2020 წელი ეს იყო შეჩერებული ეკონომიკური აქტივობა და აღშფოთებული ბიზნესი

© photo: Rati Abuladze / FBრატი აბულაძე
რატი აბულაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა ქვეყნის ეკონომიკა 2020 წელს და როგორი იქნება 2021 – „Sputnik–საქართველოსთან“ ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძე საუბრობს.

- როგორი იყო 2020 წელი საქართველის ეკონომიკისთვის?

- საქართველო, მსოფლიოს ქვეყნების მსგავსად, მეტ-ნაკლები ეფექტიანობით გაუმკლავდა პანდემიას, თუმცა, დარღვეული ეკონომიკური წესრიგით. შედეგად – 2020 წელი დასრულდა ზარალით, 50 მლრდ ლარის მოცემულობის ეკონომიკით, ინფლაციითა და ვალუტის კურსის გაუფასურებით. ვალების აღების, დახმარების პაკეტების, სუბსიდირების, შეღავათების, კომპენსაციების ფონზე ჯამში მშპ-ის 5%-იანი კლება დაფიქირდა. არსებულ ფონზე ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით მეტ-ნაკლებად სწორი მიდგომები გვქონდა, თუმცა სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით მიდგომები არეული იყო. აღსანიშნია, რომ თუ ეპიდემიოლოგები კოპლექსურად აფასებენ ვირუსის გავრცელების მოცემულობას და იმედს ვაქცინაზე ამყარებენ, ეკონომიკაში მთავრობის წარმომადგენლებს არც „ვაქცინა“ აქვთ და არც ზუსტი შეფასებები.

თი-ბი-სი ბანკის ოფისი - Sputnik საქართველო
ვის და რატომ სთავაზობენ კომერციული ბანკები სესხების რესტრუქტურიზაციას

- რა იყო გასულ წელს მთავარი გამოწვევა?

- ქვეყნის მთავარი გამოწვევა იყო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი. აღსანიშნია, რომ თუ პანდემიის პირველი ტალღის დროს მდგომარეობა არაპროგნოზირებადი და სწრაფად განვითარებადი იყო, პანდემიის შემდგომ ტალღას არაპროპორციული მზადყოფნით შეხვდა ქვეყანა. კითხვაზე, რა ისწავლა ქვეყანამ კრიზისის ფონზე, პასუხი უარყოფითია, რადგან არ გვქონდა დარგობრივი ძვრები. პირიქით, ჯანმრთელობის დაცვასა და ეკონომიკის დაცვას შორის ბალანსის ძიებაში მივიღეთ დარგების ბლოკირება და „საცობები“ ეკონომიკაში, რის შედეგადაც გაუარესდა საზოგადოებისა და ბიზნესის მდგომარეობა; არ შეიქმნა ისეთი კონფიგურაცია, რომელიც ეკონომიკისა და შემოსავლების ზრდის შესაძლებლობას შექმნიდა; ბაზარი დაცარიელდა ინვესტორისგან, მომხმარებლისა და ადგილობრივი მწარმოებლისგან. შედეგად – მივიღეთ შეჩერებული ეკონომიკური აქტივობა და აღშფოთებული ბიზნესი. ამ კრიზისებმა ახალი კრიზისები შექმნა პოლიტიკაშიც და ეკონომიკაშიც. ჯამში ქვეყანამ 2020 წელი დაასრულა „მიმზიდველი“ ეკონომიკური სიმშვიდით, „სტაბილური“ ბირთვითა და მაკროეკონომიკური პარამეტრებით, აქტიური დახმარებებითა და მხარდამჭერი ღონისძიებებით, ზრდადი ვალებითა და ინფლაციით, განხორციელებული სახელმწიფო პროგრამებითა და შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტებით.

 Autopapa - Sputnik საქართველო
როგორ აისახა კორონავირუსის პანდემია ავტომობილების ბაზარზე

- რა იყო 2020 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა?

- არსებითია აღინიშნოს, რომ თუ თანამედროვე სამყაროს მიღწევები გადის კოსმოსურ ტექნოლოგიებზე, გლობალურ ეკონომიკაში წამყვან როლზე, საერთაშორისო ეკონომიკურ ინსტრუმენტებზე, საქართველოს პოლტიკური და მმართველობითი გარემო ამ მიმართულებით კვლავ მზად არ არის. ჯამში საქართველო გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა.

ხორბალი - Sputnik საქართველო
ხორბლის რა მარაგი აქვს ქვეყანას და რა შემთხვევაში გაძვირდება პური

- როგორი იქნება 2021 თქვენი პროგნოზით?

- ვაქცინა რომ შემოვიდეს და საზოგადოებას ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცეს, გრძელვადიან პერსპექტივაში პანდემიის გამო ეკონომიკური დანახარჯების ზრდა დიდი იქნება. ქვეყანა თუ პრობლემების გადაჭრას კვლავ ვალების აღებით, უმისამართო ღონისძიებებითა და ტრადიციული პოლიტიკური დინებით გააგრძელებს, მომავალ თაობებს მძიმე ეკონომიკური მემკვიდრეობა დარჩება. ამიტომ აღვნიშნავ, რომ: შეზღუდვების შედეგად დარღვეული ეკონომიკური წესრიგი საჭიროებს ახალ ნორმებს, გამოწვევების შესაბამის მიდგომებს, მართვის ახალ სტანდარტებს, ეკონომიკური პოლიტიკის ტრაექტორიის ცვლილებას.

ნატა პატარაია

 

ყველა ახალი ამბავი
0