სავაჭრო ცენტრში

სავაჭრო ობიექტების მფლობელები ახალი რეგულაციებით უკმაყოფილონი არიან

102
რეგულაციების გამო, რომლებიც სავაჭრო ობიექტებს წინასაახალწლო დღეებში დაუწესეს, მუშაობის დაწყებას ყველა მათგანი ვერ შეძლებს. ზოგიერთი სავაჭრო ცენტრის მფლობელი აცხადებს, რომ ეს რეგულაციების არა შერბილება, არამედ გამკაცრებაა

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. დადგენილი შეზღუდვების შერბილების ის დონე, რომელიც საახალწლო დღესასწაულებზე მთავრობამ დაუშვა, ყველა მსხვილი სავაჭრო ობიექტის მფლობელს არ აკმაყოფილებს.

რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ სავაჭრო ცენტრებმა 24 დეკემბრიდან >>

როგორც სავაჭრო ცენტრ „სიტი მოლის“ დირექტორმა ლევან მესხელმა განაცხადა, ბიზნეს-სექტორის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა იყო სავაჭრო ობიექტებისთვის სამუშაო დროის გაზრდა, თუმცა ის არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე პერიოდში მოსახლეობას ზოგიერთი შეზღუდვის შერბილებასთან დაკავშირებით საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააცნო. საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს დიდ ქალაქებში მსხვილი სავაჭრო ობიექტები გაიხსნებიან და 07:00 საათიდან 19:00 საათამდე იმუშავებენ. ასევე მაღაზიების როგორც შიდა, ასევე მაღაზიის გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა; მაღაზიის ფართის ყოველ 20 მ2 დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სავაჭრო ობიექტის ადმინისტრაციას.

როგორც ლევან მესხელმა ტელეკომპანია Rustavi2-ს განუცხადა, მათ არაერთხელ მიმართეს მთავრობას და პანდემიის დროს საკუთარი სამუშაო გეგმა შესთავაზეს.

„ყველა ჩენი განცხადება სწორედ ნაკადების მართვის გეგმას ეხებოდა. ვითხოვდით მოლების 15 დეკემბრიდან გახსნას და ასევე სამუშაო საათების გახანგრძლივებას, თუმცა ხელისუფლებამ ჩვენი მოთხოვნებიდან არც ერთი არ გაითვალისწინა. შესაბამისად, ახლა ფორსმაჟორულ რეჟიმში გვიწევს ფუნქციონირება. ეს შეზღუდვის მოხსნა არ არის, ეს პირიქით, შეზღუდვის გამკაცრებაა“,— განაცხადა “სითი მოლის” დირექტორმა ლევან მესხელმა.

მესხელის თქმით, პანდემიის პერიოდში მოლები არცერთხელ არ გამხდარა მოქალაქეთა დაინფიცირების წყარო, რადგან ყველა თანამშრომელი დადგენილ რეკომენდაციებს იცავდა.

City Mall-ის დირექტორი ირწმუნება, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მომხმარებლების ნაკადები სწორად გადაანაწილონ.

ახალმა რეგულაციებმა სხვა ქალაქების მუშაობაშიც სირთულეები შექმნა. ასე მაგალითად, სავაჭრო ცენტრი „გრანდ მოლი“ ქუთაისში, სავარაუდოდ, 24 დეკემბერს ვერ გაიხსნება.

ცენტრის მენეჯერის, ნატო დანელიას თქმით, დადგენილი წესებით მუშაობა შეუძლებელია, რადგან ზოგიერთი ობიექტის ფართობი 20 კვადრატულ მეტრზე ნაკლებია და ის ერთზე მეტ მომხმარებელს ვერ მოემსახურება.

მან ასევე აღნიშნა, რომ მომხმარებელთა ნაკადის რეგულირება მოითხოვს დამატებით ხარჯებს და თანამშრომელთა შტატის გაზრდას.

102
თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)
მთავრობის სხდომა

პრემიერმა ფინანსთა მინისტრს სახელმწიფო საწარმოების რეფორმირება დაავალა

23
(განახლებულია 14:09 28.01.2021)
აღნიშნული პროექტის განხორციელება გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დასძინა გახარიამ.

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირებისთვის სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი უხელმძღვანელებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ.

სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების განხორციელება 2021-2024 წლების განმავლობაში იგეგმება.

„ჩვენ ამ გადაწყვეტილების განხორციელებას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემით ვიწყებთ. დღეს ვიმსჯელებთ, თუ როგორ უნდა იყოს  დაკომპლექტებული ამ ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭო. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ უმაღლესი სტანდარტები“, –  განაცხადა გახარიამ. 

პრემიერის თქმით, სახელმწიფოს ექნება კონკრეტული გეგმა, რომლითაც სახელმწიფო საწარმოების მართვა კორპორატიული მართვის უმაღლეს სტანდარტებს მაქსიმალურად უნდა დაუახლოვდეს. 

სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე მუშაობა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2020 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყო.

 2019 წლის მონაცემებით, სახელმწიფო საკუთრებაშია 352 საწარმო,  საიდანაც 173 ადგილობრივი ხელისუფლების, ხოლო 179 კი ცენტრალური ხელისუფლების მფლობელობაშია.  სახელმწიფოს ბალანსზე არსებული საწარმოებიდან ყველაზე მეტი - 134 საწარმო ეკონომიკის სამინისტროს მართვაშია, მეორე ადგილზე კი „საპარტნიორო ფონდია“ (28 საწარმო), 5 საწარმოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მართავს.

