ძველი თბილისი

კოვიდ-ეკონომიკა და ფულადი გზავნილები... 2020 წელი ციფრებში

1169
(განახლებულია 14:57 28.12.2020)
მიმდინარე წლის მაკროეკონომიკური პარამეტრები – ფაქტები, ციფრები, ანალიტიკა. ინფიცირებული ეკონომიკა და მზარდი ფულადი გზავნილები.

სამსონ ხონელი

დარწმუნებული ვარ, მკითხველი დამეთანხმება – მიმდინარე წელი კაცობრიობის მეხსიერებაში უხილავ მტერთან ბრძოლის ქრონიკად დარჩება. COVID-19-ის პანდემიამ სამყარო შეცვალა და, როგორც ამბობენ, ის აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იყო...

სიცოცხლის გადარჩენის უზენაესმა მიზანმა სხვა ყველაფერი მძევლად აიყვანა. მსოფლიო ღრმა ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა. სახელმწიფოების უმრავლესობა მომავალ წელს ეკონომიკური რეცესიის ვითარებაში ხვდება. გამონაკლისი არც საქართველოა. ლოგიკური იქნება, 2020 წლის საფინანსო-ეკონომიკური შედეგები გლობალური გამოწვევის კონტექსტში მიმოვიხილოთ.

მიმდინარე წლის დეკემბრის თვისა და მეოთხე კვარტლის მონაცემები მომავალი წლის იანვრის ბოლოს გამოქვეყნდება, თუმცა პირველი სამი კვარტლისა და ნოემბრის თვის დაზუსტებული შედეგები საშუალებას გვაძლევს, რომ ქვეყნის საფინანსო და ეკონომიკურ სისტემაში არსებულ ზოგად ტენდენციებზე ვიმსჯელოთ.

მაშ ასე, COVID-19-ით ინფიცირებული ეკონომიკა ციფრებში − ეს არის: საშუალოდ ერთი წლის განმავლობაში 14 პროცენტით გაუფასურებული ეროვნული ვალუტა; თითქმის 24 პროცენტით შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები; ასევე მკვეთრად შემცირებული საგარეო სავაჭრო ბრუნვა − ექსპორტი 11.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი 16.6 პროცენტით; ფაქტობრივად განულებული შემოსავლები ტურიზმის სფეროდან, შედეგად კი მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-დან 6%-მდე ვარდნა...

ირკვევა, რომ არ არის ბნელი, რასაც არ ახლავს ნათელი. ფულადი გზავნილები ის ერთადერთი პარამეტრია, რომელსაც კოვიდ-ეკონომიკის უარყოფითმა ეფექტმა ვერაფერი დააკლო. მეტიც, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდას სტიმული მისცა. კი, მაგრამ, ეს როგორ?! − სავარაუდოდ, ჩამეძიება მკითხველი. მოგახსენებთ, ექსპერტების განმარტებით, ბოლო დროს საქართველოში იმდენად მძიმე მდგომარეობაა, რომ ქართველი ემიგრანტები საზღვარგარეთ ხელმომჭირნედ ცხოვრობენ და აქ ოჯახის წევრებს უფრო მეტ თანხას უგზავნიან, მათი დახმარება გაცილებით ბევრ ადამიანს დასჭირდა.     

ერთი სიტყვით, ასეა თუ ისე, „საქსტატისა“ თუ ეროვნული ბანკის მონაცემებით დასტურდება, რომ მიმდინარე წელს უცხოეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა მზარდია. თავად განსაჯეთ, 11 თვის განმავლობაში საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოში სულ 1,686 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 125 მილიონი დოლარით, ანუ 8 პროცენტით აღემატება. როგორია ეს მაჩვენებელი? ამ კითხვაზე საპასუხოდ ურიგო არ იქნება გასული წლების დინამიკას გადავხედოთ. მანამდე მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი მოცულობა სექტემბერში შემოვიდა – 192,7 მილიონი ამერიკული დოლარი. ეს 2019 წლის მაჩვენებელზე 28,7 პროცენტით მეტია.

