მზის პანალების დამამზადებელი ქარხანა

როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე საქართველოში

87
(განახლებულია 17:58 30.12.2020)
ერთ წელიწადში ფასები ძირითადად გადამამუშავებელი და სამთო მრეწველობის, ასევე კვების პროდუქტებზე გაიზარდა.

თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. 2020 წლის ნოემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში

ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში 9,4%-ით, მათ შორის, კვების პროდუქტებზე – 11,3%-ით და სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 24,3%-ით.

ოქტომბერთან შედარებით, ნოემბერში სამრეწველო პროდუქციაზე ფასები 2,4%-ით გაიზარდა.

ადგილობრივი წარმოება

ნოემბერში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე ფასები 8,9%-ით გაიზარდა.

ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა გადამამუშავებელ მრეწველობაში – 10,7%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 11,3%-ით.

ექსპორტი და იმპორტი

ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12,2%-ით გაიზარდა. 

სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 40,2%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 8,1%-ით, მათ შორის სასმელზე – 10%-ით, ლითონის ნაკეთობაზე – 10,4 %-ით.

საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 7,3%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 8,7%-ით გაძვირდა.

სამომხმარებლო ფასები

ნოემბერში ინფლაციის წლიურმა დონემ 3,8% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს). სურსათზე ფასები 10%-ით გაიზარდა. ექსპერტები ფასების ზრდას კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ კრიზისს უკავშირებენ.

გასული წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა გაცვლითი კურსის დაცემის შემდეგ ინფლაციაზე ზეწოლის განეიტრალების მიზნით. რეფინანსირების განაკვეთი ამ პერიოდში 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა. თუმცა, კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის დაწყების შემდეგ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად 8%-მდე შემცირდა.

87
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (908)
პური

თბილისში პურის ახალი ქარხანა შენდება

17
(განახლებულია 10:17 27.01.2021)
საწარმოს პროდუქციის ნაწილი ექსპორტზე გავა, პირველ რიგში, აზერბაიჯანში, შემდგომში კი, შესაძლოა, რუსეთშიც

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. ფასთფუდის რესტორნების ქსელი თბილისში პურის ახალ ქარხანას აშენებს, განაცხადა ქართველმა ბიზნესმენმა, კომპანია „მაკდონალდს საქართველოს“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ.

როგორც ჭყონიამ ტელეარხ Formula TV–ს ეთერში განაცხადა, თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში „მაკდონალდსისთვის“ ულტრათანამედროვე პურის ქარხანა გაიხსნება, რომელიც მსოფლიოში მეოთხე იქნება იმ რეცეპტებითა და ტექნოლოგიებით, რომლებსაც ისინი საქართველოში ნერგავენ. ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით 6 მლნ ევროს შეადგენს.

მისი თქმით, პროდუქციას ექსპორტზეც გაიტანენ.

ესაა საექსპორტო პროდუქცია, რომელიც უნდა მივაწოდოთ აზერბაიჯანს, სადაც 22 რესტორანია და შესაძლოა, სამხრეთ რუსეთშიც გავიტანოთ, აღნიშნა ჭყონიამ.

ჭყონიამ ცნობილი ქსელის პირველი რესტორანი 1990–იან წლებში გახსნა. ამჟამად საქართველოში McDonald's–ის სწრაფი კვების რამდენიმე რესტორანი მუშაობს. ამას გარდა, ბიზნესმენი ფლობს Coca-Cola–ს ქარხანას და სხვა საწარმოებს საქართველოში.

17
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (908)

სიღარიბე ვირუსზე საშიშია: თბილისი პროტესტების ტალღამ მოიცვა

22
თბილისში კოვიდ-შეზღუდვების გამო პროტესტის ტალღამ იფეთქა. განსაკუთრებით მკაცრი აკრძალვები მოქმედებს დიდ ქალაქებში. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოშ, თუ რას მოითხოვენ მომიტინგეები

საპროტესტო ტალღა 22 იანვარს დაიწყო, როდესაც ქვეყნის ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ 1 თებერვლიდან ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილი გაუქმდება, თუმცა თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში აკრძალვები 1 მარტამდე შენარჩუნდება. ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებაში, რადგან დიდი ქალაქების მკვიდრების მთავარი პრობლემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის უმუშევრობაა. 

