თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ელექტროენერგიის წარმოების ობიექტებს ახალი ტარიფები დაუდგინა, რომლებიც ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევა, ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
ჰიდროელექტროსადგურებისათვის დადგინდა სამწლიანი ტარიფები, ხოლო თბოელექტროსადგურებისათვის დადგენილი გარანტირებული სიმძლავრის საფასურები განისაზღვრა 2021 წლისათვის
ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები ჰესებისთვის (თეთრი/კვტსთ)
სადგური | ძველი ტარიფი | ახალი ტარიფი |
„ენგურჰესი“ | 1,358 | 1,857 |
„ვარდნილჰესების კასკადი“ | 2,206 | 2,565 |
„რიონჰესი“ | 4,060 | 1,436 |
„ლაჯანურჰესი“ | 2,494 | 2,209 |
„ძევრულჰესი“ | 2,768 | 1,679 |
„გუმათჰესი“ | 4,653 | 1,986 |
ტარიფები გარანტირებული სიმძლავრის თბოსადგურებისთვის
სადგური | ახალი ტარიფი (ლარი/დღეღამეში) | ძველი ტარიფი (ლარი/დღეღამეში) |
შპს „ჯიფაუერი“ | 47.898 | 40.585 |
შპს „გარდაბნის თბოსადგური“ | 423.024 | 404.214 |
შპს „მტკვარი ენერჯი“ | 69.649 | 77.330 |
შპს GIEC - №3 ბლოკი | 21.635 | 25.159 |
შპს GIEC - №4 ბლოკი | 23.594 | 27.444 |
კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, კორომავირუსის პანდემია და ლარის კურსი სამომხმარებლო ტარიფზე უარყოფით გავლენას ახდენს.
„კოვიდის და კურსის გავლენა რასაკვირველია არის ნეგატიური გავლენა, ანუ ეს ტარიფზე ზეწოლას განიცდის, მაგრამ არის ზოგიერთი ფაქტორი, რომელიც საპირისპიროდ იმოქმედებს საბოლოო სამომხმარებლო ტარიფზე. ეს არის იგივე ენერგიის მოხმარების შემცირებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ზოგიერთი ისეთი ინვესტიციები, რომლებიც „კოვიდის“ გამო ვერ განახორციელეს კომპანიებმა და გადავიდა მომდევნო პერიოდში“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.
ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ცვლილებაზე ჯერ საუბარია ნაადრევია, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას კომისია ორშაბათს მიიღებს, დააზუსტა ნარმანიამ.
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,3202 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0012 ლარით დაეცა.
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ძველ თბილისში კერძო ინვესტიციით მაღალი კლასის სასტუმრო აშენდება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში მოქმედმა საინვესტიციო კომპანია MCI PROJECT-სა და საერთაშორისო სასტუმროების ქსელ Wyndham-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, კომპანია MCI PROJECT გახდა უმაღლესი კლასის სასტუმრო ბრენდის REGISTRY COLLECTION-ის ოფიციალური წარმომადგენელი და ექსკლუზიური მფლობელი.
აღნიშნული სტატუსის მიღება კომპანიის მენეჯმენტმა საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის შუამდგომლობით, ორწლიანი დეტალური და პროფესიონალური მოლაპარაკების შედეგად მოახერხა, ვინაიდან ბრენდი არაერთი მკაცრი კრიტერიუმის დაკმაყოფილებას მოითხოვს. მათ შორისაა ინვესტიციის მოცულობა და მართვა.
Wyndham-ის პროგნოზით, მომავალი 10 წლის განმავლობაში საქართველოში სამი უნიკალური სასტუმროს მშენებლობა იგეგმება და MCI PROJECT სამივეს ექსკლუზიური მფლობელი იქნება.
თბილისი, 8 მარტი - Sputnik. ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა პორტალმა „ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებები“ (European Best Destinations) იმ ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებიც ვაქცინირებული მოგზაურებისთვის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს წარმოადგენენ – რეიტინგში (Best Destination for vaccinated travelers 2021) პირველ ადგილს საქართველოს დედაქალაქი იკავებს.
თბილისის გარდა, რეიტინგში მოხვდნენ ისეთი ტურისტული მიმართულებები, როგორებიცაა: კოპენჰაგენი, კეფალონია, სევილია, ათენი, სტოკჰოლმი, კანარის კუნძულები, მადეირა და სხვა.
გარდა ამისა, საქართველო მესამე ადგილზეა 2021 წლის უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში (Coronavirus – Safest Destinations to Visit in 2021).
პორტალის მიხედვით, რეიტინგი იმ მიმართულებებს მოიცავს, სადაც კორონავირუსის თვალსაზრისით მოგზაურობა უსაფრთხოა, არ არის კარანტინის საჭიროება და დაცულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.
„საქართველო და განსაკუთრებით თბილისი, არის ტრადიციული და თანამედროვეც, კოსმოპოლიტური, მრავალეთნიკური, ნამდვილად უნიკალური და ავთენტური. საქართველომ ჯანდაცვის კრიზისს ეფექტური და ინოვაციური მიდგომებით პოზიტიურად უპასუხა. როგორც კი COVID-19-ის შემთხვევები შემცირდა და ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდა, ქვეყანამ ვაქცინირებულ მოგზაურებს საზღვრები გაუხსნა“, -აღნიშნულია სტატიაში.
საქართველოში გაუმჯობესებული ეპიდვითარების ფონზე საქართველოს ხელისუფლებამ საჰაერო საზღვრები უცხოელებისთვის 1 თებერვლიდან გახსნა. სახმელეთო და საზღვაო საზღვრები კვლავ დაკეტილია. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება აქვს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს ვაქცინაციის სრული კურსი და ფლობს ამის დამადასტურებელ დოკუმენტს – მათ აღარ მოეთხოვებათ კარანტინისა და ქვეყანაში ჩამოსვლიდან მესამე დღეს განმეორებითი ტესტირების ჩატარება.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში შემუშავებულია და მოქმედებს უსაფრთხოების ნორმები, რათა როგორც მოგზაურების, ასევე, ადგილობრივი მოქალაქეების ჯანმრთელობა იყოს დაცული და საერთაშორისო ვიზიტორებმა საქართველოში არდადეგების უსაფართხოდ გატარება შეძლონ.
„ევროპის საუკეთესო მიმართულებები“ (Europian Best Destination) დამოუკიდებელი ტურისტული ორგანიზაციაა, რომლის მთავარი ოფისი ბრიუსელში მდებარეობს. ორგანიზაცია ტურიზმის ინდუსტრიის სხვადასხვა თემატიკის რეიტინგს პერიოდულად აქვეყნებს და მოგზაურებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სანდრო წყაროს წარმოადგენს.