ვალუტის გაცვლა

ლარის კურსი 21 დეკემბერს

154
(განახლებულია 16:59 21.12.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0099 ლარით გამყარდა.

თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2747 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0099 ლარით გამყარდა. 

ლარის კურსი 21 დეკემბერს

 

154
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 15 იანვარს

86
(განახლებულია 10:28 15.01.2021)
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0026 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2935 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0026 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 15 იანვარს
ლარის კურსი 15 იანვარს
86
თემები:
ლარის კურსი დღეს
ბათუმის პორტი

პანდემია და ვაჭრობა: საქართველოდან ექსპორტი 12%-ით შემცირდა

63
(განახლებულია 16:01 15.01.2021)
2020 წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, 2019 წელთან შედარებით, 14,8%-ით შემცირდა და 11,3 მილიარდ დოლარს გაუტოლდა.

თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წელს ექსპორტზე 3,3 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ქართული პროდუქცია გავიდა – 12%-ით ნაკლები 2019 წელთან შედარებით.

2020 წელს იმპორტმა დაახლოებით 8 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 15,9%-ით ნაკლებია.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2020 წელს

მაჩვენებელი მოცულობა/მლნ დოლარი ვარდნა/%
ექსპორტი 3 342 -12,0
იმპორტი 8 006 -15,9
სულ 11 348 -14,8

2020 წელს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვა, 2019 წელთან შედარებით, 14,8%-ით შემცირდა და 11,3 მილიარდ დოლარს გაუტოლდა (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე).

როდის გაუმჯობესდება სიტუაცია ვაჭრობის კუთხით?

კორონავირუსის ეპიდაფეთქებამ ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა – ზარალდებიან სასტუმროები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, დასვენებისა და გართობის სფერო, ტრანსპორტი. საფრთხის ქვეშაა საფინანსო სექტორი, მშენებლობის, უძრავი ქონების, წარმოების და განათლების სფეროები.

„საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ საგარეო ვაჭრობაში ვითარება 2021 წლის მაისი–ივნისამდე არ გაუმჯობესდება. 

„ერთადერთი, რამაც დადებითად იმოქმედა ექსპორტზე, ეს ხილის უცხოეთში გატანაა. მაგრამ თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ რა გავლენას მოახდენს ეს მონაცემები ლარის კურსზე, ვიტყოდი, რომ ყოველივე ეს მაინც ნეგატიურად მოქმედებს, რადგანაც უარყოფითი სალდო წლების განმავლობაში გრძელდება. ხოლო ექსპორტის თვალსაზრისით ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე სახის დადებით დინამიკას, რომ ექსპორტი 2021 წლის ზაფხულამდე მნიშვნელოვნად გაიზრდება“, – განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან“ შენგელიამ.

მისი თქმით, ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის საქართველოს მთავრობამ ეკონომიკა სამი მიმართულებით სწრაფად და რევოლუციური გზით უნდა განავითაროს.

„პირველი მიმართულება ახალი ტექნოლოგიების დანერგვაა, მეორე – ბიოფარმაცევტული ბაზრის განვითარება, მესამე და მთავარი კი ქვეყანაში არსებული სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება და ექსპორტზე საბოლოო სახით გატანაა“, – განაცხადა შენგელიამ და აღნიშნა, რომ ყველა ჩამოთვლილ მიმართულებაზე იაფი კრედიტებია საჭირო.

ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად აუცილებელია ეკონომიკის განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომლის განხორციელებაც პუნქტობრივად მოხდება.

63
ეკატერინე ტიკარაძე

ტიკარაძე: აუცილებლად ავიცრები და არ ვისარგებლებ არანაირი პრიორიტეტით

0
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და მის შესყიდვაზე სპეციალურად შექმნილი უწყებათშორისი კომისია მუშაობს

თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსზე აუცილებლად აიცრება, ამის შესახებ მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ქვეყანაში გარანტირებულად ხარისხიანი ვაქცინა შემოვა, ამის გარანტიებს კი COVAX-პლატფორმა იძლევა.

„რა თქმა უნდა, ავიცრები იმ კატეგორიაში, რომელშიც ვაქცინაციის საჭიროება მექნება და არ ვისარგებლებ პრიორიტეტით… ზუსტად ვიცი, რა ხარისხის ვაქცინაცია იქნება ქვეყანაში და ვაქცინას აუცილებლად გავიკეთებ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძის თქმით, საუბარია Pfizer-ის ვაქცინაზე, რომლის დოზირებაც ორეტაპიანია. მან ასევე აღნიშნა, რომ გარანტირებულად ხარისხიანი ვაქცინა შემოვა, ამის გარანტიებს კი COVAX-პლატფორმაზე გასაგზავნად დღეს უკვე გამზადდა წერილი ყველა იმ შესრულებული სამუშაოების შესახებ, რომელიც საქართველოში ვაქცინაციის მომზადების პერიოდისთვის განხორციელდა.

„მზადდება გარკვეული დოკუმენტაცია როგორც საკანონმდებლო, ასევე საინფორმაციო მიმართულებით. გეგმაზომიერად მივყვებით ყველა იმ პროცესს, რომელიც საჭიროა შეუფერხებელი და უსაფრთხო ვაქცინაციისთვის“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვაქცინების შესანახად დამატებითი მაცივრების შეძენის საჭიროება არ არის.

საქართველოს პირველ ეტაპზე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის იმ რაოდენობით შეძენის უფლება აქვს, რომელიც მოსახლეობის 20%-სთვის იქნება საკმარისი. ქვეყანამ 1 400 ათასი დოზა ვაქცინის შესაძენად პირველი შენატანი — 4 მლნ დოლარი უკვე განახორციელა. აღნიშნული რაოდენობა 700 ათას ადამიანზეა გათვლილი.

პრემიერი: ვაქცინასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორი ვრცელდება >>

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და მის შესყიდვაზე სპეციალურად შექმნილი უწყებათშორისი კომისია მუშაობს, რომელიც ასევე უზრუნველყოფს კოვიდ-ვაქცინაციის დასაწყებად საჭირო ტექნიკურ სამუშაოებს.

0