2001-2020 წლებში საქართველოში სულ 19,7 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, საზღვარგარეთ კი 7,8-ჯერ ნაკლები, 2,5 მილიარდი დოლარი გადაირიცხა. ფულადი გზავნილების მოცულობის კლება პირველად 2009 წელს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს დაფიქსირდა. ამ დროს მსოფლიო ეკონომიკა 1.5 პროცენტით შემცირდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ რეცესიის მასშტაბი გაცილებით დიდი იყო სწორედ იმ ქვეყნებში, საიდანაც საქართველოში ფულადი ნაკადები შემოდიოდა. იმ პერიოდში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების 53,5 პროცენტს რუსეთის წილი შეადგენდა.

ფულადი ნაკადების მოცულობამ მცირედით, სულ 2,5 პროცენტით დაიკლო 2014 წელს, თუმცა უკვე ერთი წლის შემდეგ რეკორდული ვარდნა დაფიქსირდა. საზღვარგარეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 25 პროცენტით შემცირდა. შეგახსენებთ, იმავე 2015 წელს დაიწყო ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება. ეს პროცესი დღემდე გრძელდება, თუმცა მაშინ ლარი სულ ერთ წელიწადში 52 პუნქტით გაუფასურდა და 2004 წლის შემდეგ პირველად გადასცდა ნიშნულს − 2,40 ლარი ერთ ამერიკულ დოლარში.

არახალია, მრავალი წელია, იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც საქართველოში ფულადი ნაკადები მოედინება, რუსეთის ფედერაცია ლიდერობს, თუმცა უნდა ითქვას, რომ საზღვარგარეთიდან გადმორიცხული თანხების ყულაბაში რუსეთის წილი წლიდან წლამდე მცირდება. 2014 წელს რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 49 პროცენტს აჭარბებდა, 2015 წელს ის 41 პროცენტამდე შემცირდა. ჩრდილოელი მეზობელი ლიდერის პოზიციას 2020 წლის არსებული მონაცემებითაც ინარჩუნებს, მაგრამ მისი წილი ახლა ჯერჯერობით 19.2 პროცენტია.

ანალიტიკოსები მიგვანიშნებენ, რომ ფულად გზავნილებში იზრდება ევროკავშირის ქვეყნების წილი. მატება ორნიშნაა. ნოემბრის მონაცემებით, საბერძნეთიდან 15-პროცენტიანი, იტალიიდან 28-პროცენტიანი, ბრიტანეთიდან 39-პროცენტიანი, ხოლო გერმანიიდან 65-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა. ეს მაშინ, როდესაც თავად ევროპაშიც კრიზისია და ევროკავშირის ქვეყნებში ეკონომიკა 9-11 პროცენტის ფარგლებში მცირდება.

საინტერესოა, რამ განაპირობა ფულადი გზავნილების მოცულობის მკვეთრი ზრდა? როგორც უკვე მოგახსენეთ, ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი მთავარ მიზეზად საქართველოში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას ასახელებს. თუმცა ანალიტიკურ წრეებში არის სხვა მოსაზრებებიც. კერძოდ, ექსპერტები მიანიშნებენ, რომ მიმდინარე წელს სტატისტიკამ ასახა, ანუ დათვლადი იყო ფულადი გზავნილების ის მოცულობაც, რაც წინა წლებში სტატისტიკის მიღმა რჩებოდა. ექსპერტები განმარტავენ, რომ ეროვნული ბანკის სტატისტიკა მხოლოდ ფულადი გზავნილების სისტემების მონაცემებს მოიცავს. მათი მომსახურება საკომისიო გადასახადს ითვალისწინებს. გადასახადის დაზოგვის მიზნით ან სხვა რაიმე მიზეზის გამო ადრესატისთვის ახლობლის მეშვეობით ან პირადად მიწოდებული ნაღდი ფული სტატისტიკურ მონაცემებში არ ხვდება. არავისთვის უცხო არ არის, რომ ფრენების აკრძალვისა და საზღვრების ჩაკეტვის შედეგად 2020 წელს მიმოსვლა ფაქტობრივად შეწყდა. ფული კი გზას ყოველთვის იპოვის – ნაღდი ფული ოფიციალურ გზავნილებში გადამისამართდა.

