ევროპის ბანკის პრეზიდენტი საქართველოს ვირტუალურად ეწვია

© photo: Georgian Government / FBგიორგი გახარიას ონლაინ–შეხვედრა EBRD–ს ხელმძღვანელობასთან
გიორგი გახარიას ონლაინ–შეხვედრა EBRD–ს ხელმძღვანელობასთან - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
გამოწერა
მოლაპარაკებებზე იმსჯელეს პანდემიის გამო გამოწვეულ პრობლემებზე და ეკონომიკის აღდგენისთვის EBRD-ს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ახალმა პრეზიდენტმა ოდილ რენო–ბასომ ორდღიანი პროგრამის ფარგლებში ვირტუალური ფორმატის ვიზიტი განახორციელა, ნათქვამია EBRD-ს პრეს-რელიზში.

„რამდენადაც პანდემია ხელს უშლის ფიზიკურ შეხვედრებს, EBRD-ს პრეზიდენტი ციფრულ პლატფორმებს გამოიყენებს, რომლებმაც ბოლო წელიწადში არსებითად შეცვალა მუშაობის მეთოდები და საერთაშორისო ურთიერთობები“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

რენო–ბასოს თქმით, ვირტუალური ფორმატი ასახავს EBRD-ს და საქართველოს მოქნილობასა და უნარს, მოერგონ ამჟამად არსებულ ვითარებას.

  • საქართველოში მუშაობის დაწყებიდან დღემდე EBRD-მ განახორციელა 4,1 მილიარდი ევროს ინვესტიციები ქვეყნის 98 პროექტში. ამასთან საინვესტიციო პორტფელში კერძო სექტორის წილი 51%-ს შეადგენს.

ევრობანკის პრეზიდენტმა ონლაინ–შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, ქვეყნის მთავრობის ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენლებთან და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან. შეხვედრების პროგრამა დასრულდა დონორებთან შეხვედრით, რომლებსაც საქართველოს განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან.

რა საკითხებზე იმსჯელეს გიორგი გახარიამ და მაჩიე ჩურამ>>

მოლაპარაკებებზე განიხილეს პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები და ეკონომიკის აღდგენისთვის EBRD-ს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

  • EBRD-მ, ეკონომიკის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, 2020 წელს საქართველოში 16 პროექტში 630 მლნ ევრო ჩადო, რაც წინა წლის მოცულობას ორჯერ აღემატება. ბანკმა განსაკუთრებული ლიკვიდურობით და საბრუნავი კაპიტალით დაუჭირა მხარი კერძო სექტორის სიცოცხლისუნარიან კომპანიებს.

„შეხვედრებზე განვიხილეთ კორონავირუსის ახალი პანდემიის გავლენა საქართველოზე, ქვეყნის უნარზე, გაუმკლავდეს ამ უპრეცედენტო პრობლემას, ასევე ევროპის ბანკის დახმარება კრიზისის გადალახვაში და სტაბილური და ინკლუზიური ზრდის შექმნის საფუძვლები. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქვეყნის მთავრობის მიზანსწრაფულობამ კრიზისის გადალახვაში“, – განაცხადა რენო–ბასომ.

ევროპის საინვესტიციო ბანკი მცირე და საშუალო ქართული საწარმოებისთვის 10 მლნ ევროს გამოყოფს>>

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თავის მხრივ, აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია EBRD-ს პრეზიდენტთან მოლაპარაკებები, განსაკუთრებით იმ გამოწვევებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, რაც კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება.

ყველა ახალი ამბავი
0