თბილისში ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციე მოქმედი შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით. თუმცა, როგორც მთავრობაშ აცხადებენ, საკოორდინაციო საბჭო საკუთარ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი 4%-მდე დაეცემა და 7 დღის განმავლობაში შენარჩუნდება. ამ მომენტისათვის ეს მაჩვენებელი 6%-ს შეადგენს.

ამავდროულად მეპროტესტეები აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობას ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლებენ.

22

რუზველტიდან ბაიდენამდე: ოვალური კაბინეტი წლების განმავლობაში - ფოტო

0
  • პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოვალურ კაბინეტში დააბრუნა ოქროსფერი ფარდები და ლურჯი ხალიჩა, რომლებიც აქ პირველად ბილ კლინტონის დროს მოიტანეს. როგორც ბევრმა წინამორბედმა, მანაც დაიტოვა 1880 წელს ხომალდი „რეზოლუთის“ ხისგან დამზადებული მაგიდა
  • ოვალური კაბინეტი პრეზიდენტი ჯო ბაიდენის დროს
  • თანამედროვე ოვალური კაბინეტი 1933 წელს პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტის დროს გაფორმდა და მას შემდეგ მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. 32-ე პრეზიდენტს ქონდა ლურჯ-მწვანე ხალიჩა და მუქი მწვანე პორტრეტები
  • ოვალური კაბინეტი ჯონ კენედის დროს ისეთივე იყო როგორც მისი ორ წინამორბედის - ტრუმეისა და ეიზენჰაუერის პერიოდში. კენედისათვის ოვალური კაბინეტის განახლება დაიწყეს 1963 წელს მისი დალასში გამგზავრებისას, სადაც პრეზიდენტის სიცოცხლე თავდასხმას შეეწირა
  • 37-ე პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა კაბინეტში მუქი ლურჯი ხალიჩა დააგებინა და ოქროსფერი ფარდები დააკიდინა. ის კაბინეტად სხვა ოთახს იყენებდა, ოვალურ კაბინეტში კი, მაგალითადმ გოლფ ეთამაშებოდა კომიკოს ბობ ჰოუპს. ფოტოზე: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი და პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი ოვალურ კაბინეტში
  • პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი კაბინეტს ძირითად სამუშაო სივრცედ იყენებდა. მან ნიქსონის მუქი ხალიჩა ოქროსფერით ჩაანაცვლა
  • ასე გამოიყურებოდა პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსის დროს ოვალური კაბინეტი 1990 წელს
  • ბილ კლინტონის სკანდალურ კაბინეტში ეკიდა რამდენიმე ნახატი, მათ შორის ჩაილდ ფრედერიკ ჰასამის „ავენიუ წვიმის დროს“, რომელიც ახლა ბაიდენმაც დააბრუნა. ხელოვნების ნიმუშებს თეთრ სახლს დროებით გამოსაყენებლად აწვდის აშშ-ის ეროვნული სამხატვრო გალერეა
  • ჯორჯ ბუში უმცროსის დროს კაბინეტში მოკრძალებული ფერები ჭარბობდა, ხალიჩის დიზაინი კი მის მეუღლეს - ლორას ეკუთვნოდა
  • აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ოვალურ კაბინეტში და „ავენიუ წვიმის დროს“. წითელი ფარდები აქ მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის პერიოდში გამოჩნდა
  • აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქმიანობას 2021 წლის 20 იანვარს შეუდგა და პირველ რიგში კაბინეტიდან მოიშორა „წითელი ღილაკი“, რომლითაც მისი წინამორბედი დონალდ ტრამპი დიეტურ კოლას იძახებდა
  • ჯო ბაიდენმა ბევრი ცვლილება შეიტანა ოვალურ კაბინეტში. მან საოჯახო ფოტოები სამოქალაქო უფლებების დამცველი აქტივისტი ცეზარ ჩავესის ბიუსტის გარშემო განათავსა, ხოლო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილის ბიუსტი ააღებინა
თანამედროვე ოვალური კაბინეტი ჯერ კიდევ ფრანკლინ რუზველტის პრეზიდენტობის დროს, 1933 წელის გაფორმდა და მას შემდეგ მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, თუმცა ყოველ ახალ პრეზიდენტს კაბინეტში გარკვეული ცვლილება შეაქვს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც 2021 წლის 20 იანვარს შეუდგა საქმიანობას, პირველ რიგში კაბინეტიდან „წითელი ღილაკი“ მოაშთო, რომელიც მისმა წინამორბედმა დონალდ ტრამპმა დიეტური კოლას გამოსაძახებლად დააყენებინა. პრეზიდენტმა ასევე უკან დააბრუნა ოქროსფერი ფარდები და ლურჯი ხალიჩა, რომელიც აქ ბილ კლინტონის დროს მოიტანეს.