ანალიტიკოსთა შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ გზავნილების ნომინალური მოცულობის ზრდა, შესაძლოა, მისმა მთლიანად ფულადი გზავნილების სისტემაში გადასვლამ განაპირობა, ფაქტია, საქართველოს ეკონომიკაში ის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად რჩება. ძნელია ეს შეფასება არ გაიზიარო, როდესაც უკვე მრავალი წელია ძალიან ბევრი ოჯახის შემოსავლის უმთავრეს, ან სულაც ერთადერთ წყაროდ ფულადი გზავნილები რჩება. როგორც ექსპერტები მიანიშნებენ, ფულად გზავნილებზე დამოკიდებულება პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის უცხო არ არის, მაგრამ ეს დამოკიდებულება კრიზისულ და პოსტკრიზისულ პერიოდში კიდევ უფრო თვალში საცემი გახდება.

და, ბოლოს, ფულადი გზავნილების მიმღებთათვის 2020 წელი მაინც გამორჩეული გამოდგა. რას გულისხმობ? − სავარაუდოდ, დაინტერესდება მკითხველი. კომერციულ საბანკო სექტორში სიახლეა! ფულად გზავნილებს „თიბისი ბანკი“ კრედიტის გაცემისას გაითვალისწინებს. თუ მომხმარებელი უცხოეთიდან გზავნილს სტაბილურად იღებს, მას შესაძლებლობა აქვს უმოკლეს დროში სესხი დაიმტკიცოს. კრედიტის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი მიზნისთვის. ახალი საბანკო-საკრედიტო პროდუქტით სარგებლობისთვის მომხმარებელს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ფულადი გზავნილის არანაკლებ ხუთი ჩარიცხვა უნდა უფიქსირდებოდეს. აქ დავსვამ წერტილს, კრედიტის გაცემის პროცენტსა და სხვა პირობებს მკითხველი მარტივად მიაგნებს „თიბისი ბანკის“ ვებ-გვერდზე.

მე კი დავაანონსებ, რომ მომდევნო სტატიაში სწორედ საბანკო სექტორის შედეგებს შევაჯამებ...

 

1169
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 16 იანვარს

19
(განახლებულია 10:10 16.01.2021)
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0052 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2987 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0052 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 16 იანვარს
ლარის კურსი 16 იანვარს
19
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 15 იანვარს

419
(განახლებულია 10:28 15.01.2021)
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0026 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2935 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0026 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 15 იანვარს
ლარის კურსი 15 იანვარს
419
თემები:
ლარის კურსი დღეს
დისტანციური სწავლება

როდის დაიწყება სწავლა ჩვეულ რეჟიმში: გაბუნიას განმარტება

0
საქართველოს ათ დიდ ქალაქსა და აჭარაში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში 18 იანვრიდან სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში განახლდება

თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესის აღდგენაზე საუბარი ნაადრევია კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

გაბუნიამ აღნიშნა, რომ 5%-იანი დადებითობის მაჩვენებელი არის ის ზღვარი, როდესაც სკოლებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი წყდება, რადგან ეს რისკის მაჩვენებელია. მისი თქმით, საქართველომ ჯერ ამ 5%-საც ვერ მიაღწია.

„დადებითობის მაჩვენებელი მართალია ქვემოთ მოდის, დილით უკვე 8 პროცენტს ჩამოსცდა, მაგრამ 5 პროცენტი იქნება სასურველი ნიშნული. უსაფრთხო გახსნისთვის 3 პროცენტზე მშვიდად უნდა ვიყოთ, რომ ასეთი ტიპის დაწესებულებებში, სადაც რისკი მაღალია, აღდგენაზე ვილაპარაკოთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯერჯერობით საქართველოს დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი 18 იანვრიდან დისტანციურ რეჟიმში განახლდება. საუბარია თბილისის, რუსთავის, ფოთის, მარნეულის, გარდაბნის, ზუგდიდის, ზესტაფონის, თელავის, ქუთაისის და გორის სასწავლო დაწესებულებებზე. აჭარაში სკოლები და უნივერსიტეტები მუშაობას ასევე დისტანციურ რეჟიმში განაახლებენ. ქვეყნის სხვა ქალაქებსა და რეგიონებში ბავშვები სკოლებში სწავლას შეძლებენ.

ხოლო ის სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, სამინისტრომ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხით.

„ცოტა კიდევ გავუძლოთ“: იმნაძე შეზღუდვების გახანგრძლივებაზე >>

უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსით ინფიცირების შემცირების მიზნით სასწავლო პროცესი პირველ სემესტრში დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 15.205 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7.265, PCR-ტესტით – 7.940. დადებითი პასუხი ტესტების 7,7%-მა აჩვენა.

 

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები