ასაკოვანი მამაკაცი

საქართველოში პენსიები გაიზარდა

2694
(განახლებულია 10:18 01.01.2021)
ბოლო მონაცემებით, საქართველოში პენსიას იღებს დაახლოებით 783,7 ათასი ადამიანი, აქედან 413,9 ათასი 70 წელს ზემოთ ასაკისაა

თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. საქართველოში 1 იანვრიდან ასაკობრივი პენსიოენერბისთვის პენსიები გაიზარდა და ეს ქვეყანაში ყოველწლიური ტრადიცია იქნება.

ქვეყანაში ახალი წლიდან პენსიების ინდექსაციის წესი ამოქმედდა და ახლა ის ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე გაიზრდება.

პენსია 70 წლამდე პენსიონერებისთვის გაიზრდება ინფლაციის, ხოლო 70 წელს ზემოთ – ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%–ის გათვალისწინებით.

2021 წლის 1 იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერები 240 ლარს, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერები 275 ლარს.

საპენსიო უზრუნველყოფისთვის საქართველოს ბიუჯეტში 2,6 მილიარდი ლარია გამოყოფილი.

ამჟამად საქართველოში საპენსიო ასაკი ქალებისთვის 60, ხოლო მამაკაცებისთვის 65 წელია განსაზღვრული. საქართველოში სულ, ბოლო მონაცემებით, პენსიონერია დაახლოებით 783,7 ათასი ადამიანი, საიდანაც 413,9 ათასი 70 წელს ზემოთ ასაკისაა.

2694
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (241)
აშშ-ის დოლარები

ფულადი გზავნილები: რამდენი გადმოირიცხა საქართველოში 2020 წელს

441
(განახლებულია 12:53 16.01.2021)
2020 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ 364 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა –საერთო მოცულობის 19,3%.

თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში 2020 წელს ელექტრონული სისტემებით ფულადი გზავნილების მოცულობა 2019 წელთან შედარებით 8,8%-ით გაიზარდა და 1 866 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში

ყველაზე მეტი ვალუტა რუსეთიდან შემოვიდა. 2020 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ 364 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა – ელექტრონული სისტემების მეშვეობით საქართველოს კომერციულ ბანკებში ფულადი გზავნილების საერთო მოცულობის 19,3%. თუმცა, ეს მაჩვენებელი 15,1%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით.

ლიდერი ქვეყნების ხუთეულში ასევე შედიან იტალია, საბერძნეთი, აშშ და ისრაელი.

2020 წლის დეკემბერში ფულადი გზავნილები 15,9%-ით გაიზარდა და 199,7 მლნ დოლარი შეადგინა.

ყველაზე მეტი მოცულობის ვალუტა შემოვიდა რუსეთიდან. 2020 წლის დეკემბერში რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ 40,7 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა – ელექტრონული სისტემების მეშვეობით საქართველოს კომერციულ ბანკებში ფულადი გზავნილების საერთო მოცულობის 20,4%. თუმცა, ეს მაჩვენებელი 7,1%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ლიდერი ქვეყნების ხუთეულში ასევე შედიან იტალია, საბერძნეთი, აშშ და ისრაელი.

დეკემბერში ლიდერთა ქვეყნებს შორის მეექვსე ადგილი დაიბრუნა თურქეთმა და გაუსწრო უკრაინას, რომელმაც მაც 2020 წლის აგვისტოში აჯობა.

ზრდის ტემპები აჩქარდა

ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება, თუმცა მისი ტემპები კვლავ დაბალია. ივნისში 17,8%-იანი მატების შემდეგ ივლისში წლიურმა ზრდამ 22,1% შეადგინა, აგვისტოში – 25,8%, სექტემბერში – 28,7%, ოქტომბერში ზრდის ტემპმა იკლო და 18,6% შეადგინა, ნოემბერში -12,5%, ხოლო დეკემბერში კვლავ აჩქარდა და 15,9% შეადგინა.

