ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 6 იანვარს

5418
(განახლებულია 21:45 05.01.2021)
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0046 ლარით გაუფასურდა

თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,3074 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0046 ლარით გაუფასურდა.

ვალუტის კროს-კურსი
ვალუტის კროს-კურსი

 

 

5418
თემები:
ლარის კურსი დღეს (582)
დაკეტილი კაფე–რესტორნები თბილისში

სრული კრახის ზღვარზე ქართველი რესტორატორები განგაშს ტეხენ

53
(განახლებულია 12:18 20.01.2021)
რაც უფრო ახლოვდება 1 თებერვალი, როდესაც მთავრობა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების პირობას დებს, მით უფრო მეტია მოთხოვნა, რომ ბიზნესს მუშაობის განახლების საშუალება მიეცეს

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. საქართველოს რესტორატორები განგაშს ტეხენ – პანდემიამ შემოსავალი მოუსპო და უმუშევრად დატოვა სარესტორნო ბიზნესში დასაქმებული დაახლოებით 250 ათასი ადამიანი, აცხადებენ საქართველოს რესტორნების ასოციაციაში.

როგორც ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, ამ რთულ პერიოდში სარესტორნო ბიზნესი სახელმწიფოს დახმარებას საჭიროებს.

„მხოლოდ ეპიდემიის გამოსწორებით ვერ გადარჩება ქვეყანა, თუ ეკონომიკა არ ამუშავდება. გამოწვეული არის 250 000-მდე სამუშაო ადგილის დაკარგვა, სფეროს ბოლომდე ჩამოქცევა. აქედან გამომდინარე 15-მდე ასოციაცია, რომელიც ვიკრიბებით და საერთო მესიჯის გაჟღერება გვსურს იქიდან გამომდინარე, რომ პრობლემა არ არის მარტო ერთ სფეროში, უნდა მოხდეს ბიზნესის აუცილებლად აჩქარებულ რეჟიმში მუშაობა, რომ გადარჩეს არა მარტო ბიზნესის რომელიმე სფერო, არამედ... უშუალოდ სახელმწიფო“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ასოციაციების წარმომადგენლები თავიანთი შეხედულებების შესახებ დეტალურად მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრაზე ისაუბრებენ, რომელიც ოთხშაბათს, 20 იანვარს გაიმართება.

მოლების და ბაზრობების გახსნის მოლოდინში: თანამშრომელთა ტესტირების სქემა შემუშავებულია>>

რა შეზღუდვები მოიხსნება 1 თებერვლიდან და რა დარჩება, ამის გეგმა უკვე დღეს უნდა ჰქონდეს მზად საკოორდინაციო საბჭოს. ამ ეტაპზე გათვალისწინებულია მხოლოდ სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების გახსნა.

53
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
დისტანციურად მუშაობა

საქართველოდან დისტანციურად მუშაობის სურვილს სულ უფრო მეტი უცხოელი გამოთქვამს

30
(განახლებულია 12:32 20.01.2021)
პროექტმა „იმუშავე საქართველოდან“ სტარტი  2020 წლის 27 აგვისტოს აიღო და ამ მოკლე პერიოდში სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელთა დაინტერესება შეძლო.

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. პროექტში „იმუშავე საქართველოდან“ ჩართვის სურვილი, 2020 წლის 27 აგვისტოდან 2021 წლის 17 იანვრის პერიოდში, 90 ქვეყნის  დაახლოებით 2,2 ათასმა მოქალაქემ გამოთქვა, იუწყება საქართველოს მთავრობის პრეს–სამსახური. 

პროექტი „იმუშავე საქართველოდან“ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობის დავალებით მოამზადა. ახალი პლატფორმით სარგებლობა შეუძლიათ თვითდასაქმებულებს, სრული განაკვეთით დასაქმებულებს, ასევე მეწარმეებს, რომელთაც საშუალება აქვთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მართონ საკუთარი ბიზნესი. საქართველოს მთავრობა სხვადასხვა გლობალური კომპანიების თანამშრომლებს სთავაზობს ქვეყანაში ჩამოსვლას და არანაკლებ 180 დღისა საქართველოდან დისტანციურად მუშაობას. განმცხადებლის ყოველთვიური შემოსავალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2000 აშშ დოლარს.

შევსებული  განაცხადების საფუძველზე საქართველოში უკვე ჩამოვიდა 742 პირი. საპროგნოზო მაჩვენებლების თანახმად,  ექვსი თვის განმავლობაში ისინი ქვეყანაში დაახლოებით 9 მილიონამდე აშშ დოლარს დახარჯავენ. პროექტში უკვე რეგისტრირებული 2 190 უცხოელის ჩამოსვლა კი,  6-თვიან პერიოდში, საშუალოდ, 26 მილიონი  დოლარის პოტენციურ დანახარჯს უდრის.

უცხოელებიდან, რომლებმაც შესაბამისი აპლიკაცია უკვე შეავსეს, 58% თვითდასაქმებულია, 26% სრულ განაკვეთზე მუშაობს, ხოლო 16% კი მეწარმეა.

„იმუშავე საქართველოდან“ პროექტით დაინტერესდნენ საერთაშორისო გამოცემები და სამოგზაურო მედია–პლატფორმები. პროექტის შესახებ სტატიები მოამზადეს New York Times-მა, Forbes-მა, Insider-მა, Big 7 Travel-მა და სხვა გამოცემებმა.

2021 წელს დისტანციური მუშაობისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში, რომელიც საერთაშორისო სამოგზაურო პლატფორმა Big 7 Travel–იმა შეადგინა, საქართველომ მეორე ადგილი დაიკავა.

30
ზაალ უდუმაშვილი

ქართული ოპოზიცია ახალი საპროტესტო ტალღისთვის ემზადება

0
(განახლებულია 16:55 20.01.2021)
საპარლამენტო ოპოზიცია ამტკიცებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნები გაყალბების გზით მოიგო

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. ქართული ოპოზიცია ამა წლის თებერვლიდან პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანას გეგმავს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

საგამოძიებო კომისია და თანამედროვე საარჩევნო ტექნიკა: რა შესთავაზა ხელისუფლებამ ოპოზიციას>>

უფრო ადრე რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ დანიშნავს, ოპოზიცია პერმანენტული საპროტესტო აქციებისთვის მზადებას დაიწყებს.

„თებერვლიდან ოპოზიცია აქტიურ რეჟიმში გადავა. ბუნებრივია, როცა ჩვენ უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე, ეს ნიშნავს, რომ ძალიან აქტიური იქნება ქუჩა, პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს“, – განუცხადა უდუმაშვილმა ჟურნალისტებს.

საპარლამენტო ოპოზიცია აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები გაყალბების გზით მოიგო. ამას უკავშირდება მათი პროტესტი და სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმა.

ამასთან, საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა.

ახალი პარლამენტის უფლებამოსილება 11 დეკემბერს შევიდა ძალაში და თითქმის ერთი თვე ერთპარტიულ რეჟიმში იმუშავა, მაგრამ იანვრის დასაწყისში პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა, თუმცა დეპუტატებმა ფრიდონ ინჯიამ, გელა მიქაძემ და დავით ზილფიმიანმა, უფლებამოსილების აღიარების შემდეგ, „ალიანსი“ დატოვეს და ახალი პოლიტიკური ძალა „ევროპელი სოციალისტები“ შექმნეს.

0
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება