მომავალი წლის 1 იანვრიდან პენსიები იზრდება

© Sputnik / STRINGER პენსიონერები
პენსიონერები - Sputnik საქართველო
გამოწერა
2021 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებს პენსია 20 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებს 25 ლარით გაეზრდებათ.

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში, რომელიც საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა, მომავალი წლის 1 იანვრიდან პენსიების მატებაა გათვალისწინებული, იუწყება ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

კანონის პროექტით, 2021 წლის 1 იანვრიდან გათვალისწინებულია 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა 20 ლარით და მათი პენსია განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით და ის განისაზღვრება 275 ლარის ოდენობით.

ლიბერთი ბანკი - Sputnik საქართველო
1 სექტემბრიდან პენსიის გაცემის წესი იცვლება

დღეისათვის საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს 60 წლიდან, ხოლო მამაკაცებს 65 წლიდან ენიშნებათ. საქართველოში პენსიას დაახლოებით 770,3 ათასი ადამიანი იღებს.

ჯამში საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართულია 2.6 მლრდ ლარი (გაზრდილია 370 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შემოღებით;

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ ივნისის თვეში განაცხადა, რომ პენსიები საქართველოში ყოველწლიურად გაიზრდება და ნებისმიერი ეკონომიკური ზრდის ან ინფლაციის მაჩვენებლების პირობებშიც კი 70 წლამდე პენსიონერის პენსია მინიმუმ 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ – 25 ლარით მოიმატებს.

პენსიის ინდექსაციის ზრდის ეფექტი 2021 წლისთვის შეადგენს 210 მლნ ლარს. ასევე გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ივლისის თვიდან 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერების საპენსიო გასაცემლების 30 ლარით ზრდის წლიური ეფექტი და დემოგრაფიის გათვალისწინებით საპენსიო ასაკის მოსახლეობის ზრდის ეფექტი.

პლუს 30: რამდენი პენსიონერი მიიღებს გაზრდილ პენსიას>>

პენსიების ინდექსაცია საქართველოსთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენს. ფონდის ანალიტიკოსების აზრით, საბაზო სახელმწიფო პენსიის ინდექსაციის წესების შემოღება პენსიონერების რეალური შემოსავლის გაზრდას და სიბერით გამოწვეული სიღარიბის შემცირებას შეუწყობს ხელს.

ყველა ახალი ამბავი
0