ონკანი

თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მოსახლეობას წყლის ტარიფი უძვირდება

59
(განახლებულია 21:15 29.12.2020)
თბილისში გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის გადასახადი 1მ³-ზე დაახლოებით 17 თეთრით, ხოლო მათთვის, ვინც წყლის გადასახადს სულადობის მიხედვით იხდის, ერთ სულზე დაახლოებით 60 თეთრით იზრდება.

თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2021 წლის 1 იანვრიდან თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მცხოვრებლებისთვის წყალზე ახალი სამომხმარებლო ტარიფები დაადგინა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე.

წყალის გადასახადს ამ ქალაქის მცხოვრებლები ან მრიცხველის ჩვენების მიხედვით, ან სულადობის მიხედვით იხდიან.

კომისიამ ახალი ტარიფები 29 დეკემბრის საჯარო სხდომაზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და შპს „რუსთავის წყალის“ სატარიფო მომართვების საფუძველზე დაადგინა.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საყოფაცხოვრებო ტარიფები მომავალი წლიდან დღგ-ის ჩათვლით: გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის – 0.50 თეთრი/მ3, გაუმრიცხველიანებელი (სულადობრივი) – 4.518 ლარი/სულზე/თვეში, არასაყოფაცხოვრებო ტარიფები დღგ-ის ჩათვლით – 6.503 ლარი/მ3.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დღეს მოქმედი ტარიფები ასეთია: მრიცხველის მქონე მოსახლეობისთვის 1 მ³ – 0.329 ლარი, უმრიცხველო მოხმარებისას (ფიქსირებული) 1 სულზე – 3.89 ლარი, ხოლო არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის (ორგანიზაციები და კომერციული სექტორი) 1 მ3 – 4.4 ლარი.

რაც შეეხება „რუსთავის წყალს“, საყოფაცხოვრებო ტარიფები დღგ-ის ჩათვლით: გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის 1 მ³ – 0.50 თეთრი, გაუმრიცხველიანებელი (სულადობრივი) – 3.004 ლარი/სულზე/თვეში, ხოლო არასაყოფაცხოვრებო ტარიფები დღგ-ის ჩათვლით 1 მ³ – 3.703 ლარი.

ახალი ტარიფები 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

 

59
პური

თბილისში პურის ახალი ქარხანა შენდება

28
(განახლებულია 10:17 27.01.2021)
საწარმოს პროდუქციის ნაწილი ექსპორტზე გავა, პირველ რიგში, აზერბაიჯანში, შემდგომში კი, შესაძლოა, რუსეთშიც

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. ფასთფუდის რესტორნების ქსელი თბილისში პურის ახალ ქარხანას აშენებს, განაცხადა ქართველმა ბიზნესმენმა, კომპანია „მაკდონალდს საქართველოს“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ.

როგორც ჭყონიამ ტელეარხ Formula TV–ს ეთერში განაცხადა, თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში „მაკდონალდსისთვის“ ულტრათანამედროვე პურის ქარხანა გაიხსნება, რომელიც მსოფლიოში მეოთხე იქნება იმ რეცეპტებითა და ტექნოლოგიებით, რომლებსაც ისინი საქართველოში ნერგავენ. ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით 6 მლნ ევროს შეადგენს.

მისი თქმით, პროდუქციას ექსპორტზეც გაიტანენ.

ესაა საექსპორტო პროდუქცია, რომელიც უნდა მივაწოდოთ აზერბაიჯანს, სადაც 22 რესტორანია და შესაძლოა, სამხრეთ რუსეთშიც გავიტანოთ, აღნიშნა ჭყონიამ.

ჭყონიამ ცნობილი ქსელის პირველი რესტორანი 1990–იან წლებში გახსნა. ამჟამად საქართველოში McDonald's–ის სწრაფი კვების რამდენიმე რესტორანი მუშაობს. ამას გარდა, ბიზნესმენი ფლობს Coca-Cola–ს ქარხანას და სხვა საწარმოებს საქართველოში.

