საქართველოში დღგ-ის ავტომატურად დაბრუნების სისტემა ამოქმედდება

გამოწერა
ახალი პროგრამით მთლიანობაში ისარგებლებს 150 ათასზე მეტი გადასახადის გადამხდელი, მათ შორის მცირე ბიზნესის წარმომადგენლები.

თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. 2020 წლის 17 ნოემბრიდან გადასახადის გადამხდელებს შესაძლებლობა ეძლევათ დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით წარმოშობილი ზედმეტობა სრულად დაიბრუნონ, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. 

ივანე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო
მაჭავარიანი: ბიუჯეტის გამო მაინც უნდა შევიდეს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა პარლამენტში

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ახალი პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე გადასახადის გადამხდელის დღგ-ის დაბრუნების მოდულში ასახული ზედმეტად გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნება მოთხოვნის წარმოდგენის გარეშე, ავტომატურად განხორციელდება მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

„აღნიშნული ინიციატივის შედეგად საერთო ჯამში ისარგებლებს 150 ათასზე მეტი გადასახადის გადამხდელი, ხოლო ქვეყნის ეკონომიკაში ყოველწლიურად მილიარდ ლარზე მეტი თანხა ავტომატურად დაბრუნდება, რაც მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ბიზნესისთვის“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გადასახადების გადამხდელთათვის დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნების მოცულობის გაზრდა საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი ნაწილია.

დღგ-ის სწრაფი, მარტივი და ყოველგვარი ბარიერების გარეშე დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის და სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის. 

ყველა ახალი ამბავი
0