ქუჩაში პირბადეებით ეპიდემიის დროს

უმუშევრებს საქართველოში ახლებურად დაითვლიან: „საქსტატი“ მეთოდოლოგიას ცვლის

750
(განახლებულია 15:14 25.12.2020)
უწყებაში აცხადებენ, რომ დათვლის ახალი სტანდარტის დაწესება დასაქმების დონის მაჩვენებლის შემცირებასა და უმუშევართა დონის მაჩვენებლის ზრდას გამოიწვევს.

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“ უმუშევრობის დონის გაანგარიშების ახალ სტანდარტზე გადადის, ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.

„საქსტატი“ ბოლო დრომდე უმუშევრებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 1982 წელს შემუშავებული სტანდარტით ითვლიდა.

  • საქართველოში უმუშევრობის დონე 2020 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 0,7%-ით გაიზარდა და 11,9% შეადგინა.

ახალი სტანდარტების მიხედვით, რომელიც ოფიციალურად 2020 წლის დეკემბერში ამოქმედდა, მეთოდოლოგია თვითდასაქმებულთა განყოფილების გადაკვალიფიცირებას გულისხმობს.

კერძოდ, თვითდასაქმებულად აღარ ჩაითვლებიან საკუთარ მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც პროდუქციის ნახევარზე მეტს საკუთარი მოხმარებისთვის აწარმოებენ.

ახლა ისინი ჩაითვლებიან ან უმუშევრებად, ან მოსახლეობაში სამუშაო ძალის გარეთ.

„ახალი სტანდარტების დანერგვა განაპირობებს უმუშევრობის დონის ზრდას და დასაქმების დონის მაჩვენებლის შემცირებას“, – ვარაუდობენ „საქსტატში“.

სტატისტიკის სამსახური ახალი სტანდარტით უმუშევრობის განახლებულ მონაცემებს უკვე 28 დეკემბერს გამოაქვეყნებს, ასევე განაახლებს ძველ სტატისტიკას – 2010 წლიდან.

750
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (904)
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 21 იანვარს

41
(განახლებულია 09:44 21.01.2021)
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0012 ლარით გამყარდა.

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2982 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0012 ლარით გამყარდა.

ლარის კურსი 21 იანვარს
ლარის კურსი 21 იანვარს
41
თემები:
ლარის კურსი დღეს
სატვირთო ავტომობილები

ვისთან და რამდენს ვაჭრობდა საქართველო: გასული წლის შედეგები

37
(განახლებულია 18:11 20.01.2021)
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, რუსეთი  და ჩინეთი  არიან.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. 2020 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 347.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 14.8 პროცენტით ნაკლებია, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

საქართველოს ეკონომიკის ვარდნის ტემპები გაიზარდა>>

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, აქედან ექსპორტი 3 342.1 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 12.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ხოლო იმპორტი 8 005.6 მლნ აშშ დოლარია, რაც 15.9 პროცენტით ნაკლებია გასულ წელთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ  საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წელს 4 663.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1 პროცენტია.

2020 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 597.5 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (1 328.2 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 185.0 მლნ აშშ დოლარი).

ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 75.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული კი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (476.3 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (441.3 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (441.1 მლნ აშშ დოლარი).

საგარეო ვაჭრობა ვარდნას განაგრძობს: „საქსტატის“ მონაცემები>>

ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა კი საქართველოს მთლიან იმპორტში 69.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან: თურქეთი (1 407.0 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (887.2 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (708.7 მლნ აშშ დოლარი).

2020 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 729.4 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 21.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 404.1 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 247.3 მლნ აშშ დოლარით (7.4 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წელს წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 759.5 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.5 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 533.5 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 6.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 498.5 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 6.2 პროცენტი).

37
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (904)
მთავრობის სხდომა

გახარიამ ვიცე–პრემიერები დაასახელა ვინ გახდა პრემიერის ახალი მოადგილე

0
(განახლებულია 12:32 21.01.2021)
საქართველოს პრემიერმა მისი მხოლოდ ერთი მოადგილე შეცვალა – აღნიშნულ თანამდებობაზე თეა წულუკიანის ნაცვლად დავით ზალკალიანი დასახელდა

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოს ახალ მთავრობაში ვიცე–პრემიერები იქნებიან, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე. 

ცქიტიშვილს აღნიშნული თანამდებობა მთავრობაში მანამდეც ეკავა, ზალკალიანმა კი იუსტიციის ექს–მინისტრი თეა წულუკიანი შეცვალა, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი გახდა.

 „ბატონებო, მინდა მოგილოცოთ! ასეთი კრიზისის პერიოდში დიდი პასუხისმგებლობაა იყო მთავრობის წევრი და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა იყო ვიცე–პრემიერი. დარწმუნებული ვარ, თქვენ შეძლებთ ამ გამოწვევის მიღებას და თქვენი მუშაობა წარმატებული იქნება“, – აღნიშნა გახარიამ.

2012 წელს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დიპლომატი დავით ზალკალიანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ექვსი წლის შემდეგ კი მას აღნიშნული უწყების მინისტრის პორტფელი ჩააბარეს.

2014–2018 წლებში მაია ცქიტიშვილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.

მოგვიანებით იგი მინისტრის პოსტზე წარადგინეს – 2018 წლის მარტიდან ხელმძღვანელობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. თანამდებობაზე დანიშვნიდან სამი თვის შემდეგ კი მაია ცქიტიშვილი ვიცე–პრემიერი გახდა.

 

 

 

0
თემები:
საქართველოს მთავრობა