როგორ იცვლებოდა ოვალური კაბინეტის დეკორაცია აშშ-ის 32-ე პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტის დროიდან და რა ცვლილებები შეიტანა მის გაფორმებაში ჯო ბაიდენმა, ჩვენს ფოტოლენტაში იხილავთ.

0
  • პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოვალურ კაბინეტში დააბრუნა ოქროსფერი ფარდები და ლურჯი ხალიჩა, რომლებიც აქ პირველად ბილ კლინტონის დროს მოიტანეს. როგორც ბევრმა წინამორბედმა, მანაც დაიტოვა 1880 წელს ხომალდი „რეზოლუთის“ ხისგან დამზადებული მაგიდა
    © REUTERS / Jonathan Ernst

    პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოვალურ კაბინეტში დააბრუნა ოქროსფერი ფარდები და ლურჯი ხალიჩა, რომლებიც აქ პირველად ბილ კლინტონის დროს მოიტანეს. როგორც ბევრმა წინამორბედმა, მანაც დაიტოვა 1880 წელს ხომალდი „რეზოლუთის“ ხისგან დამზადებული მაგიდა

  • ოვალური კაბინეტი პრეზიდენტი ჯო ბაიდენის დროს
    © REUTERS / Jonathan Ernst

    ოვალური კაბინეტი პრეზიდენტი ჯო ბაიდენის დროს

  • თანამედროვე ოვალური კაბინეტი 1933 წელს პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტის დროს გაფორმდა და მას შემდეგ მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. 32-ე პრეზიდენტს ქონდა ლურჯ-მწვანე ხალიჩა და მუქი მწვანე პორტრეტები
    © AP Photo

    თანამედროვე ოვალური კაბინეტი 1933 წელს პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტის დროს გაფორმდა და მას შემდეგ მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. 32-ე პრეზიდენტს ქონდა ლურჯ-მწვანე ხალიჩა და მუქი მწვანე პორტრეტები

  • ოვალური კაბინეტი ჯონ კენედის დროს ისეთივე იყო როგორც მისი ორ წინამორბედის - ტრუმეისა და ეიზენჰაუერის პერიოდში. კენედისათვის ოვალური კაბინეტის განახლება დაიწყეს 1963 წელს მისი დალასში გამგზავრებისას, სადაც პრეზიდენტის სიცოცხლე თავდასხმას შეეწირა
    © AP Photo / John Rous

    ოვალური კაბინეტი ჯონ კენედის დროს ისეთივე იყო როგორც მისი ორ წინამორბედის - ტრუმეისა და ეიზენჰაუერის პერიოდში. კენედისათვის ოვალური კაბინეტის განახლება დაიწყეს 1963 წელს მისი დალასში გამგზავრებისას, სადაც პრეზიდენტის სიცოცხლე თავდასხმას შეეწირა

  • 37-ე პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა კაბინეტში მუქი ლურჯი ხალიჩა დააგებინა და ოქროსფერი ფარდები დააკიდინა. ის კაბინეტად სხვა ოთახს იყენებდა, ოვალურ კაბინეტში კი, მაგალითადმ გოლფ ეთამაშებოდა კომიკოს ბობ ჰოუპს. ფოტოზე: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი და პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი ოვალურ კაბინეტში
    © AP Photo

