საქართველოს საგარეო ვაჭრობა: ექსპორტი და იმპორტი ვარდნას განაგრძობს

© Sputnik / Alexander Imedashviliსატვირთოები ავტობანზე
სატვირთოები ავტობანზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
2020 წლის დასაწყისიდან საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის იანვარ–ოქტომბერთან შედარებით, 15%-ით შემცირდა და 9,2 მილიარდი დოლარი შეადგინა

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში პანდემიის ფონზე ვაჭრობა კვლავ ეცემა – 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში 2,7 მილიარდი დოლარის ქართული პროდუქციაა გატანილი - 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,1%-ით ნაკლები, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში

2020 წლის დასაწყისიდან იმპორტმა 6,4 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც გასული წლის იანვარი–სექტემბრის პერიოდთან შედარებით 16,6%-ით ნაკლებია.

2020 წლის დასაწყისიდან საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის იანვარ–ოქტომბერთან შედარებით, 15%-ით შემცირდა და 9,2 მილიარდი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).

საგარეო ვაჭრობის ვარდნის ტემპები მცირდება

ვარდნის ტემპები ივნისიდან შემცირდა - საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16%-ით დაეცა, მათ შორის ექსპორტი - 13,1%-ით, ხოლო იმპორტი – 17,2%-ით. მიმდინარე წლის მაისში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ვარდნის მაჩვენებელი იყო 33,2%, ექსპორტის – 30,6%, ხოლო იმპორტის – 34,3%.

აშშ დოლარი - Sputnik საქართველო
როდის მიიღებს საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტრანშს და რას მოხმარდება თანხა

სექტემბერში ექსპორტი 5,6%-ით გაიზარდა და 332 მლნ დოლარი შეადგინა. ამავე დროს, დეფიციტი 98,5 მლნ დოლარით გაუმჯობესდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით სექტემბრის მონაცემების შეფასებისას განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკა ეტაპობრივად უბრუნდება დადებით განვითარებას. 

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ექსპორტის ზრდაში განსაკუთრებული წვლილი აქვს სასოფლო-სამეურნეო და საფეიქრო პროდუქციას.

კორონავირუსის ეპიდაფეთქებამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ქვეყნის მთელ ეკონომიკას – დაზარალდნენ სასტუმროები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, დასასვენებელი და გასართობი ობიექტები, ტრანსპორტი. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა საფინანსო სექტორი, სამშენებლო, უძრავი ქონების, წარმოებისა და განათლების სფეროები. 

ყველა ახალი ამბავი
0