თვითმფრინავი

საქართველოში რეგულარულ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვები გაგრძელდა

111
(განახლებულია 17:56 19.11.2020)
წლის ბოლომდე ქართულ და უცხოურ ავიაგადამზიდავებს რეგულარული ფრენების გაგრძელების იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში შეზღუდვები საერთაშორისო რეგულარულ ავიამიმოსვლაზე 2021 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა. ინფორმაცია ამის თაობაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებმა“ ნოემბრის თვეში რამდენიმე რეისი გააუქმა>>

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელებისთვის საზღვრები დაკეტა განსაკუთრებული შემთხვევების გარდა და ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით შეწყვიტა. საქართველოს მთავრობამ რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლის განახლების თარიღი უკვე არაერთხელ გადადო.

„საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით“, – ნათქვამია ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტო ამავდროულად აღნიშნავს, რომ შეზღუდვები რეგულარულ ავიაფრენებზე არ ვრცელდება პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აკავშირებს მიუნხენის, პარიზის, რიგის, დოჰას, ვარშავის, ათენის, ამსტერდამის, ვენის, ბერლინისა და მილანის აეროპორტებთან.

შეზღუდვები ასევე არ ვრცელდება იმ რეგულარულ რეისებზე, რომლებიც იგეგმება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და რიგის, კატოვიცეს, ვილნიუსისა და დორტმუნდის აეროპორტებს შორის.

ავიაცია პანდემიის დროს

საქართველომ ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით მიმდინარე წლის მარტის შუა რიცხვებში შეწყვიტა, როდესაც ჯანმომ კორონავირუსის პანდემიის შესახებ გამოაცხადა. საქართველოდან და ქვეყანაში სრულდებოდა მხოლოდ სპეცრეისები, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას ისახავდა მიზნად.

ზაფხულის შუა პერიოდში აღდგა რეგულარული რეისები მიუნხენში, პარიზსა და რიგაში. ოქტომბრის დასაწყისში ლოუკოსტერმმა Wizzair განაახლა რეგულარული რეისები ქუთაისიდან რიგის მიმართულებით, ხოლო ნოემბრიდან რეგულარული რეისების აღდგენა კიდევ 12 ქალაქში დაიგეგმა.

კორონავირუსის გავრცელების მხრივ სიტუაციის გაუარესების გამო დაგეგმილი ავიარეისების გაუქმება ან გარკვეული დროით გადადება მოუწია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ავიაკომპანიებს.

საქართველოში შემოსვლის ახალი წესები

საქართველოს მთავრობამ უცხოელებისთვის კარანტინის წესები შეცვალა და ახლა უცხოეთისა და საქართველოს მოქალაქეების ნაწილი საკარანტინო ზონებში აღარ მოხვდება.

ახალი წესების მიხედვით, საქართველოს იმ მოქალაქეებსა და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც ევროპის 13 ქვეყნიდან ჩამოვლენ, არ მოუწევთ კარანტინის გავლა, თუ ექნებათ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხი.

საუბარია ევროპის 13 ქვეყანაზე: ესპანეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, შვედეთი, ხორვატია, იტალია, კვიპროსი, სლოვენია და ისლანდია.

საქართველოს მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები ასეთი ტესტის შემთხვევაში გადავლენ თვითიზოლაციაში მხოლოდ რვა დღით. თუ მოქალაქეს ტესტი არ ექნება, მისთვის კარანტინი სავალდებულოა.

იგივე ეხება ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს და მათ, ვისაც ამ ქვეყნებში ცხოვრების უფლება აქვთ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამ ქვეყნებიდან საჰაერო გზით ჩამოვლენ.

უცხოელი სტუდენტებისთვის კი კარანტინი სავალდებულო იქნება კორონავირუსზე ტესტის არსებობის შემთხვევაშიც. ამასთან, კარანტინის ხარჯებს ისინი თავად დაფარავენ.

თბილისიდან რიგასა და პარიზში ნოემბრიდან რეგულარული ფრენები დაიწყება>>

ქვეყანაში ეპიდემიური ვითარება სექტემბრიდან მკვეთრად გაუარესდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში გამოვლენილია ინფიცირების 93 093 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა თითქმის 74 ათასი და გარდაიცვალა 853 ადამიანი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

111
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (201)
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გრძელვადიან გეგმას შეიმუშავებს

2
(განახლებულია 13:05 04.03.2021)
ეკონომიკური განვითარების გრძელვადიან გეგმაზე სპეციალურად შექმნილი კომისია იმუშავებს, რომლის შემადგენლობაშიც მაღალი დონის ექსპერტების გარდა პარლამენტის დეპუტატებიც იქნებიან

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი გეგმის შემუშავება და წარმოდგენა იქნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

საქართველოში სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო შეიქმნება>>

საქართველოს ეკონომიკა, კორონავირუსის პანდემიის გამო, მძიმე მდგომარეობაშია. ეკონომიკის ვარდნის ტემპები თანდათანობით კიდევ უფრო დაჩქარდა.

„დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ საკითხს, რომელიც ეხება სახელმწიფო კომისიის შექმნას და იმუშავებს უახლოესი სამი თვის განმავლობაში ეკონომიკის განვითარების გეგმაზე და პირველ დოკუმენტს წარმოადგენს მაისის ბოლოს", – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, კომისიაში შევლენ პარლამენტის შესაბამისი დარგობრივი კომიტეტების წარმომადგენლები და ასევე მოწვეული იქნებიან მაღალი დონის ექსპერტები.

„ჩვენი ამოცანა იქნება, რომ რაც შეიძლება სწრაფად, თითოეული სექტორის, დარგის მიმართულებით დაიდოს კონკრეტული გრძელვადიანი განვითარების გეგმა – თითოეული წლის განმავლობაში სამოქმედო გეგმებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, მოსახლეობისთვის  სიდუხჭირე, უმუშევრობა და  სიღარიბე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

„ჩვენს მოსახლეობას ძალიან ბევრი პრობლემა აწუხებს... ეს არის ყველა მიმართულებით არსებული გამოწვევები და ჩვენი ერთიანი ძალისხმევით შემდგომი წლების განმავლობაში ამ პრობლემების გადაჭრაზე უნდა იყოს მიმართული ჩვენი მთავარი აქცენტი და არა უსაგნო, უშინაარსო პოლიტიკურ კინკლაობასა და ურთიერთდაპირისპირებაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა - რას ყიდის და ყიდულობს საქართველო>>

კორონავირუსის პანდემიამ ქვეყნის ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შემოსავლის გარეშე დარჩა, ბიზნესი სტაგნაციას განიცდის, ვითარებას მოქმედი შეზღუდვებიც ართულებს. პანდემიის შედეგების შესარბილებლად მთავრობამ 2020 წლის აპრილში დაამტკიცა ანტიკრიზისული გეგმა მოსახლეობისა და ბიზნესის დასახმარებლად, რომელიც ამ დღემდე რამდენიმე ეტაპად ხორციელდება.

2
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
საპროტესტო აქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ

ღარიბაშვილი „ნამახვანჰესზე“: მინისტრები მოსახლეობას პირადად შეხვდებიან

31
(განახლებულია 12:42 04.03.2021)
ნამოხვანისა და ჟონეთის მოსახლეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი რიონზე ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. აქტივისტებმა გარკვეული დროით სამშენებლო სამუშაოების შეჩერებასაც მიაღწიეს, თუმცა იანვარში სამუშაოები მაინც განახლდა

თბილისი, 4 მარტი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ისაუბრა და ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს სთხოვა, პირადად ჩავიდნენ ადგილზე და მოსახლეობას შეხვდნენ.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობას ადგილობრივები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტივისტები და პოლიტიკოსები აპროტესტებენ. ისინი ითხ თვეზე მეტია, უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ და სამშენებლო სამუშაოებთან ახლოს კარვების ქალაქიც მოაწყვეს.

პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, შესაბამისი არგუმენტირებული პასუხი გაეცეს ყველა კითხვას, რომლებიც მოსახლეობის მხრიდან არსებობს.

„მინდა, ვთხოვო ჩვენს მინისტრებს, რომ გამართონ შესაბამისი საკომიტეტო მოსმენები პარლამენტშიც. ამ საკითხის ირგვლივ დაინტერესებული პირების მონაწილეობით შეიძლება გაიმართოს აღნიშნული მოსმენები და ყველა ცხარე კითხვას გაეცეს პასუხი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოსთვის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ამ გამოწვევას ადეკვატურად უნდა უპასუხონ.

„კარგად მოგეხსენებათ, რომ წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგია. პროგნოზები, რომლებიც ენერგეტიკის მიმართულებით არსებობს, შემდეგია: ყოველ წელს, მინიმუმ, საშუალოდ ასი მეგავატის სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს ქვეყანაში, რაც ამ ეტაპზე არ ხდება“, - დასძინა პრემიერმა.

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ადგილი, სადაც ჰესი შენდება (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), სეისმურად აქტიური ზონაა და აქ სამშენებლო სამუშაოების წარმოება არ შეიძლება. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ პროექტის შემუშავებისას შეცდომები იქნა დაშვებული.

როგორც საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა განაცხადა, საქართველოსა და თურქულ კომპანია ENKA–ს შორის „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ ხელშეკრულების მომზადებაში საუკეთესო ექსპერტები იყვნენ ჩართული სახელმწიფოს მხრიდან და ყველა ის ასპექტი, სადაც საჭირო იყო სახელმწიფო ინტერესების დაცვა, დაცულია.

შეთანხმება საქართველოსა და კომპანია ENKA–ს შორის „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს, თუ ინვესტორი საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს, თუმცა ის ჯერჯერობით ამ ვალდებულებებს ასრულებს, აღნიშნა ჩიქოვანმა.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს თურქულ კომპანია ENKA–სა და ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group–ს გადასცა.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი მდინარე რიონზე გააერთიანებს ორ ჰესს - „ნამახვანს“ და „ტვიშს“, საერთო 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 750 მლნ დოლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 15%–ით გაიზრდება.

31
თემები:
საქართველოს ენერგეტიკა