23
თბილისი

2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში პირველია

23
საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსი სახელმწიფოებში კორუფციის დონის განმსაზღვრელი ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევაა

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველომ მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილი დაიკავა, მაშინ როდესაც წინა მაჩვენებელი 44–ე ადგილი იყო, ასეთია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის" (Transparency International) კვლევის შედეგები

კორუფციის აღქმის ინდექსს Transparency International–ი გამოკითხვების საფუძველზე ადგენს, რომლებსაც ექსპერტთა შორის და საქმიან წრეებში ატარებს. მსოფლიოს ქვეყნები 0–დან 100 ქულამდე სკალის მიხედვით ლაგდება. კორუფციის აღქმის ყველაზე მაღალ დონეს 0 აღნიშნავს, 100 — ყველაზე ნაკლებს.

საქართველომ წელს 56 ქულა მიიღო და 45–ე ადგილი პოლონეთთან და სენტ-ლუსიასთან გაინაწილა. 

 

კვლევის თანახმად, საქართველოს მოწინავე პოზიციები უკავია რეგიონში და საუკეთესო მაჩვენებლები აქვს აღმოსავლეთ ევროპასა (ევროკავშირის ქვეყნების გარდა) და ცენტრალური აზიის რეგიონში – 2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველო მაჩვენებლებით უსწრებს ევროკავშირის 9 ქვეყანას.

2020 წლის ინდექსის თანახმად, კორუფციის აღქმის დონე ყველაზე დაბალია დანიასა და ახალ ზელანდიაში (88 ქულა), ხოლო ყველაზე მაღალი - სომალისა და სამხრეთ სუდანში (12 ქულა).

ინდექსის ლიდერებს მასმედიის თავისუფლების, თანამდებობის პირთა კეთილსინდისიერებისა და საზოგადოებისთვის საბიუჯეტო სახსრების ამსახველი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი დონე ახასიათებთ. 

ქვეყნებს, რომლებმაც ქულათა უმცირესი რაოდენობა მოიპოვეს, სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები და მასმედიის და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დაბალი დონე ახასიათებთ.

„საქართველოს წარმატება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში იმ რეფორმების შედეგია, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა. მათ შორისაა: საჯარო სამსახურის რეფორმა, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვა, მამხილებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, სახელმწიფო შესყიდვებში გამჭვირვალობის გაზრდა, პროკურატურის რეფორმა, სასამართლოს რეფორმა, საინვესტიციო და ბიზნესგარემოს გაუმჯობესება და სხვა“, - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კორუფციასთან ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. გასულ წელს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით კანონმდებლებს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივით  მიმართეს.

კვლევა ეფუძნება Bertelsmann Foundation Transformation Index, Freedom House Nations in Transit, Global Insight Country Risk Ratings, World Economic Forum Executive Opinion Survey, და ასევე World Justice Project Rule of Law Index–ის მონაცემებს.

23
კესარია აბრამიძე

„სულ გათხოვილი ვიყავი და კარგი ბიჭები მყავდა...“ - კესრია აბრამიძის აღიარება

0
(განახლებულია 14:16 28.01.2021)
პირველი ქართველი ტრანსგენდერი მოდელისა და მსახიობის კესარია აბრამიძის ცხოვრება სკანდალებით არის სავსე. კესარიას პირადი ცხოვრება სულ აინტერესებთ

მოდელი და ვიზაჟისტი კესარია აბრამიძე აცხადებს, რომ მისი შემოსავლის წყარო ყოველთვის მისი კაცები იყვნენ, რადგან სულ გათხოვილი იყო და ფინანსურად მეუღლეები უზრუველყოფდნენ. როგორც კესარიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ „ყვითელ დილაში“ აღნიშნა, თავის რჩენაზე არასდროს ფიქრობს.

მოდელის თქმით, მუდმივად ისვენებს და ხუმრობით ისიც აღნიშნა, რომ მხოლოდ იმაზე უწევს ფიქრი, სად დაიღალოს. საქართველოში ნებისმიერმა იცის კესარია აბრამიძის სახელი, საქმიანობა, ჰობი. ადამიანებს გამუდმებით აინტერესებთ კესარიასთან დაკავშირებული ამბები. სოციალურ ქსელში უამრავი მიმდევარი ჰყავს, ვისაც მუდმივად ანებივრებს თავისი ფოტოებით და სკანდალური განცხადებებით.

კესარია აბრამიძე (დაბადებით ბესო აბრამიძე) 1987 წლის 18 აგვისტოს დაიბადა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას იღებენ სერიალებსა და სარეკლამო რგოლებში. 2014 წელს განაცხადა, რომ ოპერაცია გაიკეთა და სქესი შეიცვალა.

სოციალურ ქსელში აქტიური კესო თაყვანისმცემლებს ხშირად ანებივრებს. ფოტო-ვიდეოგადაღებების გარდა კესარია მათ კითხვებს მუდამ პასუხობს. ცოტა ხნის წინ კესარიამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ დაწერა, რომ ყოფილი ქმარი დაშორებიდა 12 წლის შემდეგ შერიგებას თხოვს და ამას იმით ხსნის, რომ კარგად გამოიყურება.

ყველაზე სკანდალური და არ­აორდინარული თბილისური „ლავ სთორი“ წლების წინ დასრულდა. სავარაუდოდ კესარია პოსტში სუხოს, იგ­ივე სულხან მღებრიშვილს გულისხმობს, რომელიც კესარიასთან სკანდალურად დაშორების შემდეგ ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში ამბობდა, რომ კესოსთან ჭეშმარიტი სიყვარული იპოვა, დაშორდნენ და დეპრესიაში იყო, თუმცა მათი ურთიერთობა ლეგენდად დარჩება.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება