საქართველო ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის კონფერენციას უხელმძღვანელებს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამინისტროს ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციის არაწევრი ქვეყანა კონფერენციას სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. საქართველო, როგორც OECD-ის არაწევრი ქვეყანა, პირველად უხელმძღვანელებს „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით“ მომუშავე საერთაშორისო კონფერენციას, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც OECD-ის არაწევრი ქვეყანა, OECD-ში კონფერენციას  3 წლის ვადით უხელმძღვანელებს.

ავლაბარი - Sputnik საქართველო
Legatum Institute-ის კეთილდღეობის ინდექსში საქართველო დაწინაურდა

მრავალმხრივი კონვენციის (MLI) მიზანი არის OECD-ის მიერ ინიცირებული „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის“ (BEPS) პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაცია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებებში.

უწყების ცნობით, „მრავალმხრივი კონვენციის“ კონფერენციის თავმჯდომარედ, ერთხმად აირჩიეს საქართველოს წარმომადგენელი,  ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო დაბეგვრის მიმართულების ხელმძღვანელი მარი ხურციძე.

ამჟამად MLI  ძალაშია 94 ქვეყნისთვის. საქართველომ აღნიშნულ კონვენციას ხელი  2017 წლის 7 ივნისს მოაწერა  და ის  ძალაში  2019 წლის პირველ ივლისს შევიდა.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია ( OECD) არის  იმ  განვითარებული ქვეყნების საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაცია,  რომლებიც ცნობენ წამომადგენლობითი დემოკრატიისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს. ორგანიზაცია  მარშალის გეგმის ფარგლებში ევროპის რეკონსტრუქციის პროექტების კოორდინირებისთვის შეიქმნა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0