.

საქართველომ საჰაერო სივრცე გახსნა: რეისების მიმართულება და განრიგი>>

საქართველომ რეგულარული ფრენები 2020 წლის მარტის შუა რიცხვებიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა. საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით სრულდებოდა მხოლოდ სპეცრეისები ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. ზაფხულში რეგულარული რეისების აღდგენა დაიწყო. მაგრამ ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო საავიაციო მიმოსვლის განახლება რამდენჯერმე გადაიდო.

ყველა ახალი ამბავი
0