    37-ე პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა კაბინეტში მუქი ლურჯი ხალიჩა დააგებინა და ოქროსფერი ფარდები დააკიდინა. ის კაბინეტად სხვა ოთახს იყენებდა, ოვალურ კაბინეტში კი, მაგალითადმ გოლფ ეთამაშებოდა კომიკოს ბობ ჰოუპს. ფოტოზე: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი და პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი ოვალურ კაბინეტში

  • პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი კაბინეტს ძირითად სამუშაო სივრცედ იყენებდა. მან ნიქსონის მუქი ხალიჩა ოქროსფერით ჩაანაცვლა
    © AP Photo / Eddie Adams

    პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი კაბინეტს ძირითად სამუშაო სივრცედ იყენებდა. მან ნიქსონის მუქი ხალიჩა ოქროსფერით ჩაანაცვლა

  • ასე გამოიყურებოდა პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსის დროს ოვალური კაბინეტი 1990 წელს
    © AP Photo / White House/Susan Biddle

    ასე გამოიყურებოდა პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსის დროს ოვალური კაბინეტი 1990 წელს

  • ბილ კლინტონის სკანდალურ კაბინეტში ეკიდა რამდენიმე ნახატი, მათ შორის ჩაილდ ფრედერიკ ჰასამის „ავენიუ წვიმის დროს“, რომელიც ახლა ბაიდენმაც დააბრუნა. ხელოვნების ნიმუშებს თეთრ სახლს დროებით გამოსაყენებლად აწვდის აშშ-ის ეროვნული სამხატვრო გალერეა
    © AP Photo / Ron Edmonds

    ბილ კლინტონის სკანდალურ კაბინეტში ეკიდა რამდენიმე ნახატი, მათ შორის ჩაილდ ფრედერიკ ჰასამის „ავენიუ წვიმის დროს“, რომელიც ახლა ბაიდენმაც დააბრუნა. ხელოვნების ნიმუშებს თეთრ სახლს დროებით გამოსაყენებლად აწვდის აშშ-ის ეროვნული სამხატვრო გალერეა

  • ჯორჯ ბუში უმცროსის დროს კაბინეტში მოკრძალებული ფერები ჭარბობდა, ხალიჩის დიზაინი კი მის მეუღლეს - ლორას ეკუთვნოდა
    © AP Photo / Pablo Martinez Monsivais

    ჯორჯ ბუში უმცროსის დროს კაბინეტში მოკრძალებული ფერები ჭარბობდა, ხალიჩის დიზაინი კი მის მეუღლეს - ლორას ეკუთვნოდა

  • აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ოვალურ კაბინეტში და „ავენიუ წვიმის დროს“. წითელი ფარდები აქ მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის პერიოდში გამოჩნდა
    © AFP / Nicholas Kamm

    აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ოვალურ კაბინეტში და „ავენიუ წვიმის დროს“. წითელი ფარდები აქ მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის პერიოდში გამოჩნდა

  • აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქმიანობას 2021 წლის 20 იანვარს შეუდგა და პირველ რიგში კაბინეტიდან მოიშორა „წითელი ღილაკი“, რომლითაც მისი წინამორბედი დონალდ ტრამპი დიეტურ კოლას იძახებდა
    © AFP / Anna Moneymaker-Pool/Getty Images

    აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქმიანობას 2021 წლის 20 იანვარს შეუდგა და პირველ რიგში კაბინეტიდან მოიშორა „წითელი ღილაკი“, რომლითაც მისი წინამორბედი დონალდ ტრამპი დიეტურ კოლას იძახებდა

  • ჯო ბაიდენმა ბევრი ცვლილება შეიტანა ოვალურ კაბინეტში. მან საოჯახო ფოტოები სამოქალაქო უფლებების დამცველი აქტივისტი ცეზარ ჩავესის ბიუსტის გარშემო განათავსა, ხოლო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილის ბიუსტი ააღებინა
    © REUTERS / Tom Brenner

    ჯო ბაიდენმა ბევრი ცვლილება შეიტანა ოვალურ კაბინეტში. მან საოჯახო ფოტოები სამოქალაქო უფლებების დამცველი აქტივისტი ცეზარ ჩავესის ბიუსტის გარშემო განათავსა, ხოლო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილის ბიუსტი ააღებინა