28
თემები:
საქართველოს ეკონომიკა

სიღარიბე ვირუსზე საშიშია: თბილისი პროტესტების ტალღამ მოიცვა

33
თბილისში კოვიდ-შეზღუდვების გამო პროტესტის ტალღამ იფეთქა. განსაკუთრებით მკაცრი აკრძალვები მოქმედებს დიდ ქალაქებში. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოშ, თუ რას მოითხოვენ მომიტინგეები

საპროტესტო ტალღა 22 იანვარს დაიწყო, როდესაც ქვეყნის ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ 1 თებერვლიდან ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილი გაუქმდება, თუმცა თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში აკრძალვები 1 მარტამდე შენარჩუნდება. ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებაში, რადგან დიდი ქალაქების მკვიდრების მთავარი პრობლემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის უმუშევრობაა. 

თბილისში ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციე მოქმედი შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით. თუმცა, როგორც მთავრობაშ აცხადებენ, საკოორდინაციო საბჭო საკუთარ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი 4%-მდე დაეცემა და 7 დღის განმავლობაში შენარჩუნდება. ამ მომენტისათვის ეს მაჩვენებელი 6%-ს შეადგენს.

ამავდროულად მეპროტესტეები აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობას ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლებენ.

33
არქეოლოგიური გათხრები

არქეოლოგიური აღმოჩენა: ნაპოვნია მაიას ეპოქის უნიკალური გიგანტური ნიღაბი - ფოტო

0
(განახლებულია 13:34 27.01.2021)
არქეოლოგებმა ნიღაბი, „განძის მაძიებლებისგან“ დაცვის მიზნით, დროებით ჩამარხეს, სანამ მის შესასწავლად საჭირო აღჭურვილობასა და დაფინანსებას არ მოიძიებდნენ

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. მექსიკელმა არქეოლოგებმა მაიას ცივილიზაციის გიგანტური ნიღაბი იპოვეს და აღადგინეს. ამის შესახებ LiveScience იუწყება.

​ირკვევა, რომ ნიღაბი ჯერ კიდევ 2017 წელს აღმოაჩინეს უკანის არქეოლოგიურ უბანში, თანამედროვე ქალაქ მოტულის მახლობლად, თუმცა მეცნიერებმა ამის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვება მხოლოდ ახლაღა გადაწყვიტეს. არქეოლოგების თქმით, აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია თავად არტეფაქტის უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ გაავრცელეს. არსებობდა რისკი, რომ „განძის მაძიებლები“ მას მიაგნებდნენ და გაანადგურებდნენ.

„სინამდვილეში, მთელი ამ ხნის განმავლობაში, მეცნიერები ისტორიულ ღირებულებას მაროდიორებისგან მალავდნენ. უფრო მეტიც, 2017 წელს არქეოლოგებმა განზრახ დამარხეს ეს ნიღაბი ისე, რომ ვერავის ეპოვნა. თავად კი მხოლოდ მაშინ დაბრუნდნენ ადგილზე, როცა საჭირო აღჭურვილობა და დაფინანსება მოიძიეს. ობიექტის სარესტავრაციო სამუშაოები ახლახან დასრულდა“, — წერს გაზეთი.

მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის (INAH) მკვლევარებმა გულმოდგინედ იმუშავეს ნიღბის აღდგენაზე. მათ გაამაგრეს ნიღბის მყიფე ნაწილები, თავდაპირველ მდგომარეობაში დააბრუნეს დროებით გადაადგილებული ნაწილები, არტეფაქტის ზედაპირი საფუძვლიანად გაწმინდეს, რის შედეგადაც არტეფქტის ყველა ორნამენტი და შემონახული ფერები გამოვლინდა.

ნიღაბი წარმოადგენს უცნობი ღვთაების ან „იმ დროის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანის“ სახის გამოსახულებას. არტეფაქტი გვიანი პრეკლასიკური მაიას ხანით — ძველი წელთაღრიცხვით  300 წ.- ახალი წელთაღრიცხვით 250 წლით თარიღდება.

0
თემები:
საერთაშორისო პანორამა