ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 30 დეკემბერს

142
(განახლებულია 21:22 29.12.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0079 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2795 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0079 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 30 დეკემბერს
ლარის კურსი 30 დეკემბერს
142
თემები:
ლარის კურსი დღეს (586)
კრიზისი ტურიზმის სფეროში – დაკეტილი კაფე–რესტორნები

გახარია: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ზაფხულის ტურისტული სეზონის ასამუშავებლად

29
ტურისტული სექტორი, რომელშიც დაახლოებით 150 ათასი ადამიანია დასაქმებული, კორონავირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა

თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. ყველამ ერთად, თანმიმდევრულად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი დავიცვათ და ავამუშაოთ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე.

22 იანვარს უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 1 თებერვლიდან ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ამ ეტაპზე ტურიზმის, მათ შორის, სამთო-სათხილამურო კურორტების გახსნა არ იგეგმება და არსებული შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება.

გახარიას განცხადებით, რაც სამთო კურორტებზე ხდება, უკიდურესად სამწუხაროა, რადგან შექმნილი ვითარება საკმაოდ მძიმეა ტურისტული სექტორისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ბიზნესი აქვთ გუდაურში, ბაკურიანში, მესტიაში თუ გოდერძის კურორტზე.

„ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანას, საბოლოო ჯამში, მდგრადი, თანმიმდევრული ეკონომიკური აღდგენის რესურსი დავუტოვოთ, შევუნარჩუნოთ და ასეთი მოკლევადიანი, სწრაფი, იმპულსური გადაწყვეტილებებით რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ის ეკონომიკური შესაძლებლობები, რომლებიც გაგვეხსნება სწრაფი აღდგენის პირობებში ზაფხულისთვის“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მიიღებს დავალებას, რომ უახლოეს მომავალში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარგების, მათ შორის ტურიზმის წარმომადგენლებთან გამართოს შეხვედრები და ამ ეტაპზე არსებული გეგმა შეათანხმოს.

მთავრობის გეგმის მიხედვით, ზამთრის კურორტები მუშაობას 1 მარტიდან განაახლებენ. საქართველოში ზამთრის კურორტებზე ტურისტული სეზონი, ჩვეულებრივ, დეკემბრის დასაწყისში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება. შესაბამისად, წლევანდელი სეზონი ოთხჯერ უფრო ხანმოკლე იქნება და მხოლოდ ერთი თვით შემოიფარგლება.

აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ტურიზმის სფეროს წარმომადგენელთა უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი არ ეთანხმებიან 22 იანვრის გადაწყვეტილებას წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ და მთავრობას 2021 წლის ტურიზმის სწრაფი და უსაფრთხო გზებით აღდგენის საკუთარ ხედვა შესთავაზეს.

29
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
გიორგი გახარია

გახარია: სანამ ინფიცირება მაღალია, ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე საუბარი შეუძლებელია

39
(განახლებულია 13:25 26.01.2021)
ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლები აქტიურად მოითხოვენ შეზღუდვების ნაწილის მოხსნას, რათა მათ საქმიანობის განახლება შეძლონ და ქვეყნის ეკონომიკის ეტაპობრივი აღდგენა დაიწყოს

თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. თუ ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე მეტია, ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე საუბარი არის ჭორაობა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე.

როგორ უნდა ამოქმედდეს ბიზნესი - ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა>>

პრემიერის განცხადებით, როდესაც  ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებისა და დარგების გახსნას ითხოვენ, რისკია, ინფიცირების რიცხვი მალე გაიზარდოს და კვლავ საჭირო გახდეს სწრაფი შემზღუდავი ღონისძიებების დაწესება.

„ამიტომ ყველა უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე – თუ საბოლოო ჯამში არ ხდება ინფექციის გავრცელების სრული მართვა, ყველანაირი საუბარი ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე არის ჭორაობა და მეტი არაფერი ან სურვილები, რომლის მიღმაც არანაირი მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტები არ არსებობს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიზნობრივი შეზღუდვების დაწესებისას, ქვეყანაში დღეში 5 ათასზე მეტი ინფიცირების შემთხვევა იყო, ჯანდაცვის სისტემა მართავდა დაახლოებით 30 ათას ინფიცირებულს და ასევე დღეში 7 ათას ინფიცირებულს ჰოსპიტალურ სისტემაში.

„ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში 5-6 ათასი შემთხვევაა ინფიცირების, ეკონომიკის ნორმალურ მუშაობაზე ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომ, თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ ყველაფერში“, - განაცხადა გახარიამ.

კორონავირუსის პანდემიამ ქვეყნის ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შემოსავლის გარეშე დარჩა, ბიზნესი სტაგნაციას განიცდის, ვითარებას მოქმედი შეზღუდვებიც ართულებს.

კვირას, მთავრობის შენობის წინ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა – მთავრობას შეზღუდვების მოხსნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად 48 საათი მიეცა. ულტიმატუმის ვადა დღეს იწურება.

39
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები

ამერიკელების მიერ საბჭოთა საქართველოში გადაღებული პირველი რეკლამა

0
(განახლებულია 14:27 26.01.2021)
ცოტამ თუ იცის, რომ იოგურტის მწარმოებელ ამერიკულ კომპანია „დანონს“ შორეულ 1977 წელს საბჭოთა საქართველოში რეკლამა გადაუღია

საოცარია, მაგრამ სწორედ ამ სარეკლამო კამპანიას უთამაშია მნიშვნელოვანი როლი „დანონის“ გაყიდვებში და კომპანიისთვის უზარმაზარი მოგებაც მოუტანია.

უფრო მეტიც, 1996 წელს სარეკლამო რგოლი, რომელსაც აქ გთავაზობთ, მსოფლიოს 50 საუკეთესო რეკლამას შორის დაუსახელებიათ.

როგორც ჩანს, მას რაღაც განსაკუთრებული ხიბლი აქვს დასავლური სამყაროსთვის, ვინაიდან არც 2015 წელს გამორჩენიათ რეიტინგის შემდგენელებს და ამჯერადაც მოხვედრილა საუკეთესო სარეკლამო რგოლების ასეულში — 89-ე ადგილზე.

 

0