საქართველოს ეკონომიკის ვარდნამ 2020 წლის პროგნოზს გადააჭარბა

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკონომიკის ვარდნის მიუხედავად, ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა საფინანსო დს სადაზღვევო საქმიანობაში, სამთომომპოვებელ სფეროში.

თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკის ვარდნის ტემპები, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია, დაჩქარდა - დეკემბერში, გასული წლის ამავე თვესთან შედარებით, მშპ 7,9%-ით შემცირდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
პრემიერი: ეკონომიკის გახსნა ცოტა უფრო ადრე უნდა დავიწყოთ

შედარებისთვის: ვარდნის ნოემბრის მაჩვენებელი - 7,7%, ოქტომბრის - 3,9%, სექტემბრის - 0,7%, აგვისტოს - 5,3%, ივლისის - 5,5%, ივნისის - 7,7%, მაისის - 13,5%, აპრილის - 16,6%.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკის ვარდნამ 2020 წელს 6,1% შეადგინა.

დეკემბერში დაღმავალი ტენდენცია დაფიქსირდებოდა შემდეგ სფეროებში: განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, მშენებლობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი.

ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა საფინანსო დს სადაზღვევო საქმიანობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფეროებში, სამთომომპოვებელ სფეროში.

გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 5,2%-ით, რაც აღემატებოდა საპროგნოზო მაჩვენებელს, რომელიც 4,5%-ს შეადგენდა.

ძალიან მძიმე მაჩვენებელი

კორონავირუსის მეორე ტალღამ საქართველოს ეკონომიკის ვარდნის ტემპები დააჩქარა, შედეგად 2020 წელს მშპ 6%-ით შემცირდა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

პუტინი დავოსის ონლაინ-ფორუმზე - Sputnik საქართველო
დავოსის ფორუმი შედგა: პასუხი გაეცა კითხვას „რა ვაკეთოთ?“

„ეს არის საკმაოდ მძიმე მაჩვენებელი, თუმცა ეს არის მსოფლიო ტრენდის ნაწილი. იცით, რომ გვქონდა სერიოზული გაჯანსაღება, საკმაოდ მნიშვნელოვანი პოზიტიური სიგნალი სექტემბერში, ოქტომბრის დასაწყისში, მაგრამ ბოლო კვარტლის ვითარებამ და მეორე ტალღამ ძალიან საქართველოს ეკონომიკას თავისი დაღი დაასვა, ისევე როგორც ჩვენს რეგიონს, ევროკავშირს“, - განუცხადა თურნავამ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, საბოლოოდ შედეგი აღმოჩნდა ორჯერ უფრო მძიმე, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ.

„ეს არის ეპიდემიის ზეგავლენა. აქედან გამომდინარე, მთავრობის გეგმა, ზომიერი ნაბიჯები, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები იმასთან დაკავშირებით, რომ ნოემბრის ბოლოს წერტილოვანი შეზღუდვები დავაწესეთ, იყო აბსოლუტურად ადეკვატური“, - მიიჩნევს მინისტრი.

პროგნოზები დამაიმედებელია

თურნავას თქმით, სიტუაცია მსოფლიო ეკონომიკაში სახარბიელო არაა, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების და ექსპერტების პროგნოზები საკმაოდ ოპტიმისტურია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გააუმჯობესა მსოფლიო ეკონომიკის დინამიკის პროგნოზი და ახლა მშპ-ს ზრდას 5,5%-ით ელოდება 2021 წელს, მაშინ როდესაც ოქტომბერში ფონდი მსოფლიო მშპ-ს ზრდას 2021 წელს 5,2%-ით ვარაუდობდა.

„ეს ყველაფერი ვაქცინაციის მოლოდინის ფონზე უფრო დადებითი გახდა. ჩვენ გვაქვს ყველა წინაპირობა იმისა, რომ 2021 წელი იყოს ზრდის და ეკონომიკური აღდგენის წელი. მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, სხვა ჩვენი მეგობარი საერთაშორისო ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ საქართველო კვლავაც შეინარჩუნებს რეგიონის ეკონომიკური ზრდის ლიდერის პოზიციას, 5 პროცენტზე მეტი საშუალო ეკონომიკური ზრდით“, – განაცხადა თურნავამ.

ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამი გზა: ეროვნული ბანკის პროგნოზი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2020 წელს მშპ-ს 5%-იანი შემცირების შემდეგ, 2021 წელს ეკონომიკური ზრდა 4,3% იქნება. 2021-2024 წლებში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა ექნება, საშუალოდ 5,3%. გაზრდილი საგარეო ვალი თანდათან შემცირდება.

წელს დაგეგმილია სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება: კაპიტალის ბაზრის განვითარება, ენერგეტიკის სექტორის რეფორმები, წიაღისეულის სექტორის მასშტაბური რეფორმა და სახელმწიფო საწარმოების ეფექტურობის ზრდა.

ამ დროისთვის საქართველოში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ნარჩუნდება, ბიზნესი სტაგნაციას განიცდის, უმუშევრობა ყვავის. არსებული შეზღუდვები კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაჟინებით მოითხოვენ შეზღუდვების მოხსნას, რათა ბიზნესი ამუშავდეს, ხოლო ეკონომიკა თანდათანობით გამოცოცხლდეს.

მანამდე საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუ ქვეყანაში ინფექციის დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება, შესაძლებელი იქნება საუბარი ტრანსპორტის გახსნაზე და ეკონომიკური დარგების უფრო სწრაფ გახსნაზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0