ფულადი გზავნილების გარკვეული ნაწილი, დაახლოებით 8%, ქვეყანაში პანდემიამდე შემოდიოდა არასაბანკო არხებით – ვიზიტორების მეშვეობით. საერთაშორისო მოგზაურობის შეზღუდვის გამო ფულადი გზავნილების ეს ნაწილი საბანკო სექტორში გადავიდა და, შედეგად, ფულადი გზავნილების აღნიშნულ ზრდაშიც შეიტანა წვლილი, განაცხადა ადრე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

„საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდის ორი მიზეზი დაასახელა.

„პირველი მდგომარეობს იმაში, რომ პანდემიისა და ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვებიდან გამომდინარე, ხალხი უფრო გაღარიბდა, არ მუშაობს ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, გარდა სასურსათო და ფარმაცევტული ობიექტებისა. და უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეები უფრო მეტ თანხას გზავნიან. დავუშვათ, თუ 200 დოლარს რიცხავდნენ, ახლა 300 დოლარს რიცხავენ“, – განაცხადა შენგელიამ „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში.

საქართველოს ეკონომიკის ვარდნის ტემპები გაიზარდა

მისი აზრით, მეორე მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ სამშენებლო ბიზნესის დახმარების მიზნით დეკემბრის ჩათვლით მთავრობამ იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო.

„ყველა, ვისაც ახლა საშუალება აქვს, ცდილობს ამ შეთავაზებით ისარგებლოს და ამიტომაც გაიზარდა საქართველოში უცხოეთიდან ტრანზაქციები. თუ 2021 წელს მთავრობა იპოთეკური სესხების სუბსიდირებას გააგრძელებს და ადამიანები ბინებს შეიძენენ, პირველ კვარტალში გადმორიცხვების მოცულობა ისევ გაიზრდება“, – განაცხადა შენგელიამ.

მან აღნიშნა, რომ დეკემბრის ჩათვლით პროგრამა ძალაშია. ამიტომ უცხოეთში მომუშავე ადამიანები ჩქარობენ ისარგებლონ ნაკლები პროცენტის გადახდის შესაძლებლობით და აქტიურად ყიდულობენ ბინებს, რადგან ადრე მათ იპოთეკურ კრედიტზე 13-14%-ის გადახდა უწევდათ.

რამდენი ვალუტა გაიგზავნა საქართველოდან

2020 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ დაახლოებით 24,7 მლნ დოლარზე მეტი გადაირიცხა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 3,4%-ით ნაკლებია.

2020 წელს საქართველოდან საზღვარგარეთ დაახლოებით 246,9 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 4%-ით მეტია 2019 წელთან შედარებით.

441
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 16 იანვარს

2401
(განახლებულია 12:53 16.01.2021)
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0052 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2987 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0052 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 16 იანვარს
ლარის კურსი 16 იანვარს
2401
თემები:
ლარის კურსი დღეს
ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი)

ქართველმა სუმოისტმა იანვრის ჰაცუ ბაშოზე ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა

0
იმ შემთხვევაში, თუ ტოჩინოშინი კიდევ სამ შერკინებას წააგებს, ის მსოფლიოს უძლიერესი სუმოისტების რეიტინგში რამდენიმე პოზიციას დაკარგავს

თბილისი, 16 იანვარი - Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, იანვრის ჰაცუ ბაშოზე ტოკიოში ზედიზედ მესამედ დამარცხდა.

ტოჩინოშინი, რომელიც აღმოსავლეთის მეოთხე მაეგაშირას რანგში ასპარეზობს, მეშვიდე საშეჯიბრო დღეს ოძეკი ტაკაკეისიოსთან დამარცხდა.

ქართველი სუმოისტისთვის ეს ტურნირზე უკვე მეხუთე წაგებაა, ორი შერკინება ტოჩინოშინის გამარჯვებით დასრულდა. იმ შემთხვევაში, თუ ტოჩინოშინი კიდევ სამ შეხვედრას წააგებს, ის მსოფლიოს უძლიერესი სუმოისტების რეიტინგში რამდენიმე პოზიციას დაკარგავს.

ქართველი სპორტსმენის მომდევნო მეტოქე სეკივაკე ტაკანოსიო გახდება. მომდევნო დაპირისპირება სუმოისტებს შორის რიგით მეოთხე იქნება. ამ მომენტისთვის ტაკანოსიო იგებს ანგარიშით 2:1.

ჰაცუ ბაშო 24 იანვარს დასრულდება.

0