ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 11 იანვარს

91
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0034 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,3035 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0034 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 11 იანვარს
ლარის კურსი 11 იანვარს
91
პური

თბილისში პურის ახალი ქარხანა შენდება

25
(განახლებულია 10:17 27.01.2021)
საწარმოს პროდუქციის ნაწილი ექსპორტზე გავა, პირველ რიგში, აზერბაიჯანში, შემდგომში კი, შესაძლოა, რუსეთშიც

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. ფასთფუდის რესტორნების ქსელი თბილისში პურის ახალ ქარხანას აშენებს, განაცხადა ქართველმა ბიზნესმენმა, კომპანია „მაკდონალდს საქართველოს“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ.

როგორც ჭყონიამ ტელეარხ Formula TV–ს ეთერში განაცხადა, თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში „მაკდონალდსისთვის“ ულტრათანამედროვე პურის ქარხანა გაიხსნება, რომელიც მსოფლიოში მეოთხე იქნება იმ რეცეპტებითა და ტექნოლოგიებით, რომლებსაც ისინი საქართველოში ნერგავენ. ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით 6 მლნ ევროს შეადგენს.

მისი თქმით, პროდუქციას ექსპორტზეც გაიტანენ.

ესაა საექსპორტო პროდუქცია, რომელიც უნდა მივაწოდოთ აზერბაიჯანს, სადაც 22 რესტორანია და შესაძლოა, სამხრეთ რუსეთშიც გავიტანოთ, აღნიშნა ჭყონიამ.

ჭყონიამ ცნობილი ქსელის პირველი რესტორანი 1990–იან წლებში გახსნა. ამჟამად საქართველოში McDonald's–ის სწრაფი კვების რამდენიმე რესტორანი მუშაობს. ამას გარდა, ბიზნესმენი ფლობს Coca-Cola–ს ქარხანას და სხვა საწარმოებს საქართველოში.

25
თემები:
საქართველოს ეკონომიკა

სიღარიბე ვირუსზე საშიშია: თბილისი პროტესტების ტალღამ მოიცვა

33
თბილისში კოვიდ-შეზღუდვების გამო პროტესტის ტალღამ იფეთქა. განსაკუთრებით მკაცრი აკრძალვები მოქმედებს დიდ ქალაქებში. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოშ, თუ რას მოითხოვენ მომიტინგეები

საპროტესტო ტალღა 22 იანვარს დაიწყო, როდესაც ქვეყნის ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ 1 თებერვლიდან ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილი გაუქმდება, თუმცა თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში აკრძალვები 1 მარტამდე შენარჩუნდება. ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებაში, რადგან დიდი ქალაქების მკვიდრების მთავარი პრობლემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის უმუშევრობაა. 

თბილისში ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციე მოქმედი შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით. თუმცა, როგორც მთავრობაშ აცხადებენ, საკოორდინაციო საბჭო საკუთარ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი 4%-მდე დაეცემა და 7 დღის განმავლობაში შენარჩუნდება. ამ მომენტისათვის ეს მაჩვენებელი 6%-ს შეადგენს.

ამავდროულად მეპროტესტეები აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობას ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლებენ.

33
ქეთა თოფურია - მომღერალი

ასეთი სიურპრიზი მოუწყვეს სახლში სამშობიაროდან დაბრუნებულ ქეთა თოფურიას - ვიდეო

0
(განახლებულია 12:34 27.01.2021)
ვაჟის გაჩენის შემდეგ ცნობილი ქართველი მომღერალი სახლში დაბრუნდა. ნახეთ რა ვიდეოს აქვეყნებს სოციალურ ქსელში ქეთა

რუსული პოპ-ესტრადის დედოფალი ქეთა თოფურია ერთი კვირის წინ დედა გახდა. ქეთას ვაჟი - ადამი, ბელორუსი დიპლომატისგან - ლევ დენგოვისგან შეეძინა. წყვილმა თავისი ერთწლიანი ურთიერთობა გასული წლის ოქტომბრის თვეში დააკანონა.

ქეთამ ადამი მოსკოვის ერთ-ერთ წამყვან სამშობიარო კლინიკაში გააჩინა. მან პირველი ფოტოს გამოქვეყნებისას ისიც აღნიშნა, რომ ადამი განსაკუთრებულ დღეს დაიბადა - 21 წლის 21-ე დღეს, 21-ე საუკუნეში.

ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ. ქეთამ რამდენიმე საათის წინ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ის სახლში დაბრუნდა, რომელიც სავსეა ყვავილებით. როგორც ჩანს, მომღერალი სიურპრიზმა ძალიან გააბედნიერა.

ჯერ კიდევ ფეხმძიმობის პერიოდში თაყვანისმცემლები მას ბიჭის დაბადებას „უწინასწარმეტყველებდნენ“. ქეთა შვილის სქესს საგულდაგულოდ მალავდა, ისევე, როგორც ფეხმძიმობას. მან ორსულობის შესახებ გულშემატკივრებს კლიპის მეშვეობით შეატყობინა.

ქეთასთვის ეს მეორე შვილია. მას ქალიშვილი ოლივია ჰყავს. ნახევარ და-ძმას შორის 6-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. 34 წლის მომღერალმა პირველი ქალიშვილი 2015 წელს გააჩნა და პირველ ქმარს ორი წლის შემდეგ დაშორდა.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება